ელეზვოი იყო ეთიოპიის მეფე VI საუკუნეში. იმ დროს არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანი მეფობდა.
ელეზვოი იყო ქრისტიანების და ალბათ საერთოდ ხალხის დამცველი, რადგან როდესაც მან გაიგო, რომ დუნაანი გაუთავებლად აწიოკებდა და ხოცავდა ქრიტიანებს, მას ომი გამოუცხადა, მაგრამ მისი ლაშქრობა მარცხით დამთავრდა. ელეზვოის სურდა, შეეტყო, თუ რა იყო დამარცხების მიზეზი და ზეგარდამო შთაგონებით ერთ დაყუდებულ ბერს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი წმინდანს განუცხადა, რომ იგი არასწორად მოიქცა, როცა მხოლოდ საკუთარ ძალებზე მინდობით დუნაანზე შურისძიება გადაწყვიტა, რადგან უფალი ბრძანებს: "ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო" (ებრ. 10,30). განდეგილმა ნეტარ ელეზვოის ურჩია, დუნაანის წინააღმდეგ ებრძოლა არა საკუთარი ძალის, არამედ ღვთის მოწყალების იმედით დაეწყო და ბრძოლის მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის დაცვა და წმინდა ეკლესიის სიყვარული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე ურჩია, საკუთარი სულის ცხონებისათვის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ღვთისათვის მიეძღვნა. წმინდა ელეზვოიმ აღთქმა დაუდო უფალს, რის შემდეგაც მტერზე გაიმარჯვა, ქვეყანაში ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ტაძრები გახსნა. ამის შემდეგ წმინდანმა დატოვა სამეფო ტახტი და ერთ-ერთ სავანეს მიაშურა, სადაც თხუთმეტი წელი დაყუდებით ცხოვრობდა. ნეტარი ელეზვოი გარდაიცვალა დაახლოებით 553-555 წელს.
ხატის წყარო: Blessed Elesbaan, King of Ethiopia
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი