წმინდა მოწამე კვირიაკე განდეგილი (+556) - 29 სექტემბერი (12 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე კვირიაკე განდეგილი (+556) - 29 სექტემბერი (12 ოქტომბერი)
ღირსი კვირიაკე განდეგილი V-VI საუკუნეების მოღვაწეა. ღირსი მამა დღეგრძელი იყო და ასცხრა წელს მიაღწია. იგი დაიბადა V საუკუნეში და აღესრულა VI საუკუნეში. კვირიაკე კორინთოში დაიბადა საკათედრო ტაძრის ხუცესის, იოანესა და მისი მეუღლის, ევდოქსიას ოჯახში. წმინდანის ბიძამ, კორინთელმა ეპისკოპოსმა პეტრემ იგი წიგნისმკითხველად დაადგინა ეკლესიაში. წმინდა წერილის გამუდმებულმა კითხვამ ნეტარის სულში უფლის სიყ¬ვარული და უბიწო, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა გააღვივა. წმინდანი ჯერ კიდევ თვრამეტი წლის იყო, როცა ფარულად მიაშურა ნავსადგურს, ხომალდზე ავიდა და იერუსალიმში გაემგზავრა.

წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვირიაკე სიონის მახლობლად მდებარე სავანეს ესტუმრა და რამდენიმე თვე იღუმენ ამბა ევსტორგიოსის მორჩილებაში გაატარა. აქ მან "უმრავლესისა დაყუდებისა სურვილი აღიღო", იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) განკრძალულ ლავრაში გადაინაცვლა. ღირსმა ექვთიმემ განჭვრიტა ჭაბუკზე დავანებული დიდი მადლი, ბერად აღკვეცა იგი და თეოქტისტეს მონასტერში, ღირს გერასიმესთან (ხს. 4 მარტს) გაგზავნა. წმინდა გერასიმემ მას საძმოს მსახურება დაავალა. ყმაწვილი ბერი გულმოდგინედ აღას¬რულებდა მორჩილების საქმეს. გერასიმემ იმდენად შეიყვარა წმინდანი, რომ დიდმარხვაში თან დაჰყავდა ხოლმე რუბის უდაბნოში და "მუნ აზიარის იგი შრომათა და სულიერთა აღსლვათა". სრულ განმარტოებაში მოსაგრეები ბზობის კვირამდე რჩებოდნენ.

მამა გერასიმეს მიცვალების შემდეგ 27 წლის წმინდანი ღირსი ექვთიმეს ლავრაში დაბრუნდა, მაგრამ არც ის დახვდა ცოცხალი. მაშინ კვირიაკემ განკრძალული სენაკი გამოითხოვა, იქ დაეყუდა და ათი წელი სრულ მდუმარებაში გალია. 37 წლის წმინდანმა დიაკვნის ხარისხი მიიღო. როცა ღირსი ექვთიმესა და თეოქტისტეს ლავრებს შორის განხეთქილება წარმოიშვა, წმინდანს "მოეწყინა განწვალებაჲ ძმათაჲ" და ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) სუკიის ლავრას მიაშურა. აქ წმინდანი ხუცესად აკურთხეს და თან კანონარქად დაადგინეს. ამ მორჩილებას იგი 18 წლის მანძილზე აღასრულებდა. წმინდა მამამ ღირსი ხარიტონის ლავრაში 30 წელი დაყო.

როცა წმინდანს სამოცდაათი წელი შეუსრულდა, თავის მოწაფესთან, იოანესთან ერთად ნატოფას უდაბნოში დაემკვიდრა. 5 წლის შემდეგ მეუდაბნოე მამათა შესახებ მახლობელი დაბის, თეკოას მკვიდრმა შეიტყო და მათ თავისი ეშმაკეული ძე მიჰგვარა. კვირიაკემ განკურნა ყმაწვილი. ამის შემდეგ ნეტართან მრავალი ადამიანი მიდიოდა შემწეობის თხოვნით, ის კი სრულ განმარტოებას ეძიებდა, ამიტომ რუბის უდაბნოს მიაშურა. აქაც ბევრი სნეული და ეშმაკეული მიჰყავდათ. წმინდანი ყველას ჯვრის გადასახვით და ლოცვით კურნავდა. ოთხმოც წელს მიღწეული ღირსი მამა "ესევითარად უდაბნოდ წავიდა, რომელსა არცა ვინ განშორებულთაგანი დადგრომილ იყო, არცა თუ წარევლო იგი ოდესცა". ამ ადგილს, სადაც ორი დამშრალი მდინარის კალაპოტი უერთდებოდა ერთმანეთს, სუსაკიმი ერქვა. მოსაგრის "საღმრთოთა მადლთა უშურველობამან, რომელი უმჴურვალესსა სარწმუნოებასა აღსძრვიდა და ღმრთისმსახურთა სულებსა სურვილად მიიზიდვიდა", ეს უვალი ადგილიც "ადვილ სავალ კაცთა ყო". შვიდი წლის შემდეგ ღირს მამასთან სუკიის მონასტრის ბერები მივიდნენ და სთხოვეს, დახმარებოდა მათ ღვთის დაშვებით მოვლენილი შიმშილობისა და მძიმე სნეულებათა მძვინვარების ჟამს. ძმებმა კვირიაკე სავანეში დაბრუნებაზე დაითანხმეს და წმინდანი იმ მღვიმეში დასახლდა, სადაც ადრე ღირსი ხარიტონი მოღვაწეობდა.

ნეტარმა კვირიაკემ დიდი ღვაწლი გასწია ორიგენეს ერესის სამხილებლად. ლოცვითა და სიტყვით მან მრავალი შეცდომილი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცა.

ღირს მამას თავად ღვთისმშობელი მოუწოდებდა, დაეცვა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდე - ყოვლადწმინდა ქალწული სიზმრისეული ჩვენებით გამოეცხადა ნეტარს იოანე ნათლისმცემელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. აი, როგორ მოუთხრობდა სხვა მამებს ამ ხილვის შესაახებ ნეტარი მამა:

- ერთ დღეს სიზმარში პორფირით მოსილი დიდებული მანდილოსანი მეჩვენა. იგი ჩემი სენაკის გარეთ იდგა და თან ორი ბრწყინვალე კაცი ახლდა. მივხვდი, რომ ეს მანდილოსანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, მისი მხლებლები კი - იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი. სწრაფად გავედი სენაკიდან და ღმრთისმშობელს შევევედრე, შემოსულიყო და ლოცვა ეთქვა ჩემს სენაკში. მაგრამ მან არ ისურვა შემოსვლა. ვიდექი და დიდხანს ვევედრებოდი, არ გავეშვი დამცირებული და შეურაცხყოფილი. როცა დაინახა, რომ თავს არ ვანებებდი, ღმრთისმშობელმა მკაცრად მიპასუხა:

- შენს სენაკში ჩემი მტერია, როგორ მთხოვ შემოსვლას?!

ეს თქვა და გამშორდა. ამ დროს მეც გამოვფხიზლდი და, ღრმად დამწუხრებულმა, დავიწყე იმაზე ფიქრი, ხომ არაფერი შევცოდე ღმრთისმშობლის წინაშე, თუნდაც აზრით, რადგანაც სენაკში ჩემ გარდა არავინ იყო, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. მაშინ გადავწყვიტე რამე წამეკითხა და ამით მაინც გამექარვებინა ჩემი მწუხარება. ხელში იერუსალიმის პატრიარქ ევსუქის თხზულებები მომხვდა. გადავშალე და ბოლო ფურცლებზე უკეთური ნესტორის ორი წერილი დავინახე. მაშინ კი მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მტერი. სასწრაფოდ წავიღე წიგნი და იმ ძმას დავუბრუნე, ვისგანაც წამოღებული მქონდა.

- აიღე, ძმაო, შენი წიგნი, - ვუთხარი, - მან სარგებელი არაფერი მომიტანა, რამდენიც მავნო.

ძმა შემევედრა მეთქვა, რას ვგულისხმობდი ამ სიტყვებში და როდესაც სიზმარი ვუამბე, იგი საღმრთო მოშურნეობით აღივსო, წიგნიდან ნესტორის წერილები ამოგლიჯა და ცეცხლში ჩააგდო. თან ამბობდა:

- ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მტერს არც მე გავაჩერებ.
"ლიმონარში" მოთხრობილია, რომ მწვალებელი ნესტორის მიმდევარ ბერ თეოფილეს წმინდა კვირიკეს ლოცვით ღმერთმა დაანახვა, თუ სად არის ყოველთა მწვალებელთა მარადიული სამყოფელი:

ერთხელ ღირს კვირიკესთან დურასიელი მონაზონი თეოფანე მივიდა და სთხოვა, სიძვის აზრებთან ბრძოლა ესწავლებინა მისთვის. ბერი დიდხანს ესაუბრებოდა სიწმინდესა და უბიწოებაზე და ამ საუბრიდან ძმამ დიდი სარგებელი მიიღო.

- ჰოჲ, მამაო, - შესძახა მან, - ნესტორიანელი რომ არ ვიყო, სამუდამოდ შენთან დავრჩებოდი.

ნესტორის სახელის გაგონებაზე ბერი ღრმად დამწუხრდა და შეევედრა ძმას, მიეტოვებინა ეს დამღუპველი მწვალებლობა და წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას დაბრუნებოდა.
- შვილო, - ეუბნებოდა მას, - თუ სწორი სარწმუნოება არ გექნება და წმინდა ქალწულ მარიამს ჭეშმარიტ ღმრთისმშობლად არ აღიარებ, შეუძლებელი იქნება შენი ცხონება.

- ჰო, მაგრამ, მამაო, ყველა მწვალებელი ამას ამბობს: ვინც ჩვენს სარწმუნოებას არ აღიარებს, შეუძლებელია მისი ცხონებაო. ვეღარ გავიგე, მე უბადრუკმა, რომელს დავუჯერო. ევედრე ღმერთს, ცხადად დამანახვოს ჭეშმარიტება.

ბერმა სიხარულით მოისმინა ეს სიტყვები.

- დარჩი აქ, ჩემს სენაკში, - თქვა მან. - იმედი მაქვს, რომ ღმერთი თავისი აურაცხელი მოწყალებით დაგანახვებს ჭეშმარიტების გზას.

ძმა გამოქვაბულში დარჩა, ბერი კი მკვდარი ზღვის სანაპიროზე ჩავიდა და დიდხანს ლოცულობდა მისთვის. მეორე დღეს, დაახლოებით სამ საათზე, თეოფანეს ვიღაც უცნობი კაცი გამოეცხადა და უთხრა:

- წამოდი და იხილე ჭეშმარიტება!

და მიიყვანა იგი ბნელ ადგილზე. ირგვლივ საშინელი სუნი იდგა. ყველაფერს ცეცხლი მოსდებოდა. ამ ცეცხლში თეოფანემ დაინახა ნესტორი, მასთან ერთად კი - ევტიქიოსი, აპოლინარიოსი, ევაგრე, დიდიმი, დიოსკორე, სევეროსი, არიოზი, ორიგენე და მრავალი სხვა.

- აი, - თქვა უცნობმა, - ეს მწვალებლების ადგილია. ყველა ის, ვინც არასწორად ასწავლის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელზე, და ისიც, ვინც მათ სწავლებას იზიარებს, ამ ადგილზე უნდა მოვიდეს. ახლა შენ იცი: თუ მოგეწონა ეს ადგილი, დარჩი ისევ ნესტორიანელებთან, ხოლო თუ არ გინდა, რომ შენც ამათ მსგავსად იტანჯებოდე, მაშინ სამოციქულო ეკლესიას შეუერთდი და ის ჭეშმარიტი სწავლება გაიზიარე, რომელსაც ბერი მისდევს. გარწმუნებ: ყველანაირი სათნოებითაც რომ იყოს შემკული ადამიანი, თუ ის მართალ სარწმუნოებას არ აღიარებს, საუკუნოდ ამ ადგილს დაიმკვიდრებს.

როდესაც ბერი გამოქვაბულში დაბრუნდა, თეოფანემ ყველაფერი უამბო თავისი ჩვენების შესახებ. მალე იგი სამოციქულო ეკლესიას შეუერთდა და რამდენიმე წელიწადი ბერის ხელმძღვანელობით იცხოვრა კალამონის ლავრაში, შემდეგ კი მშვიდობით აღესრულა.

93 წლის ასაკში ღირსმა კვირიაკემ კვლავ სუსაკიმს მიაშურა და აქ დამკვიდრდა თავის მოწაფე, იოანესთან ერთად.

უდაბნოში წმინდანს ემსახურებოდა "ლომი დიდი სიდიდითა და საზარელი ხილვითა", რომელიც მას ავაზაკთაგან იცავდა, მაგრამ სტუმრად მოსულ ძმებს არაფერს ვნებდა. მხეცი კვირიაკეს ხელიდან ჭამდა საჭმელს. ერთხელ, ზაფხულის პაპანაქებაში, კლდის ნაპრალები, სადაც ბერები ზამთრობით წყალს აგროვებდნენ ხოლმე, ამოშრა, სხვა წყარო კი არსად იყო. ღირსმა კვირიაკემ ილოცა და ისეთმა ძლიერმა წვიმამ დაუშვა, რომ ღრმულები პირთამდე აივსო. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმინდანი მონასტერში დაბრუნდა და კვლავ ღირსი ხარიტონის მღვიმეში დამკვიდრდა. მას აღსასრულამდე არ დაუკარგავს მხნეობა, მუდამ ლოცულობდა და შრომობდა. ამსოფლიდან განსვლის წინ ნეტარმა ძმობას მოუწოდა, ყველანი აკურთხა და ასცხრა წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი კვირიკე განდეგილი

კონდაკი:


ვითარცა ზესთამბრძოლსა და მტკიცესა ნუგეშინისმცემელსა, ესრეთ პატივს გცემს შენ სრულიად ლავრა, შენ და ჩუენ ყოველნი ვდღესასწაულობთ სახსენებელსა შენსა, არამედ, ვითარცა გაქუს კანდიერებაი წინაშე უფლისა, მტერთა ზედა მოსლვისაგან გვიხსნენ ჩუენ, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, მამაო სამ-გზის სანატრელო.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat