წმინდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+1508) - 11 (24) აგვისტო
წმინდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+1508) - 11 (24) აგვისტო
წმინდა მღვდელმთავარი ნიფონტი XV საუკუნეში ცხოვრობდა. ის პელოპონესში, მდიდარ და პატივსაცემ ოჯახში დაიბადა. მამამისი მანუელი, პირველი მრჩეველი იყო, საზღვაო დესპოტის თომა პელეოლოღისა. ნიკოლოზი (ასე ერქვა წმინდანს ერში) ყრმობაშივე უარს ამბობდა გართობაზე და გულდასმით სწავლობდა წმინდა წერილსა და ღმერთშემოსილ მამათა ნაწერებს, ისე რომ, თორმეტი წლისამ სრულყოფილად იცოდა ღვთისმსახურების წესი. ყმაწვილის მახვილი გონება აღაფრთოვანებდა მის მასწავლებელს, თუმცა, მას სურდა, წმინდა მონაზონთათვის მიებაძა, რომელთა ცხოვრებას ასე ხარბად კითხულობდა. ერთხელ ნიკოლოზს ერთი მონაზონი, იოსები, შეხვდა. მასთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, თან გაჰყოლოდა. წავიდა და დედას და ახლობლებს არც კი დაემშვიდობა. ეპიდავრში მისვლისას ყმაწვილმა წმინდა განდეგილ ანტონის შესახებ შეიტყო და მისკენ გაემართა. ის აღაფრთოვანა განდეგილის ცხოვრებამ და დარიგებებმა. მიუხედავად მამა ანტონის გაფრთხილებისა, ძნელია განდეგილის ცხოვრებაო, მან ბერისაგან ცრემლებით გამოითხოვა ნებართვა მისი ხელქვეითად დარჩენილიყო. იოსები კი თავის გზაზე წავიდა.

ნიკოლოზს კალიგრაფის მორჩილება მისცეს, და ის მხურვალედ შეუდგა ასკეტურ ღვაწლს. იგი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მოძღვარს და ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა მისთვის, ასე რომ, მამა ანტონმა მალევე ნიფონტის სახელით ბერად აღკვეცა. ამის მერე მან გააორმაგა ღვაწლი. არავის გაუგონია მისგან ნათქვამი უქმი სიტყვა, თუ სიცილი, არამედ მუდამ იგლოვდა საკუთარ თავს და საღვთო წიგნებს კითხულობდა. რაღაც დროის მერე მამა ანტონი გარდაიცვალა და ნიფონტი იძულებული გახდა, სხვა სულიერი მოძღვრის ძებნა დაეწყო. შეიტყო, რომ აგრაში დასახლდა ბრძენი ათონელი მოსაგრე მამა ზაქარია, მისკენ გაეშურა და სთხოვა ათონელი მონაზვნის ცხოვრებაზე მოეთხრო. თუმცა, მაშინ, ფლორენციის უნიის ხელმოწერის შემდეგ, მონაზვნებს დაყუდების ნებას აღარ აძლევდნენ და ნიფონტი თავის მოძღვარს ალბანეთში, ასკელონისა და კროგიას ოლქებში გაჰყვა, რათა იქაურები მართლმადიდებელ რწმენაში განემტკიცებინა. დესპოტი გიორგი კასტრიოტისი (1408-1468) სულიერი შვილი გახდა ზაქარიასი და ორივე მონაზონი მის სასახლეში დასახლდა. 1453 წელს თურქებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და წმინდა მამები მთებში დაიმალნენ, პირველმა ღელვამ რომ გადაიარა, ოქრიდში ჩავიდნენ და ღვთისმშობლის მონასტერში დასახლდნენ. ოქრიდის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრად მამა ზაქარია დაადგინეს. მისი ხელდასხმიდან რამდენიმე დღეში, ნიფონტმა მას ათონზე გაშვება სთხოვა. მოძღვარმა უსაყვედურა სულიერ შვილს, გინდა ახლა მიმატოვო, როცა შენი თანადგომა მჭირდებაო. თუმცა, ღამე, ლოცვისას, მეუფე ზაქარიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ნიფონტის მთაწმინდაზე გაშვება უბრძანა.

ნიფონტი ფრთაშესხმული გაეშურა ათონისკენ, თავდაპირველად მან ვათოპედის მონასტერი მოინახულა და მერე კარეესში მამა დანიელს ესტუმრა, რომელმაც უთხრა, რომ მისი სათნოებების შესახებ ბევრი რამ შეეტყო და დიდი ხანია სურდა, იგი სიკვდილის წინ მაინც ენახა. მან ნიფონტს ურჩია, რომ სულიერი სიბრძნე, რაც მოეპოვებინა, სხვებისთვისაც გაეყო. ღირსი ნიფონტი დაემორჩილა მის ბრძანებას და სხვების დამოძღვრა დაიწყო. ათონელი მონაზვნები ისე მონუსხა მისმა ქადაგებებმა, რომ წმინდანის მოსმენისას ჭამაც ავიწყდებოდათ. შემდეგ ის ყუთლუმუშის და პანტოკრატორის მონასტრებს ეწვია, რის მერეც სხვა მოსაგრეებთან ერთად, ერთხანს ერთ მღვიმეში, ძალზე მკაცრ პირობებში ცხოვრობდა. დიდი ლავრის მამების თხოვნით, მონაზონთა სულიერი დამოძღვრისათვის მამა ნიფონტი მათ ლავრაში შეჩერდა. საბოლოოდ, ის დიონისეს მონასტერში განმარტოვდა და სქემა შეიმოსა. ხუცესად ხელდასხმა კი მიზეზი გახდა მისი ახალი სულიერი აღმასვლისა. მან ათონის გარეთაც გაითქვა სახელი და თესალონიკის მიტროპოლიტის, პართენის გარდაცვალების შემდეგ, სამწყსომ და სამღვდელოებამ მის მემკვიდრედ წმინდა ნიფონტი აირჩია. დიონისეს მონასტერში დელეგაცია გამოგზავნეს, იღუმენს თავიანთი გადაწყვეტილება გააცნეს და წმინდანის დარწმუნება სთხოვეს.

აცრემლებულმა წმინდა ნიფონტმა ქედი მოუდრიკა ღვთის ნებას და თესალონიკში გაჰყვა დელეგაციას. 1482 წელს მას მღვდელმთავრად ხელი დაასხეს და იწყო მართლმადიდებლობის ქადაგება. იგი ასწორებდა ფლორენციის კრების მიერ შემოტანილ ცდომილებას და აძლიერებდა თურქეთის უღლის ქვეშ მოქცეულ ქრისტიანებს. არწმუნებდა მათ, რომ უკეთესი მომავლის იმედით დამორჩილებოდნენ ღვთის განგებულებას და მკაცრად დაეცვათ სახარებისეული მცნებები. ღამღამობით მღვდელმთავარი ღარიბთა სახლებს სტუმრობდა და მოწყალებას ურიგებდა.

ღირსი ნიფონტი კონსტანტინოპოლში, წმინდა სინოდის სხდომაზე პატივით მიიღო პატრიარქმა სვიმეონ ტრაპიზონელმა და მთელმა ეკლესიამ. კრებაზე ის თავის მოძღვარს - ზაქარია ოქრიდელსაც შეხვდა, რომელიც მალევე აღესრულა. რამდენიმე დღის შემდეგ მოკვდა პატრიარქიც და ღირსი ნიფონტი ერთხმად აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად (1486). წმინდა ნიფონტმა გააფართოვა თავისი მოციქულებრივი ღვაწლი. ხარობდა ეკლესია, რადგანაც თურქეთის უღლის ქვეშ მოქცეულმა მისი სახით მოშურნე დამცველი იპოვა. თუმცა განსაცდელიც იქვე ახლოს იყო ჩასაფრებული. პატრიარქმა სვიმეონმა მნიშვნელოვანი სიმდიდრე დატოვა, რომლის მითვისებაც მოისურვა თურქეთის სახელმწიფომ. წმინდა ნიფონტის ძალისხმევამ, რომ დაეცვა ეკლესიის ღირსება, მისადმი მტრულად განაწყო თურქების ხელისუფლება. მათ კონფისკაცია მოახდინეს მრავალი საეკლესიო ნივთისა და ციხეში ჩაყარეს ბევრი სასულიერო პირი. სულთანმა ბაიაზიდ მეორემ, როცა შეიტყო, რომ ამ ურჩობის მოთავე პატრიარქი იყო, განრისხებულმა ტახტი დაატოვებინა და ქალაქიდან გააძევა (1488). წმინდა ნიფონტმა თრაკიის ქალაქ სოზოპოლში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს შეაფარა თავი. იქ ორი წელი დაჰყო. წმინდა დიონისე პირველის მეორედ პატრიარქობისა და მაქსიმე მეოთხის შემდეგ, მას კონსტანტინოპოლის ტახტზე მოუხმეს (1497 წლის ბოლოს). თუმცა ერთხელაც პატრიარქი ქუჩაში სულთანსა და მის ამალას გადაეყარა: ღირსი ნიფონტი მას მიესალმა, თუმცა ისეთი პატივი არ მიაგო, როგორსაც ითხოვდა ამაყი სულთანი. წმინდანი კვლავ გააძევეს, ამჯერად ანდრიაპოლისში, წმინდა სტეფანეს ეკლესიაში და ქადაგება აუკრძალეს (1498). ამ გადასახლებისას წმინდანი მოინახულა ვლახეთის მმართველმა რადუ IV-მ, დიდად წოდებულმა (1496-1508), ვითარცა მართლმადიდებლობის დამცველმა და ბიზანტიის ხელმწიფეთა მემკვიდრემ. იმ დროს ის მისიით მიდიოდა თურქეთის სულთანთან. მან ნიფონტს შესთავაზა დუნაის პირას გადასახლებულიყო და უნგრეთ-ვლახეთის ეკლესიის მმართველობაში მონაწილეობა მიეღო, რეფორმები გაეტარებინა და სამწყსო და სამღვდელოება ღვთის სჯულში განესწავლა. წმინდანმა სულთნისაგან ნებართვა მიიღო და იგი დიდი პატივით მიიღეს ვლახეთში (დაახლოებით 1503 წელს). წმინდანმა მაშინვე მოიწვია დიდი საერთო კრება და ღონისძიებები დასახა ხალხის ზნეობის ასამაღლებლად. წმინდა ნიფონტმა შექმნა ორი ეპარქია - ბუზეუს და რიმნიკასი, მონასტრების რეფორმირება მოახდინა და მღვდლებისა და ბოიარებისგან ღვთის სჯულის აღსრულება მოითხოვა, რათა სამაგალითო ყოფილიყვნენ ერისთვის. თუმცა მალევე წმინდა ნიფონტსა და მმართველს შორის კონფლიქტი მოხდა: რადუმ თავისი და ცოლად გაატანა ვლახეთში გამოძევებულ, ცნობილ რუმინელ დიდებულ ბოგდანს, რომელსაც სამშობლოში კანონიერი ცოლი ჰყავდა დატოვებული. ნიფონტმა ეს რომ შეიტყო, სცადა ბოგდანის დაყოლიება, უარი ეთქვა განზრახვაზე, მაგრამ მან არათუ არ დაუჯერა, დაემუქრა მღვდელმთავარს. მიუხედავად თავადი რადუს ზეწოლისა, წმინდანმა ბოგდანი ზიარებისგან განაყენა, ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ბოგდანს და რადუს სავალალო აღსასრული ექნებოდათ, ხოლო ვლახეთს მძიმე გან-საცდელები დაატყდებოდა თავს. მაშინ რადუმ ღირსეული მღვდელმთავარი გააძევა და ყველას აუკრძალა მისი შეფარება. თუმცა ღვთის რისხვის შეეშინდა, წმინდა ნიფონტი თავის სასახლეში მიიხმო და შენდობა სთხოვა, მაგრამ ამით წმინდანი ვერ მოდრიკა. ნიფონმა აკურთხა თავისი სულიერი შვილი, ახალგაზრდა თავადი ნიაგოე ბესარაბუ და მას ვლახეთის ტახტზე ასვლა უწინასწარმეტყველა. თვითონ კი მოწაფეებთან - მაკარსა და იოსებთან ერთად მაკედონიაში წავიდა და გარკვეული ხანი იქ დაყო. შემდეგ კი მთაწმინდაზე დაბრუნდა, ვათოპედის მონასტერში, რადგან მაკარს ქრისტესთვის მოწამეობა სწყუროდა და იგი ამაში ღვთის ნებას ხედავდა. გამოხდა მცირე ხანი, მისი მოწაფე მაკარი ქრისტესთვის ეწამა თესალონიკში. ამ დროს წმინდა ნიფონტმა უთხრა იოსებს: "იცოდე, შვილო, დღეს შენი ძმა მაკარი მოწამებრივად აღესრულა და ახლა სიხარულით ადის ზეცაში". ამის მერე წმინდა ნიფონტი, ყველასგან მალულად, უბრალო ბერის სამოსით მოსილი, დიონისეს მონასტერში მივიდა და მიღება სთხოვა. მიიღეს და მორჩილებად ჯორების მწყემსვა განუჩინეს. ერთხელ, როცა მას ჯორები მთებში ჰყავდა გარეკილი, მონაზვნებმა მიწიდან ზეცამდე აწეული ცეცხლის ალები იხილეს, ხოლო ერთმა მათგანმა თვალი მოჰკრა წმინდანს, რომელიც მთლიანად ამ ღვთაებრივი ცეცხლით იყო გარემოცული. ბერი გაიქცა და ყველაფერს მონაზვნებს მოუყვა. ძმები ტაძარში შეიკრიბნენ და შესთხოვეს უფალს, გაემჟღავნებინა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი. მაშინ იღუმენს სავანის მფარველი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და უბრძანა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ნიფონტის შესახვედრად მომზადებულიყვნენ. როცა ღარიბის სამოსით მოსილმა პატრიარქმა ჯორები მონასტერში მოიყვანა, მას ძმები პატრიარქის შესაფერისი პატივით შეხვდნენ, ზარების რეკვით, გალობით, საკმევლის კმევით. აცრემლებული წმინდანი მიწაზე დაემხო და ძმებს შენდობა სთხოვა მოტყუებისთვის, აუხსნა, რომ ასე საკუთარი სულის ცხონებისთვის მოიქცა. როცა ათონელმა მამებმა ეს ამბავი შეიტყვეს, ყველა ვათოპედის მონასტრისკენ გამოეშურა, სურდათ, წმინდა პატრიარქისთვის მოესმინათ.

თავისი ქადაგებებით და სასწაულებით განდიდებულმა წმინდა ნიფონტმა 90 წელს იცოცხლა. მან წინასწარ ცნო თავის გარდაცვალების ჟამი, მოიხმო ძმები, საბოლოოდ დამოძღვრა და დალოცა. მერე კი იოსებს განტევების ლოცვის გადაწერა უბრძანა, რომელსაც გარდაცვლილ ძმას უკითხავენ ხოლმე. მერე ისიც მოწამეობისთვის აკურთხა. წმინდა ნიფონტი 1508 წლის 11 აგვისტოს ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და აღესრულა. წმინდა ნიფონტის აღსასრულის შემდეგ თავადი რადუ საშინელი ავადმყოფობით მოკვდა, ხოლო მისი ტირანი შვილის გამო ვლახეთს დიდი განსაცდელები დაატყდა. ნიაგოე ბესარაბუმ სიკვდილს თავი ძლივს დააღწია, მრავალი წინაღობის გადალახვის შემდეგ იგი ქვეყნის სათავეში მოვიდა და წესრიგი აღადგინა.

1517 წლის 16 აგვისტოს კურტია დე არჯეშის ახალნაკურთხ მონასტერში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თეოლიპტემ რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდთან და ათონელ მამებთან ერთად ღირსი ნიფონტი წმინდანად შერაცხა. იმავე წელს წმინდანის წმინდა ნაწილები დაუბრუნდა დიონისეს მონასტერს, რომელიც მთლიანად აღადგინეს რუმინელი მმართველების ბასილი ლუპუს, ნიაგოე ბესარაბუს და პეტრე რარეშის სახსრებით. მადლიერმა დიონისელებმა წმინდანის პატიოსანი თავი და მარჯვენა ხელი ნიაგოე ბესარაბუს გადასცეს. მან სიწმინდე არჯეშის მონასტერში დაასვენა, და იქ იმყოფებოდა 1949 წლამდე. ახლა კი ეს სიწმინდე კრაიოვეს სამიტროპოლიტო ტაძარშია დასვენებული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat