ქალაქ ღაზაში მდიდარი და მოწყალე კაცი ცხოვრობდა, სახელად თეოფანე, რომელიც თავის სახლში იღებდა და მასპინძლობდა მოგზაურებს და გლახაკებს.
ამასთან ერთად სხვა მრავალ კეთილ საქმეს აკეთებდა. დროთა განმავლობაში მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა და თავად გახდა უპოვარი. ამაზე ოდნავაც არ დარდობდა, მხოლოდ საკუთარი ცოდვების გამო წუხდა. უფლის დაშვებით მოგვიანებით საშინელი სენი შეეყარა და ხელ-ფეხი სულ ერთიანად დაუჩირქდა. ყველაფერს მოთმინებით უძლებდა, ღმერთს მადლს სწირავდა და ადიდებდა. სიკვდილის ჟამი რომ მოახლოვდა, საშინელი ქარბუქი ამოვარდა.
ცოლი ატირდა და ჰკითხა:
- ბატონო ჩემო, რა ვქნა? როცა მოვკვდები, ასეთ ქარბუქში როგორ დაგასაფლავო?
თეოფანემ უპასუხა:
- ნუ სტირი. აქამდე მცდიდა ღმერთი. ახლა კი მისი გულ¬მოწყალების დრო დადგა. ჩემი აღსასრულისთანავე ჩაწყნარდება ქარიშხალი.
ასეც მოხდა. როდესაც სული უფალს მიაბარა, სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მეზობლები მივიდნენ, განბანეს და ნახეს, რომ ტანზე არც ერთი იარა ან წყლული არ ჰქონდა. თეოფანე დიდი პატივისცემით დაკრძალეს. ოთხი დღის შემდეგ სიზმრად ერთი კაცი გამოეცხადა და უთხრა, მისი საფლავიდან ქვა გადაეგორებინათ. ეს რომ გააკეთეს, საოცარი სურნელი გავრცელდა, მისი სხეულიდან კი მირონი წარმოდინდა, რითაც ყველა სნეული იკურნებოდა, ვინც კი ნეტარ თეოფინეს წმინდა ნაწილებს ეხებოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი