ღირსი ალიპი მღვიმელი (+დაახლ. 1114) - 17 (30) აგვისტო
ღირსი ალიპი მღვიმელი (+დაახლ. 1114) - 17 (30) აგვისტო
XI საუკუნეში, მაშინ როცა კიევის მღვიმევის მონასტრის იღუმენი წმინდა ნიკონი იყო, კონსტანტინოპოლიდან მხატვრები ჩამოვიდნენ, რათა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოეხატათ. სწორედ ამ დროს წმინდა ალიპი მშობლებმა ღმერთს მიუძღვნეს და ამ ღვთისმოსავ ადამიანებს მიაბარეს ხატწერის შესასწავლად. ეკლესიის დასრულების შემდეგ ალიპი ბერად აღიკვეცა. ის წარემატა როგორც ხატწერაში, ისე სათნოებათა მოხვეჭაში. წმინდანთა ცხოვრებას ბაძავდა და სანაცვლოდ კარგად ხატვის ნიჭი მიიღო. დაღლა არ იცოდა, დღეებს ხატვაში ატარებდა, ღამეებს ლოცვასა და მუხლთა დრეკაში. ღირსი ალიპი ხატებს უსასყიდლოდ ხატავდა. თუ შეიტყობდა, რომ რომელიმე ეკლესიაში ხატები დაძველდა, მიჰქონდა და აახლებდა. თუ ზოგჯერ გასამრჯელოს გადაუხდიდნენ, ერთი ნაწილით საჭირო მასალას ყიდულობდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისთვის.

ალიპი ხშირად ეხვეწებოდა მეგობრებს, თუ სადმე ეკლესიაში იპოვიდნენ დაძველებულ ხატებს, მისთვის მიეტანათ - განვაახლებ და დავაბრუნებო.

იღუმენმა შეამჩნია, რომ მაცხოვრის ხატი თვითონ ალიპის სულში აღბეჭდილიყო და ამიტომაც მღვდლად აკურთხა.

წმინდა ალიპი არასოდეს რჩებოდა უქმად და ხატწერას მხოლოდ ღვთისმსახურების დროს წყვეტდა. მან სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი სასწაულთქმედებით: ერთი კიეველი მდიდარი კაცი კეთრით დასნეულდა, ბევრი იმკურნალა მოგვებთან და ექიმებთან, მაგრამ უშედეგოდ. ავადმყოფი სხვა სარწმუნოების ხალხთანაც კი ეძენდა სნეულების წამალს. დრო გადიოდა, კეთრი კი სულ უფრო სტანჯავდა კაცს. ერთმა მეგობარმა კიევის მღვიმევის მონასტერში წასვლა ურჩია, - იქაურ ბერებს სთხოვე, ილოცონ შენთვის და ტანჯვა შეგიმსუბუქდებაო. როდესაც სნეული მონასტერში მიიყვანეს, წინამძღვარმა ბრძანა, წმინდა თეოდოსის ჭის წყალი დაელევინებინათ და თავიც და სახეც დაესველებინათ. უეცრად კაცს, თავისი ურწმუნოების გამო, მთელი სხეული დაუჩირქდა, ისე ყარდა, გვერდით ვერავინ უჩერდებოდა. ტირილით დაბრუნდა შინ, გარეთ ვეღარ გადიოდა. ყოველდღე სიკვდილს ელოდა. ბოლოს, გონს მოეგო, განიხილა თავისი ცოდვები, მივიდა ბერ ალიპისთან და აღსარება უთხრა. ნეტარმა ის გაამხნევა, მრავალი რჩევა-დარიგება მისცა, თუ როგორ ეხსნა სული თვისი. შემდეგ წმინდანმა აიღო საღებავი, რომლითაც ხატებს ხატავდა და წაუსვა სნეულს. მიიყვანა ეკლესიაში, აზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და წყლით დაბანა პირი. კაცი მაშინვე განიკურნა კეთრისაგან.

ყველას უკვირდა კეთროვანი კაცის სასწაულებრივი განკურნება. ნეტარმა ალიპმა ასე აუხსნა ხალხს ავადმყოფის გამოჯანმრთელება: ვერც ერთი მსახური ვერ ემსახურება ორ ბატონს. აი, იგი წინათ მტერს ემსახურებოდა, ცდილობდა რა ჯადოქრობით განკურნებას, შემდეგ კი ღმერთთან მივიდა; თავდაპირველად ხსნის იმედი არ ჰქონდა და უფრო მოედო კეთრი ურწმუნოების გამო. უფალმა ბრძანა, თქვენი რწმენისამებრ მოგეცეთო. ასეც მოხდა. როცა კაცმა მოინანია ცოდვები, უფალმა წყალობის თვალით გადმოხე¬და და განიკურნა კიდეც.

კიევის ერთმა მკვიდრმა ტაძარი ააგო და ორ მღვიმელ ბერს სთხოვა, ხატები შეეკვეთათ მისთვის. ბერებმა დაივიწყეს თხოვნა და წმინდანს არაფერი უთხრეს. კიეველი დიდხანს ელოდა შეკვეთის შესრულებას, ბოლოს კი იღუმენთან უჩივლა ნეტარს; მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ ალიპიმ არაფერი იცოდა შეკვეთის შესახებ, მაგრამ როცა ბერებისთვის გამოტანებული დაფები მოიტანეს, მასზე უკვე მშვენიერი ხატები აღმოჩნდა გამოსახული. ამ კიეველის მიერ აგებული ტაძარი შემდგომში დაიწვა, მაგრამ ხატებს არაფერი დაშავებია. ერთი მათგანია ღვთისმშობლის მიძინების ხატი, რომელსაც შემდგომ ვლადიმირ-როსტოვისა (ხს. 15 აგვისტოს) ეწოდა, დიდმა მთავარმა ვლადიმერ მონომახმა გადააბრძანა როსტოვში, მის მიერ აგებულ საყდარში.

სხვა დროს, ერთმა კაცმა ღირს ალიპს ღვთისმშობლის მიძინების ხატი შეუკვეთა და სთხოვა, დღესასწაულისთვის მოესწრო, წმინდა ალიპი დაპირდა, მაგრამ ავად გახდა და ვეღარ ხატავდა. დღესასწაულის წინა დღეს შემკვეთი დარწმუნდა, რომ ხატი ვერ მოესწრებოდა და წმინდანიც მალე გარდაიცვლებოდა, ამიტომ გაბრაზებული წავიდა. მისი წასვლის შემდეგ უფლის ანგელოზი წარდგა წმინდა ალიპის წინაშე და მისი დაწყებული ხატი სამ საათში დახატა. შემდეგ წმინდანს ჰკითხა, ჩემი ნამუშევარი თუ მოგწონსო და ხატიანად უჩინო შეიქმნა. შემკვეთმა მთელი ღამე ჯავრიანად გაატარა, დილით კი ტაძარში თავისი ცოდვების დასატირებლად მივიდა და რას ხედავს - საკვირველი ხატი წმინდანის დაპირებისამებრ თავის ადგილას არის დაბრძანებული. გახარებულმა შინაურებს მოუხმო და სანთელ-საკმევლით ერთად ეკლესიაში შევიდნენ. შემდეგ კი ლავრაში წმინდა ალიპის სასწაულის სათქმელად მივიდნენ და ნახეს, რომ წმინდა ალიპი უკვე გარდაცვლილიყო.

ნეტარი ალიპი მიიცვალა 17 აგვისტოს, არა უგვიანეს 1114 წლისა. უფლის რჩეული ახლო მღვიმეებში დაკრძალეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat