ღირსი მამა და მისი 35 მეგობარი ტომით ეგვიპტელნი იყვნენ, თუმცა, მათი მოღვაწეობის ჟამი უცნობია.
წმინდა მამანი ერთად წარვიდნენ კვიპროსზე, სადაც სხვა 39 მოღვაწე პოვეს და ერთად შეუდგნენ ანგელოზთა სწორ ცხოვრებას, შემდეგ კი, კვიპროსელთაც რომ ეგემათ ნებაყოფლობითი დევნილობის ნაყოფი, იქიდანაც აიყარნენ და პამფილიაში ატალიას (ამჟამინდელი - ანტალია) მიაშურეს.
იქ კიდევ 24 მონაზონი შემოიერთეს და იმგვარ ცხოვრებას შეუდგნენ, რომელიც კაცთა გონებისთვის ძნელად მისაწვდომია.
ყოველგვარად ეკრძალვოდნენ რა კაცთაგან პატივს და განდიდებას, მოკლე ხანში იქაურობასაც განერიდნენ და კუნძულ კრეტაზე გადავიდნენ.
იქ ორ ჯგუფად გაიყვნენ და უკაცურ ადგილას, მდინარის სხვადასხვა ნაპირას მდებარე ორ მღვიმეში დასახლდნენ.
ნეტარნი მოუღლელ ლოცვასა და უმკაცრეს ღვაწლში განლევდნენ ჟამს და ოდენ უდაბნოს მწირი მცენარეებით იკვებებოდნენ.
იოანე, რომელსაც ღმერთთან მარტო საუბარი სწყუროდა, ძმებს გამოეთხოვა, ცალკე დასახლდა და იმგვარ ღვაწლს მიეცა, რომ გარკვეული დროის შემდგომ ფეხზე დგომაც აღარ შეეძლო და საზრდოს შესაგროვებლად სენაკს ოთხით ტოვებდა ხოლმე.
ერთხელ იმ მხარეში სანადიროდ გამოსულმა ყმაწვილმა მონადირემ ოთხფეხა ქმნილება შენიშნა, დაუმიზნა და წმინდა მამას ისარი შიგ გულში გაუყარა.
თუმცა, უმძიმესი ჭრილობის მიუხედავად, ნეტარმა მაინც შეძლო სენაკამდე მიხოხება.
მონადირე სისხლის კვალს გაჰყვა და იოანეს სენაკს მიადგა და ოდეს იხილა, მხეცის ნაცვლად ღვთისკაცი დაეჭრა, სასოწარკვეთილს ბღავილი აღმოხდა.
გარდაცვალებამდე დიდმა განდეგილმა მოასწრო, ყმაწვილისთვის შეენდო და აკურთხა, დარჩენილი სიცოცხლე სინანულში გაეტარებინა.
მისი გარდაცვალების დღეს ძმობამ მხურვალედ ილოცა, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ყველას ერთ დღეს დაესრულებინა.
უფალმა ისმინა მათი ღაღადისი და სამიდან შვიდ საათამდე ყველა ერთდროულად მიაძინა მარადიული ძილით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი