წმინდა მამა მოსე უნგრელი (+1043) - 26 ივლისი (8 აგვისტო)
წმინდა მამა მოსე უნგრელი (+1043) - 26 ივლისი (8 აგვისტო)
მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 26 ივლისს ღირს მოსე უნგრელსაც იხსენიებს. ცნობილია, რომ ღირსი მოსე წარმოშობით უნგრეთიდან იყო. ის რუს თავადთან - წმინდა ბორისთან (ხსენების დღე 2 მაისი და 24 ივლისი) დაახლოებული იყო. ძმასთან, გიორგისთან ერთად, თავადს ემსახურებოდა.

1015 წელს მდინარე ალტასთან (მოსკოვის ახლოს) თავადს თავს დაესხა უღმერთო სვიატოპოლკის ჯარი. თავადს გიორგი გადაეფარა დაცვის მიზნით, მაგრამ თავდამსხმელებმა ორივე დახოცეს.

მხოლოდ მოსე გადაურჩა სიკვდილს. ის კიევში დასთან, იაროსლავასთან ჩავიდა და გამუდმებით ლოცულობდა, სანამ თავადმა იაროსლავმა შური არ იძია მკვლელებზე. სვიატოპოლკმა პოლონეთში გაქცევით უშველა თავს, მაგრამ პოლონეთის მთავართან ერთად მალევე დაბრუნდა, იაროსლავი განდევნა და თავად გახდა კიევის მთავარი (1018 წ). პოლონეთის მთავარი, ბოლესლავი თავის ქვეყანაში დაბრუნდა, თან იაროსლავის ორი და, მრავალი დიდებული, მათ შორის მოსეც, წაიყვანა ტყვედ. ხელ-ფეხზე მძიმე ბორკილებდადებული მოსე ყველასგან გამოირჩეოდა ძლიერი აღნაგობითა და ლამაზი პირისახით.

პოლონეთში ერთ ახალგაზრდა, ცნობილ და ლამაზ ქალს მოეწონა. მას დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება ჰქონდა. მისი ქმარი ბოლესლავთან ერთად წავიდა სალაშქროდ და ბრძოლაში მოკლეს. ქალს ჭაბუკის სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენია, ხორციელი ვნებით აღივსო და მისი ცდუნება გადაწყვიტა. ეუბნებოდა:

- რატომ უნდა იტანჯო, როცა შეგიძლია განსაცდელისგან გათავისუფლდე?

- ყველაფერი უფლის ნებაა, - პასუხობდა მოსე.

- თუ დამემორჩილები, - ამბობდა ქალი, - თავისუფლებას გაჩუქებ და ცნობილ და მდიდარ ადამიანად გაქცევ. შენი იქნება მთელი ჩემი სამფლობელო.

ნეტარი მიხვდა ქალის განზრახვას და უთხრა:

- როდის ყოფილა ქალის ჭკუაზე მოსიარულე კაცის მდგომარეობა სახარბიელო? ადამმა ევას რომ დაუჯერა, სამოთხიდან გააძევეს. სამსონი, რომელიც მთელ არმიას ამარცხებდა, ქალის მიერ იქნა მტრისთვის გადაცემული. ბრძენი სოლომონი, ქალს მინდობილი, კერპების თაყვანისმცემელი გახდა. იროდმა, რომელმაც უამრავი გამარჯვება მოიპოვა, ცოლის ცბიერების გამო იოანეს თავი მოჰკვეთა. მე როგორღა მოვიპოვებ თავისუფლებას, თუკი ქალს დავემონები?

- გამოგისყიდი, - ეუბნებოდა ქალი, - ბატონად გაქცევ და ჩემი ქმარი გახდები, - ოღონდ ჩემს ნებას დაჰყევი. მშვიდად არ შემიძლია ვუყურო შენს სილამაზეს, რომელიც უაზროდ იღუპება.

- შენს სურვილს არასოდეს დავყვები, - უპასუხა ნეტარმა მოსემ, - არ მჭირდება არც ბატონობა და არც სიმდიდრე. ჩემთვის სულიერი და ხორციელი სიწმინდე არის უმთავრესი.

ქალმა დაინახა, რომ ვაჟი ხელიდან ეცლებოდა და მზაკვრულ ხერხს მიმართა. გადაწყვიტა გამოესყიდა და შემდეგ ყველანაირად, თუნდაც ძალით დაემორჩილებინა. ტყვეების მეპატრონისგან ათას ოქროდ გამოისყიდა მოსე და ურცხვად დაიწყო მოქმედება. ჭაბუკი ბორკილებისგან გაათავისუფლა, ძვირფას სამოსში გამოაწყო, ნაირ-ნაირ კერძებს სთავაზობდა და თავს ევლებოდა. ნეტარმა მოსემ ქალისგან თავის დასაცავად კიდევ უფრო გააძლიერა ლოცვა და მარხვა. ერჩია, პურითა და წყლით ეარსება და სულიერი და ხორციელი უბიწოება შეენარჩუნებინა, ვიდრე მდიდრულად ეცხოვრა და ცოდვაში ჩაფლულიყო. მან შემოიძარცვა ძვირფასი სამოსი იოსების მსგავსად და ქალის მზაკვრობისგან ყველანაირად იცავდა თავს. შეურაცხყოფილი ქალი იმდენად განრისხდა, რომ დილეგში გამოამწყვდია და მისი შიმშილით დაუძლურება გადაწყვიტა. ღმერთი სარჩოს გარეშე არც ერთ თავის ქმნილებას არ ტოვებს. არც ნეტარი მოსე მიუტოვებია გასაჭირის ჟამს. იმ ქალის ერთ-ერთი მონა საიდუმლოდ მოსეს საკვებს აწვდიდა. სხვები კი ეუბნებოდნენ:

- ძმაო მოსე, რა გიშლის ხელს, რომ ეს ქალი ცოლად შეირთო? ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. ქვრივი კი ქმართან მხოლოდ ერთი წელი ცხოვრობდა, თანაც სხვა ქალებზე ბევრად ლამაზია. მის სიმდიდრეს სათვალავი არა აქვს. რომ მოინდომოს, თავადსაც კი ჩაიგდებს ხელში. შენ კი მისი მონა ხარ და შეგიძლია, მის ბატონად იქცე. თუ იმას იტყვი, რომ არ გინდა ქრისტეს სჯული დაარღვიო. განა თავად უფალი არ ბრძანებს: "მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება თავის ცოლს და ისინი იქნებიან ერთი ხორცი" (მთ. 19:5). მოციქულიც ამბობს: "უმჯობესია, იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ" (1 კორ. 7:9). იქვეა ნათქვამი: "ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ" (1 ტომ. 5:14). ბერად არ აღკვეცილხარ და თავისუფალი ხარ. რატომ იტანჯავ თავს, თუ დაიღუპები, რატომ გგონია, რომ ქებას დაიმსახურებ? იოსები ცოლს გაექცა, მაგრამ შემდეგ მაინც შეირთო ცოლი. შენც თუ ამ ქალს გაექცევი, მომავალში აუცილებლად შეირთავ სხვას ცოლად. მაშინ კი ნამდვილად ყველას დასაცინი გახდები. უმჯობესი იქნება, თუ მონობისგან გათავისუფლდები და აქაურობის ბატონ-პატრონი გახდები.

ნეტარმა მოსემ უპასუხა მათ:

- ჩემო ძმებო და მეგობრებო, კარგ რჩევას მაძლევთ. მაიძულებთ, ამ ქალს დავემორჩილო, მაგრამ ამას არასოდეს გავაკეთებ. თუ ისე მოხდა, რომ საშინელ ტანჯვაში ამომხდება სული, ღმერთისგან დიდ წყალობას ველოდები. იოსები თავის პირველ ცოლს რომ დამორჩილებოდა, შემდგომში ეგვიპტეში ვერ იბატონებდა. მისი თავდაპირველი თავშეკავებისთვის, უფალმა ეგვიპტეში ძალაუფლება უწყალობა. შემდეგ კი თაობიდან თაობებში ადიდებდნენ მის სახელს. მე არ მსურს ეგვიპტის მბრძანებლობა, არც პოლონეთის მიწაზე მინდა ბატონობა. არც ამ ქალთან ვაპირებ ცხოვრებას და არც სხვა ცოლის ძებნას დავიწყებ. თუ უფალი ინებებს, მას მინდა ვემსახურო. ქრისტე ამბობს: "ყველა, ვინც მიატოვა სახლები, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს" (მათ. 19:29). ქრისტეს დავუჯერო, თუ თქვენ? მოციქული ამბობს: "უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს უფალს; ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ცოლს" (1 კორ. 32-33). ახლა კი გეკითხებით, ვისთვის უნდა იზრუნო - უფლისთვის თუ ცოლისთვის? ასე რომ, იცოდეთ, ქალის სილამაზე ვერასოდეს დამატყვევებს და ქრისტეს სიყვარულს ვერ დამაკარგვინებს.

ამის გაგონებაზე ქალმა ბრძანა, ნეტარი მამა ცხენზე შეესვათ, თავისი ქალაქები და სოფლები შემოეტარებინათ და თან ეთქვათ:

- ეს ყველაფერი შენი იქნება, თუკი მოინდომებ.

ყველას ეუბნებოდა:

- ეს თქვენი ბატონია, მე კი მისი ცოლი. ყველამ ქედი მოიდრიკეთ მის წინაშე.

ჭაბუკს გაეცინა და ქალს უთხრა:

- სულ ტყუილად ირჯები. თუნდაც მთელი ქვეყნის სიმდიდრე შემომთავაზო, მაინც ვერ მაცდუნებ. ეს კარგად დაიმახსოვრე.

მაშინ ქალმა რისხვით თქვა:

- განა დაგავიწყდა, რომ ჩემი მონა ხარ? ვის შეუძლია შენი გათავისუფლება? ცოცხალს აქედან არ გაგიშვებ, მხოლოდ ტანჯვა-წამების შემდეგ ვბრძანებ შენს სიკვდილს.

ნეტარმა ჭაბუკმა უპასუხა:

- არანაირი ტანჯვის არ მეშინია, რადგან უფალი არის ჩემთან. ამ წუთიდან მისი ნებით მსურს, ბერის ცხოვრებით ვიცხოვრო.

იმ დროს უფლის ნებით ნეტარ მოსესთან მთაწმინდიდან ერთი მღვდელ-მონაზონი ჩამოვიდა, რომელმაც მას ანგელოზის სქემა შემოსა. ის დიდხანს ასწავლიდა მოსეს, ქრისტეს სჯულს, ეუბნებოდა, რომ მტრის ხაფანგში არ გაბმულიყო და არ შეშინებოდა მაცდური ქალის. ამის შემდეგ კი თავის გზას გაუდგა. დიდხანს ეძებდნენ ბერს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ქალბატონმა, რომელიც იმედგაცრუებული იყო და წადილი ვერ შეისრულა, ბრძანა, მოსე გაეროზგათ და მისი სისხლით მოერწყათ მიწა. სცემდნენ და თან არწმუნებდნენ:

- დაემორჩილე ქალბატონს და შეასრულე მისი ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ მრავალ განსაცდელს შეგამთხვევს. შეიცოდე საკუთარი თავი. გაიხადე ბერის სამოსი და ბატონის ტანსაცმელი ჩაიცვი.

მოსე ამაზე პასუხობდა:

- ძმებო, გააკეთეთ, რაც ნაბრძანები გაქვთ. არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი უარს ბერად ყოფნაზე ღვთის სიყვარულის გამო. არ შემაშინებს არც ცეცხლი, არც მახვილი, არც იარები. ამ უსირცხვილო და გონებადაბნელებულ ქალს კი, რომელმაც არად ჩააგდო ღმერთისადმი შიში და არც ხალხს უწევს ანგარიშს, არასოდეს დავემორჩილები და არ შევასრულებ მის ბრძანებებს.

ბევრს ეცადა ქალი, როგორმე დაემორჩილებინა ჭაბუკი, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა, ბოლესლავს წერილი მისწერა:

- შენც იცი, რომ ჩემი ქმარი იმ ომში დაიღუპა, შენ რომ წამოიწყე. უფლება მომეცი ქმრად ის მყოლოდა, ვისაც ვისურვებდი. შენი ერთი ტყვე შემიყვარდა, ლამაზი ჭაბუკი, გამოვისყიდე და მოვინდომე ცოლად გავყოლოდი. მან კი უარი განაცხადა ამაზე. შიმშილითა და ცემით ვცდილობდი მის დაყოლიებას, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მის წინა ბატონს ხუთი წელი ბორკილებით ჰყავდა დაბმული. ახლა ჩემთან არის და დაუმორჩილებლობისთვის ბევრს იტანჯება, მაგრამ საკუთარ თავს დააბრალოს ყველაფერი. ახლა კი ვიღაც განდეგილმა ბერად აკურთხა. მირჩიე, როგორ მოვიქცე?

ბოლესლავმა ქალს უბრძანა, მოსესთან ერთად მისულიყო მასთან. თავადი დიდხანს არწმუნებდა ჭაბუკს, ქალი შეერთო ცოლად, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს უთხრა:

- ნუთუ არსებობს შენზე უგულო ადამიანი. რამდენ რამეზე ამბობ უარს და ტანჯვას ამჯობინებ. იცოდე, შენი სიცოცხლე შენს ხელშია. ქალბატონის ნებას დაჰყევი და დიდი ძალაუფლების მქონე გახდები. დაემორჩილე ჩემს ბრძანებას თუ არ გსურს, წამების შემდეგ, სიკვდილით დაგსაჯო.

მთავარი ქალსაც მიუბრუნდა და უთხრა:

- არავითარ შემთხვევაში არ მიანიჭო თავისუფლება, ისე მოექეცი, როგორც მონას, რათა სხვებმაც ვერ გაბედონ თავხედობა.

ღირსმა მოსემ ამაზე უპასუხა: "რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თავისი სული კი დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ? (მათ. 16:26). როგორ მთავაზობ პატივსა და დიდებას, როცა მალე შენც ყველაფერს დაკარგავ და იმქვეყნად ვერაფერს წაიღებ. ეს ურცხვი დედაკაციც მალე მოკვდება.

ყველაფერი მართლაც მისი სიტყვებისამებრ მოხდა. ქალი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. ბრძანა, მოსე მის ლოგინში ჩაეწვინათ. ეალერსებოდა და ეხვეოდა, მაგრამ ჭაბუკში ვნება მაინც ვერ გააღვივა. ვაჟი ამბობდა:

- ამაოდ ირჯები. არ გეგონოს, რომ ამ ცოდვას იმიტომ არ ჩავდივარ, რომ არ შემიძლია. უფლის შიშით ვამბობ შენზე უარს, ურცხვო.

ამის შემდეგ ქალმა ბრძანება გასცა, ჭაბუკისთვის ყოველდღე ასი ჭრილობა მიეყენებინათ. ღირსი მოსე სისხლისგან თითქმის დაიცალა და მკვდარივით იწვა. ბოლესლავმა ამ დროს ბერების დევნა დაიწყო და თავისი სამფლობელოდან ყველა გააძევა. ამით მოსეს ქალბატონის გულის მოგება სურდა. უფალმა თავისი მსახურების შევიწროებისთვის მალე პასუხი აგებინა. ერთ ღამეს ბოლესლავი მოულოდნელად გარდაიცვალა (1025 წლის 3 აპრილი) და მთელ ქვეყანაში დიდი ქაოსი დაიწყო. ხალხი თავადებს აუჯანყდა და არეულობების დროს ის ურცხვი ქალიც მოკლეს.

ღვთის რისხვის შესახებ, რაც ბერების შევიწროებას მოჰყვა, კიევის დიდ მთავარს იზიასლავს მისმა ცოლმა, ბოლესლავის ქალიშვილმა შეახსენა მრავალი წლის შემდეგ. თან სთხოვა, რომ მათი ქვეყნიდან არ გაეძევებინათ ღირსი ანტონი და მისი სულიერი ძმები - ვარლამი და ეფრემი.

ნეტარმა მოსემ უკეთესობა როგორც კი იგრძნო, ღირსი ანტონის გამოქვაბულში მივიდა. მასთან დასახლდა და ღვთისსათნოდ ცხოვრობდა, ლოცულობდა, მარხულობდა, რისი წყალობითაც ბოროტი ძალების მზაკვრობისგან იცავდა თავს.

როდესაც ნეტარმა მოსემ შეძლო საკუთარი ვნებები დაემარცხებინა, უფლისგან მიეცა ძალა სხვებს დახმარებოდა იმავე განსაცდელის დაძლევაში. ერთ-ერთი ძმა, საკუთარ თავს ებრძოდა, მასთან დახმარებისთვის მივიდა და უთხრა:

- რასაც მიბრძანებ, სიკვდილამდე შევასრულებ.

ღირსმა მოსემ უთხრა:

- მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი სიტყვაც არ უთხრა ქალებს.

ბერმა პირობა მისცა. მაშინ ნეტარი მამა, ბიბლიური მოსეს მსგავსად, რომელიც კვერთხით სასწაულებს ახდენდა, ბერს თავისი კვერთხით შეეხო და მასში მაშინვე განადგურდა ყველანაირი უწმინდური ვნება და ფიქრი.

ქრისტეს მეომარი უფლისთვის თექვსმეტი წლის განმავლობაში იღვწოდა. ხუთი წელი ბორკილებდადებული ტყვედ იყო ჩაგდებული; მეექვსე წელს იოსებზე მეტად იტანჯა. შემდეგი ათი წელი კი ანგელოზებრივი ცხოვრებით იცხოვრა გამოქვაბულში. 1043 წელს კი სული უფალს მიაბარა, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ღირსი ანტონი. იმ გამოქვაბულში დღემდე დაცულია წმინდა მამის სასწაულმოქმედი ნაწილები, რომლის ძალითაც არაერთი ადამიანი გათავისუფლებულა უწმინდური ვნებებისგან.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat