ღირსი იოაკიმე XI საუკუნის ბოლოს ოსიგოვოს მთაზე, ერთ მღვიმეში განმარტოვდა, რომელიც ბულგარეთის და თანამედროვე მაკედონიის საზღვარზე მდებარეობს.
აქ მრავალწლიანი მოსაგრეობის შემდეგ სრულყოფილებას მიაღწია. ერთხელ ღირსი იოაკიმე მონადირეს შეხვდა, რომელსაც მიასწავლა ადგილი, სადაც ბევრი ფრინველი იყო. უკან, მღვიმეში დაბრუნებულ მონადირეს ღირსი მამა გარდაცვლილი დახვდა და მის დაკრძალვაზე იზრუნა.დაახლოებით ორმოცდაათი წლის მერე ბერმა თეოდო¬რემ მის მღვიმეში დასახლება გადაწყვიტა, ღირსი იოაკიმე მას გამოეცხადა და აკურთხა. 1105 წლის 19 მარტს თეოდორეს ღმერთმა გამოუცხადა წმინდა იოაკიმეს საფლავის ადგილსამყოფელი. მონაზონმა წმინდანის სახელზე ეკლესია და მონასტერი ააშენა. შემდგომში წმინდა იოაკიმემ უამრავი სასწაული მოახდინა: ის ძმებს გამოეცხადა, დამოძღვრა და ხელმძღვანელობდა ისე, როგორც ამას სიცოცხლეში, იღუმენობისას იქმოდა. მან წინასწარ გააფრთხილა ძმები ღირსეულად შეხვედროდნენ ბულგარეთის მეფე კალოიანეს (1197-1206), რომელიც წმინდანის პატივსაცემად მონასტერში მოვიდა. სწორედ ამ და მრავალმა სასწაულმა წმინდა იოაკიმეს სახელი გაუთქვა და სხვა სამ ბულგარელ მამასთან - ღირს იოანე რილელთან, გაბრიელ ლესნოვოელთან, და პროხორე ფშინელთან ერთად უდიდესი გავლენა მოახდინა დასავლეთ ბულგარეთის ხალხის ღვთისმოშიშებაზე.
..........................
მღვდელმოწამე სტეფანე ხიტროვი, მღვდელი (+1918); მღვდელმოწამე ალექსანდრე სოკოლოვი, მღვდელი, ღირსმოწამე ანა (ეჟოვა), მონაზონი, მოწამე იაკობი გორტინსკი (+1937) - 16 (29) აგვისტო
მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.