წმინდა ეგნატე კონსტანტინოპოლელი (+877) - 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი)
წმინდა ეგნატე კონსტანტინოპოლელი (+877) - 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი)
5 ნოემბერს (ძვ. სტ. 23 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეგნატე კონსტანტინოპოლელს. წმინდა ეგნატე კონსტანტინოპოლის პატრიარქი (847-857; 867- 877), ერისკაცობაში ნიკიტა, სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, მას ჰყავდა ფრიად სახელგანთქმული მშობლები, ბიზანტიის იმპერატორი მიქაელ I რანგბე (811-813) და იმპერატორ ნიკიფორე გენიკისის ქალიშვილი. ლეონ სომეხმა (813-820) საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდო იმპერატორი მიხაელ I და მისი ადგილი 813 წელს ძალადობით დაიკავა. იმპერატორი ლეონი კარგად ხედავდა, რომ აუცილებლად ყოფილი იმპერატორის შვილიც უნდა მოეშორებინა, თორემ მის იმპერატორობას საფრთხე დაემუქრებოდა. ამიტომ ეგნატე დაასაჭურისებინა, რის შემდეგაც სამონაზვნოდ შემოსილი ეგნატე "სატირების მონასტრად" წოდებულ მონასტერში განმარტოვდა. ასე დროებით ჩამოშორდა ეგნატე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ეგნატეს მფარველობდა იმპერატორ თეოფილე II-ის (842 წ.) ქვრივი დედოფალი თეოდორა, რომელიც შვილის, მიქაელ III-ის მცირეწლოვნობის გამო, თვითონ განაგებდა ბიზანტიის იმპერიას კოალიციის დახმარებით. ამ კოალიციას შეადგენდნენ: დედოფალი თეოდორა, ლოგო¬თეტი-თეოქტისტე, კეისარი ბარდა და მაგისტრი მანოელი. თეოქტისტე და ბარდა სამხედრო მოღვაწენი იყვნენ. ამ კოალიციას შეიძლება ეწოდოს თეოდორას მხარდამჭერი ჯგუფი.

კონსტანტინოპოლის პატრიარქ მეთოდეს (843-847) სიკვდილის შემდეგ, პატრიარქის ტახტს იკავებს ეგნატე. ის-ტორიკოსების მიხედვით ეგნატეს გაპატრიარქებაში ლომის წილი მიუძღოდა დედოფალ თეოდორას. ეს მოხდა 847 წლის 3 ივლისს.

858 წელს მცირეწლოვანი იმპერატორი მიქაელ III სრულწლოვანი გახდა. ამან წერტილი დაუსვა სამეფო ხელისუფლებაზე თეოქტისტეს ზეგავლენას, რომელიც იმპერიის მმართველის, თეოდორას გვერდით თავად გარდაცვლილი იმპერატორის თეოფილე II-ის (842 წ.) სურვილით აღმოჩნდა. თეოქტისტე სულ მალე მოკლეს და მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი მიქაელ III სრულწლოვანი იყო, სახელმწიფო ძალაუფლება მიქაელის ბიძის, თეოდორას ძმის ხელში გადავიდა. იგი 859 წელს კურაპალატი გახდა, ხოლო 862 წელს კეისრის ტიტული მიიღო. კეისარი ბარდა ძალზე განათლებული პიროვნება იყო, მისი უშუალო ხელშეწყობით ამოქმედდა კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტი და იმპერიაში ყველა საგანმანათლებლო კერის მფარველად ითვლებოდა. კეისარი ბარდა, სამწუხაროდ, უზნეო გახლდათ. ცოლს სრულიად უმიზეზოდ გაეყარა და თავისი ძმის ცოლთან დაიჭირა უკანონო კავშირი. მოშურნე ეგნატეს კი ასეთი აშკარა უზნეობის მოთმენა არ შეეძლო, შეაგონებდა და ამხელდა მცნებათა დამრღვევს, მაგრამ ამაოდ. ამიტომ ეგნატეს ბარდა არ მოსწონდა. სულ მალე, 858 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, როცა კეისარი ბარდა, იმპერატორ მიქაელ III-თან ერთად ბარძიმს მიეახლა, როგორც ცოდვილი და მცნებათა დამრღვევი, ეგნატემ არ აზიარა. ბარდამ შეიძულა პატრიარქი და გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა მის დასამხობად. ეს ფაქტი უკვე აშკარა დასტური იყო პატრიარქ ეგნატეს დაპირისპირებისა სამეფო კართან.

კეისარმა ბარდამ თავისი განზრახვის შესრულებაში ყოველგვარი დაბრკოლების ასაცილებლად იმპერატორს ურჩია, დედა თეოდორა და თავისი და თეკლა სახელმწი¬ფო საქმეებისაგან ჩამოეშორებინა. ამით ის ორ საქმეს ერთდროულად მოაგვარებდა - ჩამოიშორებდა დედოფალს, რომელიც მისი საქმეების მოწინააღმდეგე იყო და დედოფლის მფარველობის გარეშე დარჩენილ პატრიარქ ეგნატესაც ადვილად დაამხობდა. კეისარს სურდა, ეგნატე იძულებული გაეხადა, დედოფალი და მისი ასული მონაზვნებად აღეკვეცა იმ საბაბით, რომ იმპერატორი უკვე გამოვიდა ბავშვობის ასაკიდან, უხერხულია მისთვის იყოს დედაზე დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ იგი გათხოვებასა და მეორე ქმრისათვის ხელისუფლების ჩაბარებას აპირებს, რაშიც პატრიარქი ეხმარება. ახალგაზრდა იმპერატორმა დაიჯერა ბიძის სიტყვები და მაშინვე უბრძანა პატრიარქს დისა და დედის მონაზვნებად აღკვეცა. ეგნატე არ თანხმდებოდა, ამტკიცებდა, რომ მონაზვნად აღკვეცა მათი სურვილის გარეშე ყველა კანონს ეწინააღმდეგებოდა და მას არ შეეძლო ისინი ეიძულებინა. მიუხედავად ასეთი არგუმენტისა, იმპერატორ მიქაელს კიდევ უფრო გაუმყარდა ბარდას მიერ ჩანერგილი ეჭვი. დედა და და სახელმწიფო საქმეებს სასწრაფოდ ჩამოაშორა და მონაზვნებად აღკვეცა კარიანის სავანეში, ხოლო სულ მალე პატრიარქიც დაამხო.

პატიარქი ეგნატე სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებთან კავშირის ბრალდებით საპყრობილეში ჩასვევს, შემდეგ კი კუნძულ თერებინტოზე გადაასახლეს. იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) დროს წმინდა ეგნატე გადასახლებიდან გამოიწვიეს და სამღვდელმთავრო ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ნეტარი კიდევ ათი წელი მესაჭეობდა ეკლესიას, ბოლოს კი, 89 წლისა, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+877-878).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
წმინდა მოსე XV საუკუნის მოღვაწეა მდინარე ბელოროზის ნაპირზე მდებარე წმინდა სამების მონასტრის ბერი.
04.03.2023
ღირსი დამიანე ათონზე, ესთიგმენის მონასტრის ერთ-ერთ სკიტში მოღვაწე მდუმარე ბერი იყო.
04.03.2023
ძველი სტილით 23 თებერვალს ეკლესია იხსენიებს წმინდა ალექსანდრეს, მღვიძარეთა მონასტრის დამაარსებელს.
04.03.2023
ღირსი იოანე, ანტიოქე, ანტონინე, მოსე, ზევინი, პოლიქრონი, მეორე მოსე და დამიანე V საუკუნეში მოღვაწეობდნენ სირიის უდაბნოში.
24.02.2023
წმინდა მელეტი XVIII საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ როდოსზე, სოფელ ლარდოსში. ღვთისმოშიშმა მშობლებმა - ნიკოლოზმა და სტამატიამ შვილს ნათლისღებისას ემანუელი დაარქვეს.
24.02.2023
წმინდა მელეტი (ერისკაცობაში მიხეილ იოანეს ძე ლეონტოვიჩი) 1784 პოლტავის ოლქში დაიბადა ვაჭრის ოჯახში.
24.02.2023
ღირსი ბასიანი XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. წარმოშობით კესოვის მაზრის სოფელ როჟალოვიდან იყო.
24.02.2023
წმინდა ანტონის მშობლები ფრიგიიდან იყვნენ, ისინი სამშობლოდან ხატმებრძოლებს გამოერიდნენ და კონსტანტინოპოლის გარეუბანში დასახლდნენ.
24.02.2023
წმინდა ალექსი (ერისკაცობაში ელეფთერი) დაიბადა მოსკოვში 1300 წელს ბოიარ თეოდორე და მარიამ ბიაკონტების ოჯახში.
24.02.2023
წმინდა მელეტი მცირე აზიის ჩრდილო აღმოსავლეთში, სომხეთის სებასტიაში დაიბადა. ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე იგი შემდეგი გარემოებების გამო ავიდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri