თეოდოსიუს II უმცროსი (ფლავიუს თეოდოსიუს იუნიორი) (401-450) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 408-450 წლებში.
აღმოსავლეთ რომის იმპერატორ არკადიუსის ვაჟი. მამის სიკვდილის შემდეგ 408 წელს 7 წლის ასაკში გახდა აღმოსავლეთ რომის იმპერატორი.
გადმოცემის თანახმად, მომაკვდავმა არკადიუსმა მისი მფარველობა სპარსეთის მეფეს იეზდიგერდს სთხოვა. მანაც იმედები არ გაუცრუვა არკადიუსს და ომით დაემუქრა ყველას ვინც თეოდოსის აუბუნტდებოდა.
სახელმწიფოს მართვა თავდაპირველად პრეფექტ ანთიმიუსს დაევალა, ხოლო შემდეგ თეოდოსის უფროს დას პულხერიას, რომელიც 16 წლისა იყო და სიბრძნით გამოირჩეოდა. მან სასახლიდან გააძევა მამაკაცები რათა "ნაკლებად ყოფილიყო მზაკვრობა და ხრიკები", ხოლო თვითონ კი ქალწულების აღთქმა დადო. პულხერია მარჯვედ უძღვებოდა სახელმწიფოს მართვას.
პულხერიამ ძმას მრავალმხრივი განათლება მისცა. ის იმდენად ლამაზად წერდა, რომ მას მეორენაირად "კალიგრაფსაც" უწოდებენ. იგი დის წყალობით, ასევე, ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი იყო.
421 წელს, პულქერიას თაოსნობით, იქორწინა მრავალმხრივ განათლებულ ევდოკიაზე. ევდოკიასა და პულქერიას შორის გარკვეული პერიოდის შემდეგ უთანხმოება ჩამოვარდა და პულქერია საკუთარი ნებით გაერიდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობას. ცოტა ხნის შემდეგ მეუღლისადმი თვითონ დედოფლის ერთგულებაში შეიტანეს ეჭვი. რის შემდეგაც ის საკუთარი ნებით გადასახლდა იერუსალიმში, სადაც აღესრულა კიდეც. ამის შემდეგ თეოდოსიუს იმ დაითანხმა თავისი და სასახლეში დაბრუნებულიყო.
თეოდოსიუსის მმართველობის უდიდესი პერიოდი, თუ არ ჩავთვლით მცირე დაპირისპირებას სპარსეთთან, მშვიდობიანობა იყო. ხოლო 447 წელს იმპერიას თავს დაესხა ჰუნების ბელადი ატილა. ბრძოლაში ბიზანტიელები დამარცხდნენ და ზავის სანაცვლოდ თეოდოსიუსი დათანხმდა ხარკის გადახდას.
თეოდოსიუსის დროს კონსტანტინოპოლს შემოავლეს მძლავრი გალავანი, რომელიც ცნობილია "თეოდოსიუსის კედლების" სახელით. 425 წელს გაიხსნა კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტი. 438 წელს გამოიცა თეოდოსიუსის კოდექსი, რომელიც მოიცავდა სისხლის, საეკლესიო და სამოქალაქო სამართალს (ჩოდეხ თჰედოსიანუს). თეოდოსიუსი ნადირობის დროს გადმოვარდა ცხენიდან, დაიზიანა ხერხემალი და მეორე დღეს გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, ეს მოხდა 450 წლის 29 ივლისს, სწორედ ამიტომ ბერძნულმა ეკლესიამ მისი ხსენების დღედ ძველი სტილით 29 ივლისი დააწესა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი