ღირსი ბარლაამი VI საუკუნეში ცხოვრობდა. ის სოფელ გუბლიაში დაიბადა. შემდეგ კი განუდგა სოფელს და ანტიოქიის სიახლოვეს შიშველ მთაზე (ჯებელ-ალ აკრა) დასახლდა.
მან ყველა სათნოებაში სრულყოფილებას მიაღწია და ღმერთმა მისცა ხელმწიფება - ეშმაკები განედევნა და მრავალი სასწაული მოეხდინა. ჰყვებიან, რომ მის მეზობლად მცხოვრებმა ვინმე ბერმა კურთხევის ნიშნად ბარლაამს ქსოვილის ნაჭერში გახვეული ცხელი ნაკვერჩხლები გაუგზავნა. წმინდა ბარლაამმა ამ ნაკვერჩხლებით სავსე ნაჭრით, როგორც საცეცხლურით, თავისი კელიის კედლებს უკმია. შემდეგ კი ილოცა და იმავე ნაჭრით იმ განდეგილს წყალი გაუგზავნა. მას მერე, როცა ამ წყალს სნეულებს ასხურებდნენ ხოლმე, ისინი იკურნებოდნენ.
ღირს ბარლაამს არაბული სვინაქსარის ზოგიერთი ხელნაწერი მოიხსენიებს.
წმინდა გიორგი მთაწმინდელის სვინაქსარშიც 19 ივლისს არის ხსენება: "წმიდისა მამისა ჩვუენისა ბარალამისი, რომელი იყოფოდა მთასა ზედა კავკასსა, ანტიოქიისა ქვეყანასა". ხოლო "თვენში" (სინ.56) წმინდა ბარალამის ხსენებას ახლავს შენიშვნა: "დღესასწაული ბარალამწმიდას ქართველთა მონასტერსა" (44ვ).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი