ღირსი არსენ ნინოწმინდელი (+1018) - 31 ივლისი (13 აგვისტო)
ღირსი არსენ ნინოწმინდელი (+1018) - 31 ივლისი (13 აგვისტო)
ძველი სტილით 31 ივლისს (13 აგვისტოს) ეკლესია ღირს არსენ ნინოწმინდელს იხსენიებს. არსენ ნინოწმინდელის შესახებ სულ რამდენიმე ცნობაა შემორჩენილი გიორგი მთაწმინდელის "იოანესა და ეფთვიმის ცხოვრებაში" და გიორგი მცირეს "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში" ასევე რამდენიმე ხელნაწერის მინაწერში, მაგრამ ეს მცირეოდენიც საკმარისია არსენ ნინოწმინდელის სულიერი პორტრეტის წარმოსადგენად. "კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათა",- ასე მოიხსენიებს მას გიორგი მთაწმინდელი. არსენი ქართველ სასულიერო მოღვაწეთა იმ საუკეთესო თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც ბერული ცხოვრების იდეალი წიგნიერებას შეუფარდა და მრავალი საუკუნით განსაზღვრა ქართული კულტურის განვითარების ხაზი.

არსენი თავდაპირველად ნინოწმინდის ეპარქიას მწყემსავდა კახეთში, მაგრამ საღმრთო სიყვარულმა უბიძგა სამწყსო მიატოვებინა და ტაოში წასულიყო, სადაც მრავალი "საღმრთო შურით" შეპყრობილი მხურვალე სული პოულობდა ნავსაყუდელს. ტაოში არსენი წარუდგა დავით კურაპალატს, ეკლესიათა მფარველსა და ქართულ მწიგნობრობაზე მზრუნველ განათლებულ ხელმწიფეს. დავითმა იგი "ოთხთა ეკლესიათა (ჭოროხის ხეობა) წარგზავნა". აქ არსენი დაყუდებით ცხოვრობდა თავის მოძღვართან ერთად. ამავე ეკლესიაში მონაზონებრივ ღვაწლს ეწეოდა მეორე წმინდა მამა, იოვანე გრძელისძე, რომელიც, აგიოგრაფის სიტყვით, "ცხოვნდებოდა, ვითარცა უხორცო". ოთხთა ეკლესიაში მყუდროებით ცხოვრება წმინდა მამებს ვერ მოუხერხებიათ, რადგან მრავალი ადამიანი, მონასტრის ძმები თუ საერო პირები, ცდილობდნენ მათთან ურთიერთობას, თვით დავით კურაპალატიც კი ითხოვდა მათგან ევლოგიის მიღებას. ამიტომ არსენი იოვანე გრძელიძესთან ერთად წასულა პონტოს ქვეყანაში და ერთ უდაბნო ადგილას აშენებულ მონასტერში დამკვიდრებულან. ერთი იერუსალიმური ხელნაწერის მიხედვით (ჟერ. 24-25), არსენი მიქაელ ულუმბოელთან ერთად ულუმბოს მონასტრის ერთ-ერთი დამაარსებელია.

რამდენიმე ხნის შემდეგ იოანე და ეფთვიმე მთაწმინდელებს შეუტყვიათ მათი იქ ყოფნის ამბავი და ათონის ივერთა მონასტერში მიიწვიეს. ისინიც დათანხმებულან და ერთი წლის თავზე ათონზე ჩასულან. აქ ისინი სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილან, სადაც მონასტრის გარეთ, ანუ განმარტოებით ცხოვრობდნენ, როგორც შეეფერებოდა ჭეშმარიტ ანაქორეტებს. "სანატრელი არსენი ნინოწმინდელი და წმიდაჲ ბერი იოვანე გრძელისძე და სულითა შემოსილი იოვანე ბერი მარტოდმყოფი და სხუანი მობაძავნი მათნი, კაცნი ზეგარდამოჲთა მადლითა განათლებულნი და ანგელოზთა მობაძავნი ცხორებითა". გიორგი მთაწმინდელი იუწყება, რომ ეფთვიმეს მოუცლელობის ჟამს არსენ ნინოწმინდელი და იოვანე "თანაშემწე ექმნნეს წმიდასა მამასა ეფთვიმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა... და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თვისითა ხელითა აღწერნეს". არსენის თარგმანები ჩვენამდე არ მოღწეულა, მაგრამ ცნობილია მის მიერ გადაწერილი ხელნაწერები (1103, Aტჰ. 66, Aტჰ. 67 ). არსენი გარდაიცვალა 1018 წელს. იგი დაუკრძალავთ მონასტრის ტერიტორიაზე, "გარეგან მონასტრისა", წმ. სვიმეონ მოხუცებულის მონასტერში. შემდგომში, გიორგი მთაწმინდელმა თავისი წინამძღვრობის დროს იგი ეფთვიმესთან ერთად დიდ ეკლესიაში აგებულ სამარტვილეში გადაასვენა. "უკუანასკნელთა ამათ ჟამთა არღარა გამოჩინებად არიან ესევითარნი სრულნი და მაღალნი სათნოებითა", - ასე უთქვამს არსენისა და იოვანეს შესახებ თავად ეფთვიმეს. არსენის იხსენიებს ეფთვიმესადმი მიძღვნილ საგალობელში ათონზე მოღვაწე ჰიმნოგრაფი ბასილი ბაგრატის ძე: "მოგვიხსენენ ჩუენ, ცოდვილნი ესე, გვითხოვე შენდობა პირად-პირადთა ცოდვათა ჩუენთა იოვანეს ღირსისა თანა, არსენის და იოვანეს და სხუათა მათ შვილთა შენთა, განათლებულთა სწავლითა შენითა სულიერითა".

აქვე წაიკითხეთ:

ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082) - 31 (13.08) ივლისი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.09.2024
წმინდა მაუგოლდი (მაჩალუსი, მაკული, მაკაილე) პატივცემულია როგორც მენის კუნძულის მეორე მოციქული წმინდა პატრიკის შემდეგ.
12.09.2024
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი წმინდა გერმანზე (გერმან, კარმანე მანქსურად), რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და განსაკუთრებით პატივცემულია მენის კუნძულზე.
06.09.2024
წმინდა ეადფრითი, იყო ლინდისფარნის ეპისკოპოსი, სავარაუდოდ 698 წლიდან. მეთორმეტე საუკუნისთვის მიიჩნეოდა, რომ ეადფრითი ჩაენაცვლა ეადბერტს
06.09.2024
წმინდა ედბერტის (Edbert, Eadbert, Eadbeorht; +698), ლინდისფარნის ეპისკოპოსი, ხსენების დღეა 6 მაისი
04.09.2024
წმინდა კუტბერტი იხსენიება: 20 მარტს/2 აპრილს (მიცვალება) და 4/17 სექტემბერს (წმინდა ნაწილების გადასვენება);
03.09.2024
ძველი ქალაქი იორკი მდებარეობს ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც მდინარეები უზი და ფოსი ერთმანეთს უერთდება იორკშირში.
28.08.2024
ერისკაცობაში ფრანცისკო კოტისი, დაიბადა 1897 წლის 2 ნოემბერს სოფელ ლეფკეში, კუნძულ პაროსზე. მისი მშობლები გიორგი და მარიამი იყვნენ ღარიბი, მაგრამ ღვთისმოსავი ადამიანები.
25.08.2024
ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გამობრწყინებულ ყველა წმინდანთა კრებული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულია, აღინიშნება სულთმოფენობიდან მესამე კვირას.
23.08.2024
ის დაიბადა დაახლოებით 623/624 წელს დონეგალის მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ირლანდიაში და მონასტრულ ცხოვრებას შეუდგა ადგილობრივ სავანეში,
23.08.2024
როდესაც 633 წელს მერსიის მეფე პენდა დაიპყრო ნორტუმბრია, რომელმაც მანამდე, მეფე ედვინის დროს ქრისტიანობა მიიღო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა იოანე ნათლისმცემელმა, როგორც შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს, ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულებს მესიის მოსვლა ახარა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat