23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია იტალიელ ბერებს ევტიქსა და ფლორენტის იხსენიებს. ღირსი ბერები VI საუკუნეში იტალიაში, ნურსიის ოლქში მოსაგრეობდნენ.
თავდაპირველად ისინი ერთად დასახლდნენ ტყიან დაუსახლებელ ადგილას და ლოცვითა და მარხვით სულს იძლიერებდნენ. დროდადრო ევტიქი ქრისტეს მოძღვრებას სოფელ-სოფელ ქადაგებდა. მის სამყოფელთანაც ხშირად მიდიოდნენ ქადაგების მოსასმენად და სულიერი რჩევების მისაღებად. წმინდა ევტიქიოსმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ ევტიქიოსს სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. წმინდანი დათანხმდა, მაგრამ ამის შემდგომაც განაგრძობდა ზრუნვას უწინდელ სამოღვაწეო ადგილზე, სადაც მისი თანამოსაგრე ფლორენტი დარჩა.
ღირსი ფლორენტი უამრავ სასწაულს აღასრულებდა: მოათვინიერა დათვი, რომელიც ემსახურებოდა, ცხვრებს მწყემსავდა, წყალს ეზიდებოდა და მოძღვრის სხვა კურთხევებსაც აღასრულებდა. წმინდა ევტიქიოსი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის სამოსელთან კურნებები აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებს და უფალიც წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქიოსი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი - 547 წლის 1 ივნისს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი