ღირსი იოასაფი XIV საუკუნის დასასრულს დაიბადა და ზაოზერსკისა და ვოლოგოდის თავადის, დიმიტრის ძე გახლდათ.
ნეტარი ადრეულ ასაკშივე აღიტრფო წარუვალი დიდებით და ოცი წლისა ვოლოგოდის ეპარქიის სპასო-კამენსკის სავანეში შემონაზვნდა.
ახალგაზრდა ბერი ხუცეს გრიგოლს დაემოწაფა, შემდგომ როსტოვის ეპისკოპოსად რომ აკურთხეს.
ღირსი იოასაფი საზრდელს კვირაში ერთხელ იხმევდა და უძილო ლოცვითა და უმკაცრესი მარხვით სულიერად წარემატებოდა.
როდესაც მისი სიწმინდის შესახებ ბიძამისმა, რჟევსკის თავადმა, ბორის ვასილის ძემ შეიტყო, ნეტარს ეწვია და საკუთარი მონასტრის აღსაშენებლად დიდძალი ოქრო შეაძლია, თუმცა, იოასაფმა ძღვენი არ მიიღო და ბორისს მისი უპოვართათვის დარიგება შესთავაზა.
ღირსი მამა ორმოცდაათწლიანი მონაზვნური ღვაწლის შემდგომ, 1453 წელს მიიცვალა, მისი წმინდა ნაწილნი სპასოკომენსკის სავანეში განისვენებს, რომელთა მეოხებითაც მრავალი სასწაული აღსრულდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი