ღირსი ვიგბერტი ინგლისში დაიბადა და სავარაუდოდ იქვე აღიკვეცა მონაზვნად. მან შეიტყო წმინდა ბონიფაცის მოწოდება,
სურვილი გაუჩნდა კონტინენტზე მისიონერულ მოგზაურობაში მონაწილეობა მიეღო და გერმანიაში გაემგზავრა.
წმინდა ბონიფაციმ ის იქ ჰესენში, ჰერსფელდის მონასტრის აბატად დაადგინა და წარმატებით ქადაგებდა სახარებას 737 წლამდე. მაშინ ის თიურინგიაში, ორდუფის მონასტრის აბატად დაადგინეს. მაგრამ ხანდაზმული ასაკის გამო თიურინგიაში მცირე ხანს დარჩა და რადგანაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, წმინდა ბონიფაცის სთხოვა ხერსფელდის მონასტერში დაებრუნებინა. სადაც მან სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მიუხედავად სნეული სხეულისა, მკაცრ ასკეტურ ღვაწლში გაატარა. წმინდანი 746 წელს გარდაიცვალა და ფრიტცლარში დაკრძალეს. წარმართი საქსების შემოსევის გამო წმინდანის სხეული 774 წელს ბიორაბურგში გადაასვენეს. 780 წელს წმინდა ლულემ საზეიმოდ გადაასვენა ჰერსფელდში, სადაც მის სახელზე ტაძარი ააშენეს. ეს ტაძარი რამდენჯერმე დაიწვა და აღადგინეს. ბოლოს 1761 წელს დაიწვა, რის შემდეგაც წმინდა ვიგბერტის წმინდა სხეული უკვალოდ გაქრა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი