აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა (+662) - 13 (26) აგვისტო
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა (+662) - 13 (26) აგვისტო
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს კონსტანტინოპოლში, ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. კარგი განათლება მიიღო და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა, იგი იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანი გახდა. სწორედ იმ პერიოდში გავრცელდა მონოთელიტთა ერესი, რომელსაც იმპერატორიც თანაუგრძნობდა. წმინდა მაქსიმემ დატოვა სამეფო კარი და მონაზვნად აღიკვეცა ქალკედონის მახლობლად, ქრისოპოლის სავანეში. მოსაგრე ბერი მალე მონასტრის წინამძღვრადაც აირჩიეს. 633 წელს, ღვთის ნებით, წმიდანმა აფრიკას მიაშურა და მხურვალედ ქადაგებდა ჯერ ალექსანდრიაში, შემდეგ კი - კართაგენში. ღირსი მაქსიმე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც მას სასტიკად დევნიდნენ. იგი რამდენჯერმე გადაასახლეს. ბოლოს, წმინდა მაქსიმეს ენა და მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, რომ ვერც სიტყვით და ვერც კალმით ვერ ეღიარებინა ჭეშმარიტება და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს, სადაც სასწაულებრივ დაუბრუნდა მეტყველების და წერის უნარი. ღირსმა მაქსიმემ წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 662 წლის 13 აგვისტოს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმინდანი ქალაქ ცაგერში დაკრძალეს. 21 იანვარს ეკლესია იხსენიებს ღირსი მაქსიმეს უხრწნელი ნაწილების აღმოყვანებას.

2003 წელს უფალმა ინება და მსოფლიო მნიშვნელობის ამ წმინდა მამის საფლავი თოთხმეტი საუკუნის შემდეგ გამოგვიჩინა მორწმუნეებს თაყვანის საცემად. წყაროებიდან ცნობილი იყო, რომ წმინდა მამა ცაგერის მახლობლად განისვენებდა და სწორედ აქ ჩადიოდა მორწმუნე მრევლი მადლის მისაღებად. ამ ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყებისას საკურთხევლის ნაწილში გამოჩნდა წმინდა ნაწილები.

დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო. პირველწყაროზე დაყრდნობით, ამ ადგილს სქიმარი ეწოდებოდა. დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა მას ოდნავი სახეშეცვლილი ფორმით სკიმერს უწოდებს.

როგორც მეუფე სტეფანემ ბრძანა, სქიმარი დღევანდელი სკიმარი უნდა იყოს, რომელიც ლენტეხის მაღალმთიან რაიონში, მდინარე სკიმერულასთან მდებარეობს. გარკვეული ხნის განმავლობაში სკიმერის ხეობა ლაზიკის სამეფოს ეკუთვნოდა, ხან კი ბიზანტიას. VII საუკუნეში, იმ დროს, როცა წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მოღვაწეობდა, აქ ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა.

* * *

ქვემო სვანეთში, ლენჯერში, შემონახულია XII საუკუნის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ფრესკა, მისი სახელობის მონასტერი კი საქართველოში ერთადერთია. მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ აღად¬გინა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის გარშემო ბერებისთვის საცხოვრებელი სენაკები აშენდა. სამონასტრო ცხოვრება აქ 2005 წლიდან დაიწყო. მონასტრის წინამძღვა¬რი მეუფე სტეფანე გახლავთ.

მეუფე სტეფანე:

- გათხრები ნამდვილად არ დაგვიგეგმავს. ხანდახან კი მიჩნდებოდა ამის სურვილი, მაგრამ სიფრთხილე და შიში მქონდა. თანაც, შესაძლოა, იქ რომ გათხრები დაგვეწყო, არაფერი აღმოჩენილიყო რიყის გარდა, რადგან მდინარის ნაპირთან ძალიან ახლოსაა ეს მონასტერი და შესაძლებელი იყო, მდინარეს დროთა განმავლობაში გადაერეცხა საფლავის კვალი.

ამ ტაძრის დატოვება ასეთ მდგომარეობაში, როგორც ახლაა, პატარა და შეუმკობელი, აღარ მინდოდა და ვაპირებდი გამშვენებას, გალამაზებას, ტრაპეზის, იატაკისა და კანკელის შეცვლას. წმინდა მაქსიმეს ხსენების დღისთვის (26 აგვისტო) გვინდოდა მოგვესწრო. როდესაც საკურთხევლის ბეტონის იატაკი ავიღეთ, მის ქვეშ გამოჩნდა უდიერების კვალი, XX საუკუნის ფენა. ეს იყო ძვლების ნამუსრევი, ბოთლების ნამსხვრევები. გავწმინდეთ იქაურობა და ვიფიქრე, ეს რომ ასევე დავხუროთ, მოვაპირკეთოთ, მერე ამ ყველაფრის აყრა და გათხრები ძნელი იქნება-მეთქი. ამიტომ გადავწყვიტე, საცდელი, ჯვრისებური ჭრილი გაგვეკეთებინა (რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ წმინდა მაქსიმეს საფლავი ამ ტაძარში იქნებოდა) და რაც გამოჩნდებოდა, იმის მიხედვით გვემოქმედა - უწმინდესს ვეტყოდი და მისი ლოცვა-კურთხევით ან გავაგრძელებდით გათხრას, ან გავჩერდებოდით. სადაც აქამდე მივედით, მისი ასე დატოვება გვენანებოდა, როგორც ჩანს, ღვთის ნება იყო, ეს საქმე რომ დავიწყეთ.

ვიდრე გათხრებს დავიწყებდით, პარაკლისი გადავიხადეთ. შემდეგ დავიწყეთ ჯვრისებური ჭრილის გათხრა. ჯვრის ერთი ქიმი მიადგა თავის ქალას და ძვლებს. გადავიღეთ სურათები და... იქ, საკურთხეველში წმინდანის გარდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ფოტოები ვაჩვენე უწმინდესს და გათხრების კურთხევა მივიღეთ. აღმოჩნდა ოთხი ადამიანის ჩონჩხი. ერთი, როგორც ჩანს, თავიდანვე იქ იყო დასვენებული, სამი კი გადმოსვენებული და ზედ იმ პირქვე ადამიანის ნეშტზე დასვენებული. ძვლებს ეტყობა წამების კვალი. მათ ბერობაზე მიუთითებს გადახეხილი მუხლის თავები (კვირისტავების), რაც შეიძლება დიდხანს მუხლზე დგომის მიზეზით იყოს გამოწვეული. ასევე, ყბებისა და კბილების ცვეთის მიხედვით დადგინდა მათი ასაკი, რაც ისტორიულ მონაცემებს ემთხვევა. ანთროპოლოგის აზრით, 80-84 წლისა წმინდა მაქსიმეა, 65-69 წლისა ერთი და მეორე - 70-74 წლის, წმინდა მაქსიმეს მოწაფეების ასაკს ემთხვევა. სავარაუდოდ, პირველი ყველაზე ქვედა ნეშტი წმინდა არსენს ეკუთვნის, მის ზემოთ წმინდა მაქსიმე აღმსარებელია, რომლის ზემოთაც არის მისი ორი მოწაფე: ანასტასი ბერი და ანასტასი აპოკრისიარი.

ანთროპოლოგს მიაჩნია, რომ ეს არის რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი. ვინ უნდა იყოს დაკრძალული წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში? არ არსებობს სხვა გადმოცემა, ან წყარო ამაზე.

წმინდა მაქსიმეს ნაწილები სპეციალურ ლუსკუმაში ჩავაბრძანეთ, რომელიც ურთხელის ხისგანაა დამზადებული (ნოეს კიდობანიც ურთხელის ხისა იყო). ერთ ლუსკუმაში დაბრძანდება ოთხ ფენად, ისე, როგორც იყო განლაგებული. ალბათ, ზემოდან წმინდა მიწაში მაქსიმეს წმინდა ნაწილებს დავაბრძანებთ, დანარჩენებს - სამ ფენად. ეს ლუსკუმა საკურთხეველში იქნება დაბრძანებული და წმინდა მაქსიმეს ხსენების დღეს (წელიწადში ორჯერ) გამობრძანდება ტაძარში მორწმუნეთათვის თაყვანის საცემად.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტროპარ-კონდაკი:

ტროპარი

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, მონაზონთა ღმრთივსულიერო პოხიერებაო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივ-სულიერო, ყოვლადბრძენო მაქსიმე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

სამებისა წმინდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა და ღირსად სარწმუნოებით პატივს ვსცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

სხვა კონდაკი

ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაი მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმისგყოფად, და სამება წმინდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat