ღირსი ილია კალაბრიელი (+903) - 17 (30) აგვისტო
ღირსი ილია კალაბრიელი (+903) - 17 (30) აგვისტო
წმინდა ილია, ერისკაცობაში იოანე, დაიბადა 823 წელს სიცილიის ქალაქ ენიაში, წარჩინებულთა ოჯახში. სარკინოზთა შემოსევების შიშით, მისმა მშობლებმა დატოვეს ეს მხარე და გამაგრებულ ციხე-ქალაქ კასტრმარიას შეაფარეს თავი. პატარა იოანე ღვთივგამორჩეული ყმაწვილი იყო. მას რვა წლისას ჰქონდა გამოცხადება, რომ აფრიკაში მონად წაიყვანდნენ. ერთხელაც, ქალაქის გალავანს გარეთ თანატოლებთან ერთად რომ თამაშობდა, სარკინოზები დაეცნენ და დაატყვევეს. ისინი სირაკუზიდან მოსულმა ხომალდმა გაათავისუფლა და მშობლებს დაუბრუნა. სამი წლის შემდეგ იოანეს ხილვა ჰქონდა, რომ მამამთავარ აბრაამივით უნდა დაეტოვებინა მშობლები და აფრიკაში წასულიყო. მართლაც, მალე ის მეკობრეებმა მოიტაცეს და ჩრდილოეთ აფრიკაში ერთ მდიდარ ქრისტიან ვაჭარს მონად მიყიდეს. ბატონმა ყმაწვილში სიბრძნე და პატიოსნება დაინახა და სახლის საქმეები ჩააბარა. ამ საქმეების შესრულება მას ხელს არ უშლიდა ქრისტიანულ სათნოებებშიც წარმატებულიყო, რითიც როგორც ქრისტიანების, ისე მუსლიმთა აღფრთოვანებას იწვევდა. ეშმაკის ჩაგონებით, მისადმი ვნებით აივსო ვაჭრის ცოლი და მისი ცთუნება დააპირა. ვერ შეძლო და ბიჭს ძალადობის მცდელობაში დასდო ბრალი, რის გამოც იოანე დასაჯეს. მალე ვაჭარმა ცოლს სხვასთან ღალატში წაასწრო, დარწმუნდა ყმაწვილის უდანაშაულობაში და ცოტა ხანში თავისუფლება მისცა.

ერთ-ერთი ხილვისას წმინდანმა კურნების მადლი მიიღო. ლოცვით ჯანმრთელობა დაუბრუნა ქრისტიანებთან ჩხუბში დაჭრილ სარკინოზს და ამის მერე ბევრი არაბი მიდიოდა მასთან, რომლებიც ჯერ ხორციელ კურნებას ითხოვდნენ, მერე კი სულიერს - მონათვლას. ამის შესახებ შეატყობინეს ემირს, რომელმაც იოანეს სიკვდილი მიუსაჯა. მაგრამ საღმრთო ჩარევით, წმინდანი გათავისუფლდა. ამის მერე მოილოცა წმინდა მიწა და პალესტინა. აქვე აღიკვეცა მონაზვნად იერუსალიმის პატრიარქ ილია III-ის ხელით, რო¬მელმაც მას თავისი სახელი - ილია უწოდა.

წმინდა ადგილთა თაყვანისცემის შემდეგ ილიამ სინას მთას მიაშურა. სამი წელი იღვწოდა იქ, და წმინდა მამათა ცხოვრებისული მაგალითებით აღჭურვილი ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა. იქიდან სპარსეთში გაემგზავრა, წმინდა დანიელ წინასწარმეტყველისა და სამი ყრმის წმინდა ნაწილთა თაყვანსაცემად. შემდეგ ანტიოქიაში ჩავიდა, იქ ხილვაში განეცხადა ადგილი, სადაც ასკეზაში უნდა ეღვაწა. ჩრდილოეთ აფრიკის გავლით სიცილიაში დაბრუნდა. რეჯო დი კალაბრიას მცხოვრებლებს უწინასწარმეტყველა განსაცდელები, რომელიც მათ ქალაქს არაბთაგან მოელოდა და ანუგეშა - ბიზანტიის იმპერატორის არმია დაგიხსნითო, რაც აღსრულდა. ერთხანს პალერმოში იყო, სადაც დედას შეხვდა. ილია ტაორმინეში დასახლდა და დათანხმდა, მოწაფედ მიეღო დანიელი, რომელიც შემდგომში მუდამ თან ახლდა მოგზაურობისას.

არაბთა ახალი შემოსევების საფრთხემ მოსაგრენი აიძულა, გასცლოდნენ იქაურობას და მყუდრო ადგილი ეპოვათ საცხოვრებლად. პელოპენესში ილიამ რამდენიმე სასწაული მოახდინა, შემდეგ ეპირში გაემგზავრა, იქ ისინი ჯაშუშებად მიიჩნიეს, ერთი მათგანი, ეპინი, წმინდანს ცუდად მოეპყრო. მას მერე, რაც ეპინი საკუთარმა ცხენმა ფლოქვებით გათელა და მოკლა, შეშინებულმა ეპირელებმა წმინდა ილია და დანიელი გაათავისუფლეს და ისინი რომისკენ წავიდნენ. კორფუდან კალაბრიაში ჩასულმა, რეჯოს სიახლოვეს, სალინაში, ნახა ადგილი, რომლის შესახებ ანტიოქიაში ეუწყა. მოსაგრენი იქ დასახლდნენ. მალე წმინდანს სახელი გაუვარდა, ის არა მხოლოდ მასთან მისულებს კურნავდა, ჩასაძირად განწირულ გემზე საჭესთანაც უნახავთ. მშვიდი, თავმდაბალი, უპირველეს ყოვლისა, ალერსიანი, ყველასთვის სახარებისეული სრულყოფილების მაგალითი იყო.

წმინდა პეტრე და პავლე მოციქულის ხილვის შემდეგ წმინდა ილია მოწაფესთან ერთად რომში გაემგზავრა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა სტეფანემ. სალინაში, თავის კელიას როცა დაუბრუნდა, წმინდანს გამოცხადება ჰქონდა, რომ სარკინოზები დაესხმებოდნენ რეჯოს, ამიტომ იძულებული გახდა, პატრაში გახიზნულიყო. საფრთხის ჩავლის შემდეგ სალინაში დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად სტუმრების სიმრავლემ აიძულა, მესოლიანის მთაზე დასახლებულიყო. წმინდანმა იწინასწრმეტყველა განსაცდელები, რაც რეჯოს დაატყდებოდა და ქალაქის მკვიდრთ სინანულისკენ მოუწოდა, მაგრამ მათ არად ჩააგდეს გაფრთხილება. მაშინ წმინდანმა ისინი ბედს მიანდო და თვითონ წმინდა ქრისტინეს შეაფარა თავი სხვა ქრისტიანებთან ერთად, რომელთაც მას დაუჯერეს და ცოდვების შენანების შემდეგ წარმატებით მოიგერიეს მტრის შემოტევა. წმინდანის რჩევას დაუჯერა ბიზანტიის ფლოტის სარდალმა მიქაელმა და სძლია მტრებს, რისთვისაც იმპერატორმა ის კალაბრიას მმართველად დანიშნა. თუმცა ამან მტრის შემოსევის საფრთხე ვერ შეამცირა.

წმინდა ილია ამ დროს უკვე მოხუცდა, კელიაში მარტო მყოფი მორწმუნეებს იღებდა, ზოგს ანუგეშებდა, ზოგს ამხილებდა ცოდვებში, სხვებს - სულიერი სრულყოფილებისკენ მოუწოდებდა. თვით ეპისკოპოსებიც მოდიოდნენ მასთან რჩევისთვის, მის შესახებ ლეონ VI ბრძენმაც შეიტყო და იმ¬პერიისთვის ლოცვა სთხოვა.

წმინდა ილიამ უკანასკნელად მოუწოდა რეჯოს მკვიდრთ სინანულისკენ და ამალთეაში გაემგზავრა. აქ მას შეატყობინეს, რომ აფრიკელმა სარდალმა იბრაჰიმმა თავისი ფლოტით დაიპყრო და დაწვა ქალაქი ტაორმინი, მერე კი მისი სავანის დიდი ნაწილიც დაანგრია. სარკინოზები რეჯოსა და კონსენცისკენ გაემართნენ, რათა მერე კონსტანტინოპოლისკენ გაელაშქრათ. მაშინ წმინდა ილია მარხვითა და ლოცვით შეიარაღდა და იბრაჰიმს ღვთის რისხვა ეწია - დიზენტერიით მოკვდა.

ცოტა ხნის შემდეგ იმპერატორმა ლეონ VI-მ, რომელიც მონაზვნებს პატივს სცემდა, წმინდა ილია კონსტანტინოპოლში მიიწვია. მიუხედავად ხანდაზმულობისა (მაშინ 80 წლის იყო), წმინდა ილია გზას გაუდგა. ნავპაკტოსში იწინასწარმეტყველა - სარკინოზთა უზარმაზარი ფლოტი დედაქალაქს შეუტევს, მას ვერაფერს დააკლებს და მის ნაცვლად თესალონიკს აიღებენო. გზაში წმინდანი ავად გახდა. დიდი გაჭირვებით მიაღწია ქალაქს, მოილოცა წმინდა დიმიტრის ტაძარი და იქვე, მახლობელ სოფელში ჩააბარა სული უფალს. ეს მოხდა 903 წლის 17 აგვისტოს. მისი სხეული წმინდა გიორგის ეკლესიაში აკლდამაში დაასვენეს. ცხრა თვის შემდეგ, მას მერე, რაც წმინდა ილიას სხეული არ გაიხრწნა, იმპერატორმა მისი გადასვენება მოისურვა. მაგრამ როცა წაიკითხა წერილი, რომელშიც წმინდანი მას სიცილიაში, თავის მონასტერში დაკრძალვას სთხოვდა, დაემორჩილა ღირსი მამის ნებას. მან ეს მისია დედაქალაქში მცხოვრებ წარჩინებულ კალაბრიელებს ჩააბარა. წმინდანის სხეული დიდი პატივით ჩაასვენეს სალინაში, მის მიერვე დაარსებულ მონასტერში, სადაც შემდგომში მრავალი სასწაული მოიმოქმედა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
03.10.2024
წარმოშობა და ახალგაზრდობის წლები
წმინდა გილდა, უფრო ცნობილი როგორც გილდა ბრძენი (Gildas Sapiens, Gildas the Wise) - ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი,
03.10.2024
წმინდა ბრენდანი (ბრანდანი, ბრანდონი; Brendan, Brandan, Brandon), რომელსაც "მეზღვაურს" უწოდებდნენ,
24.09.2024
წმინდა დიფრიგი (დუბრიკი) არის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანი ძველ უელსში და ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწე ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.
24.09.2024
წმინდა ასაფს ლლან-ელვიდან, ისევე როგორც წმინდა დანიელ ბანგორელს, გადმოცემა მიაკუთვნებს ლეგენდარული მეფე პაბო პოსტ პრიდაინის ( პაბო ბრიტანელთა სვეტი) შვილიშვილებს.
12.09.2024
წმინდა მაუგოლდი (მაჩალუსი, მაკული, მაკაილე) პატივცემულია როგორც მენის კუნძულის მეორე მოციქული წმინდა პატრიკის შემდეგ.
12.09.2024
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი წმინდა გერმანზე (გერმან, კარმანე მანქსურად), რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და განსაკუთრებით პატივცემულია მენის კუნძულზე.
06.09.2024
წმინდა ეადფრითი, იყო ლინდისფარნის ეპისკოპოსი, სავარაუდოდ 698 წლიდან. მეთორმეტე საუკუნისთვის მიიჩნეოდა, რომ ეადფრითი ჩაენაცვლა ეადბერტს
06.09.2024
წმინდა ედბერტის (Edbert, Eadbert, Eadbeorht; +698), ლინდისფარნის ეპისკოპოსი, ხსენების დღეა 6 მაისი
04.09.2024
წმინდა კუტბერტი იხსენიება: 20 მარტს/2 აპრილს (მიცვალება) და 4/17 სექტემბერს (წმინდა ნაწილების გადასვენება);
03.09.2024
ძველი ქალაქი იორკი მდებარეობს ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც მდინარეები უზი და ფოსი ერთმანეთს უერთდება იორკშირში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat