ღირსი პიმენი დიდი (+დაახლ. 450) - 27 აგვისტო (9 სექტემბერი)
ღირსი პიმენი დიდი (+დაახლ. 450) - 27 აგვისტო (9 სექტემბერი)
ძველი სტილით 27 აგვისტოს (მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ეგვიპტელ მეუდაბნოე მამას, პიმენი დიდს, რომელიც დაიბადა IV საუკუნის II ნახევარში და მიიცვალა V საუკუნის II ნახევრის დასაწყისში. ზოგადად, უდაბნოში მოღვაწეობას საფუძველი ქრისტიანთა დევნის დროს ჩაეყარა, IV საუკუნეში კი სწრაფად გაფართოვდა და განვითარდა. აღმოცენდა ბევრი ხალხმრავალი სავანე, მეუდაბნოეთა და განდეგილთა სენაკები. ამა სოფლისაგან განდგომილი უამრავი მოშურნე ქრისტიანი მიისწრაფოდა უდაბნოსკენ, რათა მოუკლებელი ლოცვით მიემართა ღვთისკენ თავისი ყველა გრძნობა და ზრახვა, მთლიანად მინდობოდა უფლის ნებას. თვითაღკვეთის უმძიმესი გზით ისინი ჭეშმარიტებას უძღვნიდნენ თავს, ადასტურებდნენ თავიანთი სარწმუნოების ძალას. წუთისოფლის უარმყოფელნი უდიდეს ნუგეშს ღმერთთან სულიერი სიახლოვით პოულობდნენ და თავიანთი მაგალითით ღრმა კვალს ტოვებდნენ ადამიანებზე. სწორედ ასეთი მამა გახლდათ პიმენი დიდი. იგი პაისმა ძმებთან - ანბუსისა და პაისისთან ერთად დატოვა ეს სოფელი, ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. პაისის ერთ-ერთი ძმა ანბუსი ქრისტიანთა მდევნელებმა ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის აწამეს, მაგრამ ცოცხალი დარჩა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ძმებთან ერთად უდაბნოში გავიდა. ერთხელ მოსაგრეებს დედამ ჩააკითხა, მაგრამ ისინი სენაკებიდან არ გამოვიდნენ. ქალი დიდხანს იდგა და ტიროდა. ბოლოს, პიმენმა დახურული კარიდან გამოსძახა: "თუ ჩვენთან დროებით განშორებას გადაიტან, მომავალ ცხოვრებაში კვლავ გვიხილავ; ღვთის კაცთმოყვარეობის იმედი გვაქვს!" დედა ამ სიტყვებზე დამშვიდდა და ნუგეშინისცემული დაბრუნდა შინ.

ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა და სათნოებების შესახებ მთელ ქვეყანას მოედო, ოლქის მმართველმა მისი მონახულება ისურვა. ბერმა იფიქრა, თუ დიდებულებმა დაიწყეს ჩემთან სიარული, ხალხიც მათ მიჰბაძავს, რაც ხელს შემიშლის მდუმარებაში და, ალბათ, ამპარტავნობაშიც ჩამაგდებსო და გამოგზავნილები უარით გაისტუმრა. მმართველი დამწუხრდა; მაგრამ ისე ძლიერ სურდა დიდი მოსაგრის ხილვა, რომ მან წმინდანის დატუსაღებული დისწულის გათავისუფლება აღუთქვა მშობლებს წმინდა პიმენის მასთან შეხვედრის სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პყრობილის სიკვდილით დასჯით იმუქრებოდა. მწუხარებისგან გონდაკარგული სირბილით მივიდა წმინდანთან დახმარების სათხოვნელად. მან კარიც არ გაუღო და ყვედრების პასუხად ეს მიუგო მხოლოდ: "პიმენს შვილები არა ჰყავს - ამიტომ არ სტკივა გული". მწარე პასუხით სასოწარკვეთილი დედა ტირილითა და ძმის წყევლით გაბრუნდა უკან; მთავარს კი ღირსი მამის ხილვის იმედი საბოლოოდ რომ გადაეწურა, თქვა, რამე მომწეროსო მაინც. ეს თხოვნა კი შეუსრულა მეუდაბნოემ - მისწერა: "თუ თქვენი ხელმწიფება ჭაბუკის საქმის გადასინჯვას ინებებს და დარწმუნდება, რომ იგი სიკვდილს იმსახურებს - მოკვდეს, რომ დროებითი სასჯელით საუკუნო სატანჯველებს გადაურჩეს; ხოლო თუ დანაშაულს სიკვდილი არ შეეფარდება, შესაფერი განაჩენი გამოუტანეთ და გაათავისუფლეთ". წმინდანის ხელნაწერის მიღებით გახარებულმა მმართველმა ყმაწვილი დაუყოვნებლივ გაუშვა საპყრობილიდან.

პიმენს ჩვევად ჰქონდა სამოღვაწეო ადგილის ხშირი ცვლა, რითაც კაცთამიერი დიდების საფრთხეს არიდებდა თავს. ერთხელ იგი მოწაფეებთან და ძმასთან, ანბუსთან ერთად ერთად ეგვიპტის უდაბნოში სკიტის სახელით ცნობილ ადგილს მიაშურა და სავანე დააარსა. სკიტის უდაბნო ნიტრიის უდაბნოდან 24 საათის სავალით იყო დაშორებული, თავის მხრივ ნიტრიის უდაბნო კი თებაიდის უდაბნოსთან ახლოს მდებარეობდა ეგვიპტეში. ხშირად პიმენი დიდი იხსენიება როგორც აბბა პიმენი. იმ დროს ეგვიპტის უდაბნოშიმოსაგრე ბერები ათკაციან, ოცკაციან და ხანდახან ასკაციან ჯგუფებად იყოფოდნენ. თითოეულის უფროსი იყო მონაზონი, რომელსაც აბბა (მამა) ეწოდებოდა - იგი მთავარ ამბას აცნობდა მიმდინარე მოვლენებს. ცხოვრების წესები სიმარტივით გამოირჩეოდა, განსაზღვრული იყო საათები საერთო ლოცვისა და საქმიანობისა. მონაზვნები ძირითადად კალათებს წნავდნენ და ჭილობებს ქსოვდნენ. მინდვრად სამუშაოების მოძალების დროს უფლება ჰქონდათ, მეზობელ დაბაში ვინმეს დასდგომოდნენ მუშად; საკუთარი ქონება არავის გააჩნდა. საერთო წესის თანახმად, მეცხრე ჟამამდე (შუადღის სამ საათამდე) მონასტრებსა და განმარტოებულ სენაკებში მონაზვნები დროს ლოცვაში, კითხვასა და ხელსაქმეში ატარებდნენ, შემდეგ იკრიბებოდნენ საერთო ლოცვაზე, დასასრულს აბბა შეგონებებს უკითხავდა. შემდეგ კი სუფრას შემოუსხდებოდნენ, რაზედაც ეწყო პური, ბოსტნეული და ხილი, ორმოცდღიანი მარხვის დროს კი მხოლოდ პური და წყალი. მონაზვნები ყოველდღე რაიმეს სწავლობდნენ წმინდა წერილიდან. სკიტის უდაბნოში სწორედ სულ რამდენიმე ბერის აბბა იყო პიმენი დიდიც. იმ დროს სკიტეს უდაბნოში ცხოვრობდა ბერი, რომელსაც მტკიცე სარწმუნოებისა და კეთილმსახურების გამო ყველანი თაყვანს სცემდნენ და თავიანთ მეოხად თვლიდნენ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მორწმუნეები მისგან ლოცვა-კურთხევისა და რჩევების მისაღებად; მაგრამ როცა სიახლოვეს პიმენი გამოჩნდა, ხალხის უმეტესობამ მას მიაშურა. ამან მეუდაბნოე განარისხა, ჩამოსულისადმი შურით აღივსო და მის ყოველ საქციელში მხოლოდ ცუდს ხედავდა. ეს რომ შეიტყო, პიმენი მეტად დამწუხრდა და მოწაფეებს უთხრა: "ძმებო! რა ვუყოთ ამ ქარაფშუტა ხალხს, ასეთი წმინდა მოსაგრე რომ დატოვა და ჩვენთან, არაფრის მაქნისებთან მოდის? რითი ვუწამლოთ დიდი მამის რისხვას?! - წავიდეთ, ვევედროთ, იქნებ გული მოვულბოთ". წმინდანი ძმებთან ერთად მიადგა ბერის სენაკს ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. გულნატკენმა მამამ უარი განაცხადა სტუმრების მიღებაზე, მაგრამ პიმენი და მისი ძმები საშინელ პაპანაქებაში მანამ იდგნენ ფეხმოუცვლელად, სანამ მათი თავმდაბლობითა და მორჩილებით შეძრულ მასპინძელს ბოღმა სრულიად არ განუქარდა და სიყვარულით არ გაუღო კარი. მნახველებთან საუბრის შემდეგ ბერმა თქვა: "მართლაც რომ ჭეშმარიტება ყოფილა, რაც თქვენზე მსმენია; მეტიც, მე თქვენში ასჯერ უფრო მეტ სიკეთეს ვხედავ!"

ღირსი პიმენი მკაცრი მმარხველი იყო და კვირების, ზოგჯერ მეტი ხნის მანძილზეც არ ღებულობდა საზრდელს; სხვებს კი ურჩევდა, ყოველდღე ეჭამათ, მაგრამ არა სიმაძღრემდე. ერთ ბერს, რომელიც საკუთარ თავს ნებას აძლევდა, მხოლოდ ყოველ მეშვიდე დღეს მიეღო საჭმელი, ძმებს კი ურისხდებოდა, წმინდანმა უთხრა: "ექვსდღიანი მარხვა გისწავლია, მრისხანებისაგან კი ერთი დღეც ვერ იკავებ თავს". კითხვაზე, რაა უკეთესი - ლაპარაკი თუ დუმილი, მეუდაბნოემ უპასუხა: "ვინც ღვთის სადიდებლად ლაპარაკობს, - კარგს აკეთებს, და ვინც დუმს ღვთისთვის - ისიც კარგად იქცევა"; "ხდება ხოლმე, - ამბობდა ნეტარი მამა, - რომ ადამიანი გარეგნულად სიტყვაძვირი ჩანს, მაგრამ თუ ის გულში სხვებს განიკითხავს, მაშინ ყოველთვის ლაპარაკობს. არიან ისეთებიც, ენით მთელი დღე რომ საუბრობენ, მაგრამ შინაგანად მდუმარებენ, რადგან არავის განიკითხავენ". ბერების შეკითხვაზე: "როცა ღვთისმსახურების დროს მთვლემარე ძმას ვნახავთ, უნდა ვუბიძგოთ მას, რომ გამოვაღვიძოთ?" ნეტარმა უპასუხა: "ამგვარ შემთხვევაში მე მის თავს კალთაში ჩავიდებდი, რომ უფრო ტკბილად დაესვენა".

"ადამიანს სამი რამ მართებს: ღვთის შიში, ხშირი ლოცვა და კაცთათვის სიკეთის კეთება", - ამბობდა ღირსი პიმენი. "ბოროტება ბოროტებით არ აღმოიფხვრება. თუ ვინმემ გიმტრო, სიკეთით უპასუხე, და შენი სიკეთე დათრგუნავს მის ღვარძლს".

ერთხელ წმინდა მეუდაბნოესთან შორეული ქვეყნიდან ბერი მოვიდა სულიერი სარგებლის მისაღებად. ნეტარი ტკბილად შეხვდა მოსულს, მაგრამ როცა მან ამაღლებულსა და ძნელადმისაწვდომზე დაიწყო საუბარი, თვალები დახარა და მისი ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. სტუმარი დაემშვიდობა წმინდანს და, სენაკიდან გამოსულმა, პიმენის მოწაფეს შესჩივლა: "ამაოდ დავშვერი! მინდოდა რამე მესწავლა, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე!" როცა ეს ღირს მამას გადასცეს, მან თქვა: "ის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საგნებზე საუბრობდა. მათ შესახებ მე რისი სწავლება შემეძლო? ადამიანურ სისუსტეებზე რომ ელაპარაკა, სიამოვნებით ვუპასუხებდი". მაშინ ქედმაღალი ბერი კვლავ შებრუნდა სენაკში და, სირცხვილეულმა დაიწყო: "მამაო, რა ვქნა, სრულიად დამიტყვევეს ვნებებმა!" პიმენმა მას კეთილი და მხიარული მზერა შეაგება: "ახლა კი კარგ და სასარგებლო საქმეზე ხარ მოსული!" შემდეგ დიდხანს, საღამომდე საუბრობდა მოსულთან და ისიც სულით განმხიარულებული დაბრუნდა თავის უდაბნოში.

სულიერებით და სათნოებით პიმენს არ ჩამოუვარდებოდა თავისი ძმა ანუბიც. ერთხელ ავაზაკებმა ძმების სავანე დაარბიეს და ბერებმა მიტოვებულ საკერპეს შეაფარეს თავი, თან ერთკვირიანი მდუმარების აღთქმა დადეს. მთელი კვირის განმავლობაში ღირსი ანუბი ყოველ დილით წარმართულ ქანდაკებას სახეში ესროდა ქვას, საღამოობით კი ეუბნებოდა: "ვცოდე, შემინდე!" კვირის თავზე ძმებმა აბბა ანუბის ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი ქცევა. მოძღვარმა უპასუხა, "ქანდაკება არ ბრაზდებოდა, როცა ქვას ვესროდი, და არც ამაყდებოდა, როცა პატიებას ვთხოვდი. ასე უნდა იცხოვროთ თქვენც". ღირსი ანუბის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯალათების წინაშე" ქრისტე აღიარა, მისი ბაგეები ამაო სიტყვებს არ შეუბილწავს, რადგან არ სურდა, ერთხელ ჭეშმარიტი აღსარების შემდეგ, სიცრუე ეთქვა, გულით მუდამ ღვთისკენ მიილტვოდა, არაერთხელ უხილავს უფლის საყდრის წინაშე წარმდგარი ანგელოზები და ღვთის სათნომყოფელნი;

ღირსი პიმენი გარდაიცვალა 450 წელს, 110 წლისა.
.....

ღირსი პიმენ დიდის კონდაკი:

ბრწყინვალეთა შენთა ღუაწლთა, ღირსო მამაო, წარმოსდგა დღეს წმინდა სახსენებელი, ღმრთივმსახურთა სულთა განმამხიარულებელი, პიმენ ღმრთივგანბრძნობილო, ღირსო მამაო ჩუენო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat