ღირსი ნილოს ირიკიელი (+1334) - 16 (29) აგვისტო
ღირსი ნილოს ირიკიელი (+1334) - 16 (29) აგვისტო
ღირსი ნილოსი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. თავიდან კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, მაგრამ იქ ჯვაროსნების შეჭრის შემდეგ ლათინების დევნას რომ გაქცეოდა, გარეუბანში მდებარე აკიმიტების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და იქ იყო, ვიდრე იმპერატორ იოანე ვატაცას დახმარებით ბიზანტიელებმა არ დაიბრუნეს დედაქალაქის მართვა მიქაელ VIII პალეოლოგოსის მეფობის დროს (1261 წ.).

ნილოსმა წმინდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა. ექვსი წლის შემდეგ დაბრუნდა და ვიღაც მამასთან ერთად წავიდა იმპერატორ მიქაელ VIII-ს სამხილებლად ლათინების მომხრე პოლიტიკის გამო. წმინდანები შეიპყრეს და ღია ზღვაში ნავზე დატოვეს ნიჩბებისა და საჭის გარეშე. აბო¬ბოქრებული ზღვის ტალღებმა ნავი ორმოცი დღის შემდეგ, ათონზე, ივერიის მონასტერთან მიაგდო, სადაც ნილოსმა სამი წელი უბრალო მეკარედ გაატარა.

როცა იმპერატორმა ანდრონიკე II პალეოლოგოსმა მისი ნახვა მოისურვა, წმინდა ნილოსმა დიდებულებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მას არ სურდა ეს ამაო დიდება და მეორედ წავიდა წმინდა ადგილების მოსალოცად. პალესტინის გარდა მან შვიდი წელი სინას მთაზე გაატარა, შემდეგ აღმოსავლეთის სხვადასხვა მონაზვნურ ცენტრებში ცხოვრობდა, მოინახულა პელოპონესი, როდოსი, კვიპროსი, კრეტა და იონიის არქიპელაგი.

ჩვიდმეტწლიანი მიმომწირობის შემდეგ (დაახლოებით 1310 წ.) ის ეპირში მივიდა და ავლონის ყურეში მდებარე ძველ ზღვისპირა ქალაქ ირიკიის (ორიკოსი) გვერდით ერთ მყუდრო ადგილას დასახლდა. აქ ის ათი წლის მანძილზე იღვწოდა, მაგრამ მეკობრეებისა და ალბანელების თავდასხმების გამო იძულებული გახდა თავის ორ მოწაფესთან გერასიმესა და კალენიკესთან ერთად სამხრეთით წასულიყო და თესპროდიტას მხარეში, ერთ მღვიმეში დასახლებულიყო. ერთხელ ღამე მან ნათელი იხილა, რომელმაც ის დანგრეულ მონასტერთან მიიყვანა, რომელიც იმპერატორ ჰერაკლეს დროს (VII ს.) იყო დაარსებული და ხატმებრძოლობის დროს გავერანდა. ეპირის დესპოტის, იოანე ასპაროსის და სხვა დიდებულების დახმარებით წმინდა ნილოსმა ეს მონასტერი აღადგინა, სადაც მის გარშემო შემოკრებილი მონაზვნების დიდი ნაწილი დასახლდა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, მონასტრის მმართველობა თავის სულიერ შვილს ესაიას გადააბარა, თვითონ კი იქვე მდებარე სკიტში გადასახლდა, რათა მოუკლებლად ელოცა. იქ ის 106 წლისა გარდაიცვალა 1334 წლის 1-ლ იანვარს (სხვა წყაროთი - 1335 წელს).

რამდენიმე წლის შემდეგ იმპერატორის გაგზავნილმა ხალხმა წმინდანის საფლავის გახსნა და კონსტანტინოპოლში გადასვენება მოისურვა, მაგრამ უზარმაზარი ნაღვარევი ჩამოწვა და წმინდანის საფლავი დაფარა. შემდგომში ამ ქვებზე, რომლის ქვეშ წმინდანი განისვენებს, წმინდა ნილოსის სახელობის ტაძარი აშენდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.10.2024
წმინდა ბრენოკის ხსენების დღეა 07 (20) იანვარს (კელტ. და ბრიტ., მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში).
08.10.2024
წმინდა ბრანვალადერის ხსენების დღეებია: 19 იანვარი (კელტური და ბრიტანული კალენდრების მიხედვით), 9 თებერვალი (კელტური და ბრიტანული) და 6 ივნისი (კელტური და ბრიტანული).
08.10.2024
წმინდა ავსტოლ კორნუოლელის ხსენების დღეა 28 ივნისი (გალიური, კელტური და ბრიტანული კალენდრების მიხედვით)
08.10.2024
კორნუოლი, ნახევარკუნძული ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში და ამჟამად ინგლისის 48 საგრაფოდან ერთ-ერთი, ძველ დროში იყო დუმნონიის სამეფოს ნაწილი,
03.10.2024
წარმოშობა და ახალგაზრდობის წლები
წმინდა გილდა, უფრო ცნობილი როგორც გილდა ბრძენი (Gildas Sapiens, Gildas the Wise) - ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი,
03.10.2024
წმინდა ბრენდანი (ბრანდანი, ბრანდონი; Brendan, Brandan, Brandon), რომელსაც "მეზღვაურს" უწოდებდნენ,
24.09.2024
წმინდა დიფრიგი (დუბრიკი) არის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანი ძველ უელსში და ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწე ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.
24.09.2024
წმინდა ასაფს ლლან-ელვიდან, ისევე როგორც წმინდა დანიელ ბანგორელს, გადმოცემა მიაკუთვნებს ლეგენდარული მეფე პაბო პოსტ პრიდაინის ( პაბო ბრიტანელთა სვეტი) შვილიშვილებს.
12.09.2024
წმინდა მაუგოლდი (მაჩალუსი, მაკული, მაკაილე) პატივცემულია როგორც მენის კუნძულის მეორე მოციქული წმინდა პატრიკის შემდეგ.
12.09.2024
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი წმინდა გერმანზე (გერმან, კარმანე მანქსურად), რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და განსაკუთრებით პატივცემულია მენის კუნძულზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat