ბედნიერი იყო, რომ ღმერთმა ასე დიდბუნებოვანი ადამიანი არგუნა მეუღლედ
ბედნიერი იყო, რომ ღმერთმა ასე დიდბუნებოვანი ადამიანი არგუნა მეუღლედ
ზედგენიძეთა შთამომავალი, თავადი თადეოზ გურამიშვილი, ქართლის ერთ-ერთი უმდიდრესი მემამულე და იმ დროისთვის საკმაოდ გავლენიანი პიროვნება ყოფილა. პირველი ცოლი, ელისაბედი, თადეოზს მალე გარდაცვლია. მისგან ორი ქალიშვილი დარჩენია - ეკატერინე და ოლღა. მათი აღზრდა მამიდამისს, გენერალ-მაიორ სავარსამიძის ქვრივს სიდონიას უკისრია. სიდონიამ, მდიდარმა და მაღალ საზოგადოებაში მიღებულმა ქალბატონმა, ობოლ ძმისშვილებს კარგი განათლება მისცა და დიდადაც ანებივრებდა. გურამიშვილის ქალების დიდმზითვიანობას ვინ იფიქრებდა, როცა თადეოზს მეორე ცოლისგან ვაჟი ჰყავდა (თუმცაღა ჭკუასუსტი), მაგრამ მოხდენილებსა და მაშინდელი დროების შესაფერისად გაზრდილებს, თაყვანისმცემლები არ აკლდათ. უმცროსზე, ოლღაზე, განსაკუთრებით გადარეულა ილია ჭავჭავაძე. იმხანად ძალზე ხელმოკლე თავადი, მწერალი და თანაც ლიბერალი სასურველ სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა, ამიტომ სურვილს მალავდა. მათი შეხვედრა ოლღას მეგობარს ნინო ორბელიანს მოუწყვია. მას ურჩევია ილიასთვის ოლღა და დაურწმუნებია, ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნიო.

ოლღას უფროსი და მამის უკითხავად გათხოვილა, ამიტომ უმცროსი თვითონვე ერიდებოდა მამის გაბრაზებას, თანაც ილიას, მამათა და შვილთა ბრძოლის წამომწყებს, მაშინდელი მაღალი საზოგადოება არაერთგვაროვნად უყურებდა. ოლღას კი მაშინვე უგრძნია ილიას სულის სიდიადე და გადაუწყვეტია, მიუხედავად მამისა და ნათესავების წინააღმდეგობისა, მუდამ მის გვერდით ყოფილიყო. წერილების მიმტან-მომტანიც გამოიძებნა და მათი სიყვარულიც გაღვივდა.

ქალ-ვაჟის თავიდან ზომიერი და ფრთხილი ურთიერთობა სულ მალე დიდ, თავდავიწყებულ გრძნობაში გადაიზარდა. "თუ ჩვენი საქმე აეწყო, დამერწმუნეთ, რომ ამ ბედნიერების მიზეზი თქვენ იქნებით", - სწერდა ოლღა ილიას.

ილია თავიდანვე გულახდილი ყოფილა ქალთან: "იცოდეთ, მომავალში სიყვარულისა და ერთგულების მეტს ვერაფერს შემოგთავაზებთ... იცით თუ არა ყველაფერი ჩემი მდგომარეობის შესახებ, იცით თუ არა ჩემი აწმყო? ხოლო რაც შეეხება მომავალს, იმაზე არც ღირს ლაპარაკი. რაც უფრო შორს ვიხედები, მით უფრო ცოტას ვხედავ სანუგეშოს. მართალია, არც ერთისა და არც მეორის არ მეშინია, მაგრამ არც თქვენ გეშინიათ მისი? თუ არ გეშინიათ, მე თქვენი ვარ, ე.ი. შენი ვარ". ოლიკოც გულწრფელად მიენდო ილიას, როგორც მფარველ ანგელოზს. ქალის სახლში სახიფათო იყო მათი შეხვედრა, ამიტომ ხშირად ტაძარში ხვდებოდნენ ხოლმე. იმ დროს ილია "საქართველოს მოამბეს" ამზადებდა გამოსაცემად, დღესა და ღამეს სტამბაში ატარებდა. ხანდახან სატრფოსთვის ვრცელი წერილის მიწერასაც ვერ ახერხებდა. ოლღა კი დროდადრო, ნახევრად ხუმრობით, საყვედურს უთვლიდა: "ჩემო ძვირფასო ანგელოზო... იძინე, ჩემო კარგო, ტკბილი ძილით, იქნებ სიზმარში შენი ოლიკო ნახო. იგი ისეთი ბედნიერია, ხუთი წუთით რომ ნახა ილიკო... შენ კი გენაცვალე, ჩემო სიცოცხლე!"

ერთხანს ორივე მალავდა სიყვარულს. მერე ოლღას დისთვის გაუნდვია საიდუმლო. ამაზე ილიამ უსაყვედურა. შეწუხდა ქალიშვილი: "საშინლად ვნანობ, რომ ვუთხარი ჩემს დას, რომ ჩვენ ვწერთ ერთმანეთს. შენ გენაცვალოს ჩემი თავი, მომიტევე ჩემი უფიქრელი დანაშაულება, იმედი მაქვს ღვთით, რომ ჩემი სიცოცხლე მომიტევებს".

ერთხელ ოლღას წერილთან ერთად ათი მანეთი გაუგზავნია. სატრფოს უსაყვედურია: "შენ უკვე ჩემი წყენინება მოგსურვებია, ოლიკო! სირცხვილი არ იყო ათი მანეთის გამოგზავნა, თითქოს ისეთი ღარიბი ვარ, რომ ათი მანეთის შოვნა აღარ შემიძლიან. მივხვდი, იმ შავ პოპლანს შენთვის კი არა, შენი ყაზბეგისთვის იძენ, იმას მივხვდი, რომ შენი ფულით გინდოდა გეყიდა საჩუქარი და ჩემი სახელით მიგერთმია... მიიღე შენი ფული, თუ უკან დაბრუნებას ეცდები, სასტიკად მაწყენინებ".

ამბავი მათი მიჯნურობისა ქალის მამის ყურამდეც მივიდა. შეეშინდა თადეოზს და თავის ნებიერას მარტოს აღარსად უშვებდა. ოლღაც ალერსითა და სინაზით "ამცნევდა" ილიკოს, რომ იგი დიდგულა და მოუთმენელი იყო და ამიტომ ჰქონდა აკრძალული მისი ხილვა.

ერთხელ ილიას საყვარელი ქალის წერილში თითქოს ეჭვი შეუმჩნევია, რომ ცოლის შენახვას ვერ შეძლებდა და პასუხად მიუწერია: "როცა მწერდი სიღარიბეზედ, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ ვით ღვთის შექმნილ არსებას, რომელშიც უპირველესად მისი სული უნდა მზიანობდეს". მაგრამ ეს ეჭვი მართალი არ იყო, ოლღას არაფერი სურდა "თავისი ძვირფასი ანგელოზისაგან", გარდა მისი წრფელი სიყვარულისა.

ერთხელ ვიღაც გადაგვარებულ თავადიშვილს ოლღასთვის დაცინვით "პატრიოტკა" უწოდებია. ილიას დაუმშვიდებია აფორიაქებული ქალიშვილი: "ვინ გეძახის პატრიოტს? იმათ რაც უნდა თქვან, შენ მართლა პატრიოტი მეყოლები... და როცა ღმერთი ინებებს ჩვენს ერთად ყოფნას, მე გიჩვენებ კაცს, რომელსაც შენს შესახებ ვუთხარი, რომ ეს ქალი ატარებს თავის გულში სამშობლოს სახეს".

და არა მარტო "სამშობლოს სახეს" - ოლღამ მედალიონი გააკეთებინა სატრფოს სამი სურათით და იგი სიცოცხლის ბოლომდე არ მოუშორებია მკერდიდან.

გადიოდა დღეები, რომლებიც მიჯნურებს წლებად ეჩვენებოდათ, მღელვარებისგან ხან ერთი ხდებოდა ავად, ხან მეორე. ერთმანეთს ამხნევებდნენ: "ოლიკოჯან, ნუ გეშინია, ქალო, განა ისე ავადა ვარ... ნუ გიჟობ, ნუ სწუხხარ, თორემ არ ვიცი, რას გიზამ!"

მალე ილიას მოციქული ეწვევა თადეოზს. ოლღას მამამ ჯერ იუარა, მერე კი თქვა: "არ ვიცი, მე არც "ჰოს" ვიტყვი და არც "არას", როგორც დაუწყიათ, ისე გაათაონო". "ნეტაი ჩქარა დაგვლოცოს მამამა, რომ გნახო, ჩემო ილიკოჯან, - წერს გახარებული ოლღა, - შენი ჭირიმე, ჩემო საქმროვ... იჩქარე, ჩემო ანგელოზო, რომ ყველაფერი მალე მოხდეს. ღვთის გულისათვის, არ გაცივდე, ეს ცუდი იქნება".

მაგრამ თადეოზი არ ჩქარობდა შვილის დალოცვას, ამიტომაც წყვილმა მისგან მალულად გადაწყვიტა ჯვრისწერა. 1863 წლის 10 აპრილს თბილისში, სამების ეკლესიაში, მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა მათ ჯვარი დასწერა.

ოლღა მშვიდი, გულჩვილი, თავმდაბალი, უსაზღვროდ გულკეთილი ადამიანი ყოფილა. თუკი რამ შეეძლო, არ დაზოგავდა, რომ გაჭირვებულისთვის ხელი გაემართა. "ილიას სიტყვა მისთვის კანონი იყო, სულ თვალ-წარბში შეჰყურებდა. ილიას წარბის ერთი შეხრა საკმარისი იყო, რომ მოყვარული ცოლი მიმხვდარიყო მის გულის წადილს და მყისვე აესრულებინა", - წერს იაკობ მანსვეტაშვილი. როცა ილია მუშაობდა, ფეხაკრეფით მიმოდიოდა მის კაბინეტთან, ახლოს არავის მიაკარებდა. ხმადაბლა ლაპარაკობდა, ქმარს რომ ხელი არ შეშლოდა. ბედნიერი იყო, რომ ღმერთმა ასე დიდბუნებოვანი ადამიანი არგუნა მეუღლედ. მამაპაპისეული მამული საგურამოში, რომელიც მემკვიდრეობით ერგო, ფიანდაზად გაუშალა ილიას ფერხთით და უთხრა: მე შენს მეტი არავინ მინდა, დანარჩენი სრული შენი საკუთრებაა, რაც გინდა უყავი, როგორც გინდა, მოიხმარეო. დალოცვილმა ღმერთმა შვილი არ არგუნათ, მაგრამ ჰყავდათ ერთმანეთი, საფიცარი და საზრუნავი. სიბერეშიც კი ბედნიერება იყო ოლღასთვის, მეუღლისთვის ჭიქა წყალი მიეტანა. ერთხელ უსაყვედურა კიდევაც ილიას, როცა მან წყლის მოტანა მოსამსახურე ქალს სთხოვა. "ნუ დაივიწყებ, - უთქვამს ქმრისთვის, - რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მართმევო". მძიმე, მაგრამ სასიამოვნო ტვირთი იყო ოლღასთვის საგურამოში "ილიაობების" გამართვა, რომელთა სამზადისი მთლიანად მასზე გადადიოდა.

ილიაც დიდად აფასებდა თავის მეუღლეს. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მან თავისი საუკეთესო პოემა "განდეგილი" ოლღას უძღვნა.

ქმრის წერილები ოლღასთვის უდიდესი სიმდიდრე იყო, რომელსაც ფსალმუნთან ერთად სულ თან დაატარებდა. ამ წერილებში ერთი გამხმარი ველის ყვავილიც იდო, ვინ იცის, როდის მირთმეული ილიასაგან...

იმ საბედისწერო 30 აგვისტოს გული დილიდანვე ცუდს უგრძნობდა, მაგრამ საგურამოში წასვლა ვერ გადააფიქრებინა მეუღლეს... პირველი ტყვია რომ გავარდა, წინ აფარებია ილიას: "ამ კაცს ნუ მოჰკლავთ, მე მომკალით, მე, თქვე ურჯულოებო... თუ სიკვდილი გინდათ ვინმესი, მე ჩამქოლეთო..." არც ის დაინდეს - თოფის კონდახით გაუჩეჩქვეს თავი. სანამ გონს დაკარგავდა, ილიას ხმა გაუგონია: "რამ გაგაგიჟათ, ხალხნო, რა გინდათო".

ოლღა ძლივს გადაარჩინეს. დიდხანს უავადმყოფია. მეუღლის დაკრძალვას ვერ დასწრებია...

ილიას მკვლელები მალევე დაიჭირეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ოლღამ წერილით მიმართა თბილისის გენერალ-გუბერნატორს, სთხოვა, სიკვდილით არ დაესაჯათ ტუსაღები. "ჩემი ქმარი ცოცხალი რომ იყოს, ის შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს. ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას, ცხოვრების მასწავლებელი ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას, რომლითაც ცოცხლობდა ჩემი განსვენებული ქმარიო", - სწერდა. მისმა ამ თხოვნამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მარტო საქართველოში, რუსეთშიც და საზღვარგარეთაც. ერთ რუს ლიტერატორს უთქვამს, ზნეობრივმა მზემ აღმოსავლეთიდან - საქართველოდან - აღმოაშუქაო. მაგრამ ეს რა ნუგეში იყო მოხუცი ოლღას დაობლებული სულისთვის... აიღებდა ხოლმე ილიას სურათს, კოცნიდა და დასტიროდა: "ჩემო მფარველო, ჩემო სიცოცხლეო, სადა ხარო?" თბილისში ილიასეული სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, თვითონ კი მთაწმინდის უბანში გადავიდა საცხოვრებლად, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო ილიას საფლავთან. "ძალიან მოხარული ვარ, - სწერდა მარჯორი უორდროპს, - ახლო ვარ მთაწმინდის ეკლესიაზედ. როდესაც მინდა, ავალ. ისე ახლოა, რომ შემიძლიან მარტოც ავიდე, დავწვები ხოლმე ჩემს დაუვიწყარ ილიას საფლავთან..." მაგრამ თანდათან იქ ასვლაც უჭირდა, შემდეგ ორი დღე იწვა ხოლმე, რომ ღონეზე მოსულიყო.

ოცი წელიწადი გაგრძელდა ოლღას ტანჯვა. ნატრულობდა თავის ილიასთან შეხვედრას და, აი, აღსრულდა - 1927 წლის 25 აპრილს ოლღამ ღმრთივ განისვენა.

ამას წინათ წმინდა ილიასა და ოლღას საფლავზე ვიღაცას ცოცხალი ყვავილები დაეწყო... ვიფიქრე: ნეტავ, სად არის-მეთქი ახლა ის გამხმარი ველის ყვავილი, ოლღა ასე კრძალვით რომ ინახავდა - სიმბოლო მათი მარადიული სიყვარულისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat