ეს მაღალღირსი მამა დაახლოებით 330 წელს დაიბადა. რომაულ არმიაში მსახურობდა, შემდეგ კი, ქრისტეს სიყვარულით
და მისდამი მსახურების სურვილით, თავი ანება, - სამხედრო რიგს გამოეყო და ტრიბუნს სამსახურიდან გათავისუფლება სთხოვა.
განრისხებულმა ოფიცერმა მაშინვე ბრძანა, დილეგში გამოემწყვდიათ და საშინლად ეტანჯათ.
მისი "კადნიერების" ამბავი მმართველს მოახსენეს, რომელმაც ვიკრიკეს, მსგავსი რამ სხვებს რომ არ გაებედათ, სიკვდილი განუჩინა.
სასჯელის აღსრულების ადგილას რომ მიჰყავდათ, ვიკრიკეს ჯალათი უხეშად მოექცა, რის შემდეგაც თვალისჩინი დაკარგა და მაშინღა იწამა ქრისტე.
ამ სასწაულის წყალობით გათავისუფლებულმა მამამ მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა და საქადაგებლად მორინისა და ნერვენის მხარეს (ბუდონიდან ფლანდრიამდე და ენომდე, დღევანდელ ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთი და ბელგია) მიაშურა.
მისმა მხურვალე ქადაგებამ და მადლმა ველური ბარბაროსებით დასახლებული იქაურობა ბერებითა და მონაზვნებით სავსე წალკოტად იქცა.
დაახლოებით 390 წელს ვიკტრიკე რუანის მღვდელმთავრად აკურთხეს. ეს მცირე და უმნიშვნელო ქალაქი ნეტარმა ახალ იერუსალიმად აქცია, ახლო მეგობრობა აკავშირებდა წმინდა მარტინ ტურელთან (ხსენება 12 ოქტომბერს) და ერთად იღვწოდნენ ეკლესიის გასაძლიერებლად და სოფლის სამრევლოთა მოსაწყობად.
როდესაც წმინდა პავლინე ნოლანდელმა (ხსენება 23 იანვარს) ნეტარ მარტინს ვენაში ჩააკითხა, მასთან წმინდა ვიკტრიკე გაიცნო და მისი მხურვალე თაყვანისმცემლად იქცა.
ერხელ, შარტრში ვიღაც კაცმა ნეტარ მარტინს დაბადებით მუნჯი ქალიშვილი მიუყვანა, მარტინმა კი სნეული ვიკტრიკეს და კიდევ სხვა ეპისკოპოსს, სახელად - ვალენტიანეს გაუგზავნა, თან დაარწმუნა, - ეს მამები უდიდეს სულიერ ძალას ფლობენო.
თუმცა, ვიკტრიკე და ვალენტიანე ამ კაცითურთ დაბრუნდნენ მარტინთან, რომელმაც გოგონა განკურნა.
ნეტარი ვიკტრიკე, ადგილობრივ ეპისკოპოსთა დავის მოსაგვარებლად ბრიტანეთსაც ეწვია, რუანს დაბრუნებულს კი
უდიდესი სიხარული მოჰგვარა მილანიდან წმინდა ამბროსი მედილანელის (ხსენება 7 დეკემბერს) მიერ აღმოყვანებული წმინდა ნაწილთა ჩამობრძანებამ, რომელნიც საზეიმოდ გადააბრძანეს საგანგებოდ მათთვის აგებულ ტაძარში.
403 წელს წმინდა მამამ რომს იმოგზაურა, ეპარქიაში დაბრუნებული კი მალევე (407 - 410 წლები) გარდაიცვალა.
ამ ღირს მამათა და დედათა ლოცვით შეგვიწყალოს უფალმა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი