წმინდა სტეფანეს ღვთისგან უდიდესი თავდადების ნიჭი მიეცა, რაც რწმენის დაცვას ამსახურა.
იგი წარმოშობით ჩერნოგორიიდან იყო და 1502 წელს სრემის მმართველი გახდა.
იმ დროს ამ მიწაზე მართლმადიდებელი სერბები სახლობდნენ, რომლებიც, ერთი მხრივ, იმ თურქთა გვერდით აღმოჩნდნენ, დუნაის სამხრეთი რომ მიისაკუთრეს, მეორე მხრივ კი - კათოლიკე უნგრელთა სამხრეთით.
1526 წლის მოხაჩის ბრძოლაში უნგრელთა მარცხისა და 1529 წელს თურქთაგან ბუდაპეშტის აღების შემდგომ, სტეფანე დამპყრობელთ ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა.
ომისა და თურქთა გამუდმებული თარეშის შედეგად სტეფანეს სათავადოში შიმშილობა ჩამოვარდა. მაშინ ნეტარმა საკუთარი ხაზინა და ბეღლები გახსნა და რაც ებადა, დამშეულ თანამემამულეთ დაურიგა.
ღირსი მამა დაახლოებით, 1540 წელს მიიცვალა და ჯუნტირის მთის წვერზე დაიკრძალა.
ერთ ღამეს თურქმა მეომრებმა უცნაურად განათებული მთის წვერი იხილეს, იქაურობა გადათხარეს და წმინდა სტეფანეს კეთილსურნელოვანი ნაწილნი პოვეს.
მეომრებმა მყისვე აცნობეს ყოველივე მეთაურს, რომელიც წმინდანს შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა - ბავშვობაში თურქებს გაეტაცებიათ და გაეურჯულოებინათ.
ალბათ, ამიტომ, სერბ ბერებს წმინდა სტეფანეს ნაწილთა სისატოვაცის სავანეში გადასვენების ნება მისცა, რომელიც 1529 წელს თავად ნეტარის მეუღლეს, წმინდა ელენეს დაეარსებინა.
იმ დროს ელენე იძულებული იყო, სერბეთს გასცლოდა, ხოლო როდესაც მეუღლის ნეშტის აღმოყვანების შესახებ ამცნეს, სამშობლოს დაუბრუნდა და მონაზვნად ელისაბედის სახელით აღიკვეცა, სამი წლის შემდგომ კი - თავადაც სამუდამოდ მიიძინა და მეუღლის გვერდით, სისატოვის სავანეში დაიკრძალა.
ეს სახელგანთქმული სავანე თავის წმინდა მისიას მეორე მსოფლიო ომამდე ასრულებდა, სანამ ხორვატებმა არ დააქციეს, იქ მოღვაწე მამები კი სიცოცხლეს გამოასალმეს.
წმინდა სტეფანეს ნეშტი 1942 წლის 2 აპრილს ბელგრადის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს.
* * *
ხსენება მღვდელმოწამისა დიმიტრი ვოზნესენსკისა, პრესვიტერისა (+1918), მღვდელმოწამეთა: ნიკოლოზ ვერეშჩაგინისა, მიქაელ ტვერდოვსკისა, იაკობ ბობირევისა და ტიხონ არხანგელსკისა, პრესვიტერთა (+1937), წმინდისა აღმსარებლისა ქიონია არხანგელსკისა (+1945)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი