ამავე დღეს ბიზანტიური სვინაქსარით და "იოანე-ზოსიმესეული ქართული კალენდრით არის "გოლგოთას ხსენებაჲ მორწმუნისა ავაზაკისაჲ".
როცა ჩვენი უფალი გოლგოთაზე ჯვარზე გააკრეს, მასთან ერთად ორი ავაზაკი დასაჯეს. ასრულდა ძველი წინასწარმეტყველება, რომ მესია ბოროტმოქმედთა თანა შეირაცხა. სიკვდილის წინ ერთი მათგანი აგინებდა იესოს და ამბობდა:
- თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც.
რაზეც მეორე რისხავდა და ეუბნებოდა:
- ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ? ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით, მას ცუდი არაფერი ჩაუდენია.
ხოლო იესოს კი უთხრა:
- მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;
იესომ მიუგო მას:
- ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.
ამგვარად კეთილგონიერი ავაზაკი პირველი ადამიანი გახდა, რომელსაც ქრისტეს მხსნელი ვნებების წყალობით ცოდვები მიეტევა და სასუფეველი პოვა. მას არ დასჭირდა მრავალი წლის მოსაგრეობა, ცრემლები და ლოცვები, არამედ საკმარისი იყო მხოლოდ გულწრფელი სინანული, და ქრისტეს ღვთაებრიობის აღიარება, მისი უდიდესი დამდაბლების ჟამს, რომ სასუფევლის მკვიდრი გამხდარიყო.
მარკოზი 15,27 და მათე 27,38 სახარებების ლათინური თარგმანის ხელნაწერში მას ზოათანს უწოდებენ, შესაძლოა ნიკოდიმოსის აპოკრიფული სახარების გავლენით. აღმოსავლური ტრადიციით მას გესტას უწოდებენ, რუსეთში კი რახს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი