ღირსი სერიდი ღაზელი (+543) - 13 (26) აგვისტო
ღირსი სერიდი ღაზელი (+543) - 13 (26) აგვისტო
აბბა სერიდი წარმოშობით ბერძენი (ან ასური), V საუკუნის ბოლოს პალესტინაში ცხოვრობდა. ის მონაზვნად აღიკვეცა და წმინდა ილარიონის სამშობლოში, ღაზიდან სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში, თაბატაში დააარსა მონასტერი. დიდხანს ის ამ სავანის იღუმენი იყო. მონასტერი კინოვიური გახლდათ, მაგრამ იმ დროის ჩვეულებების თანახმად, ზოგიერთი, სულიერ ბრძოლაში გამოცდილი ძმა, მონასტრიდან მოშორებით, ან სულაც სავანის ტერიტორიაზე დაეყუდებოდნენ და სულიერად აძლიერებდნენ ძმებს თა¬ვიანთი ლოცვებითა და სიბრძნით.

ამ მონასტერში დასახლდნენ უდიდესი მამები - წმინდა ბარსანოფი და იოანე წინასწარმეტყველი (ხს. 6 თებერვალს), ისინი აქ ღმერთმა გამოაგზავნა, რათა ეხელმძღვანელათ მონაზვნების სულიერი ცხოვრებისათვის. სერიდი ამ ღირს მამებს დაემოწაფა და არაფერს აკეთებდა მათი რჩევის გარეშე. და რადგანაც ღირს მამებს უმკაცრესად დაყუდების გამო, სულიერ შვილებთან მხოლოდ წერილობითი ურთიერთობა ჰქონდათ და სერიდი მათი შუამავალი და მდივანი გახლდათ. ის იყო ვინც "ღმერთის მერე იცავდა მათ ადამიანებისგან". როცა წმინდა ბარსანოფი შეკითხვაზე პასუხობდა, ის მამა სერიდს კარნახით ჩაწერის უფლებას არ აძლევდა, არწმუნებდა, რომ როცა კელიაში დაბრუნდებოდა სულიწმიდის ხელმძღვანელობით, მის ნათქვამს სიტყვებს ყველაფერს უცვლელად ჩაიწერდა. წმინდა სერიდი სიყმაწვილიდანვე თავშეკავებული ხასიათით გამოირჩეოდა, და უკიდურესი ღვაწლით ისე მოაუძლურა საკუთარი სხეული, რომ მძიმედ დაავადდა. წმინდა ბარსანოფის ლოცვით იგი განიკურნა, მაგრამ ბერდიდმა მას ურჩია ყურადღებით მოპყრობოდა საკუთარ სხეულს, გამოეყენებინა, როგორც იარაღი სულიერი ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ძმების ხელმძღვანელობის ძალა ჰქონოდა. დიდი მამა მკაცრად გამოცდიდა მას მორჩილებასა და საკუთარი ნების მოკვეთაში. ხედავდა რა რომ სერიდმა სულიერი სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, აქებდა მას და ეფერებოდა.

სერიდმა მემკვიდრეობით სულიერი მამის მადლი და სიბრძნე მიიღო და იყო მონაზვნებისთვის კეთილი, თავგანწირული და ბრძენი მამა და სულიერი სიხარულისა და სიმშვიდის წყარო, ყველა მასთან მისულისთვის. "თუ ჩემს წერილში რთულ ადგილებს ნახავ - წერდა წმინდა ბარსანოფი ერთ-ერთ მოწაფეს, ჰკითხე მის შესახებ სერიდს, ჩემს ძვირფას შვილს და ისიც ღვთის მადლით აგიხსნის რთულ საგნებს, რამეთუ მე შევთხოვე ღმერთს მისთვის ამ მადლის მიცემა!"

სათნოებებმა აბბა სერიდს ისეთი დიდება მოუტანა, რომ ზოგიერთი მონაზონი მას ადამიანურ საზომს გადაცდენილად ხედავდა. ამიტომაც ღმერთი მას წყლულებითა და ხანგრძლივი ავადმყოფობით გამოცდიდა, რათა "ადამიანური დიდება დაფარულიყო და ღვთის დიდება გარდამეტებულიყო". ბერდიდი არც განკურნებას შესთხოვდა ღმერთს, არამედ მხოლოდ სიმტკიცესა და მადლსა სთხოვდა.

ვიდრე წმინდა სერიდი მართალთა სოფელში გადასახლდებოდა, მან თავის სანაცვლოდ ძმათაგან უხუცესი და გამოცდილი გამოირჩია. მაგრამ მან სიმდაბლის გამო იღუმენობაზე უარი თქვა და იღუმენად ილიანი აირჩიეს, რომელიც ცოტა ხნით ადრე იყო სოფლიდან მოსული. წმინდა ბარსანოფის თანამოსაგრემ წმინდა იოანემ საკუთარ თავზე იწინასწარმეტყველა, რომ მხოლოდ ერთი კვირა იცოცხლებდა სერიდის გარდაცვალების მერე, მაგრამ ილიანის თხოვნით მასთან ორი კვირა დაჰყო და ასწავლიდა იღუმენის მოვალეობას. შემდეგ კი მანაც მიაბარა სული უფალს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat