ღირსი ლოთი ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდა IV-V საუკუნეების მიჯნაზე. ღირს ლოთს უდაბნოში მიადგა ერთი სნეული ბერი
და ევედრებოდა, ერთხანს შეეკედლებინა იგი. ლოთი დათანხმდა, მიიღო ბერი და თავისთან მოასვენა. და რადგანაც ლოთთან მრავალნი დადიოდნენ დამოძღვრის მისაღებად, იგი ზოგიერთს ბერთან უშვებდა ხოლმე თავისთვის საქმის შესამსუბუქებლად. ხოლო ბერი, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის გამოგზავნილი ხალხი ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა, პირიქით, რყვნიდა მათ და ორიგენეს ცდომილებებს ჩააგონებდა. შეიტყო ლოთმა ამის შესახებ და შეშფოთდა.
- რას იტყვიან ახლა ჩვენზე მამები? - გაიფიქრა მან, - ჩათვლიან, რომ ჩვენც მოსულის მსგავსნი ვართ, მისი გაძევების კი მეშინია, რათა ღმერთი არ განვარისხო.
და საგონებელში ჩავარდნილი ლოთი ამბა არსენის მიადგა რჩევისთვის. არსენიმ მოუსმინა და თქვა:
- ნუ გააძევებ, მაგრამ უთხარი: თუკი გსურს, ჩემი სტუმართმოყვარეობით ისარგებლო, გისტუმრებ, რამდენ ხანსაც გსურს; ოღონდ სხვებს ცოდვაში ნუ აყენებ. მაშინ შენი სტუმარი ან თავს დაანებებს თავის ცდომილებას, ან თავად წავა შენგან; შენ კი ორთავ შემთხვევაში მართალი იქნები.
ლოთი არსენის რჩევისამებრ მოიქცა და მისი სიტყვები ბერს გადასცა. ბერმა ალბათ არ მოისურვა თვალსაზრისის შეცვლა და დაუყოვნებლივ წასვლა გადაწყვიტა. ამბამ სიყვარულით განუტევა ბერი.
ამგვარად, თუკი რომელიმე თქვენგანი ლოთის დღეში აღმოჩნდება, თქვენც შეგეძლებათ, მის მსგავსად მოიქცეთ. თუკი შემაწუხებელი სტუმრები ყურად იღებენ თქვენს შეგონებებს - კარგია, ხოლო თუ არ შეისმენენ, მაშინ, საფიქრებელია, რომ თავად წავლენ თქვენგან. თქვენ კი სინდისი სუფთა გექნებათ. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი