პალადიოსის "ლავსაიკონის" მიხედვით ღირსი დიოკლე თავდაპირველად ვაჭარი იყო, შემდეგ ვაჭრობა მიატოვა და ფილოსოფოსი გახდა.
შეისწავლა ფილოსოფია და რიტორიკა. სიბრძნისმოყვარეობამ იგი ზეცისკენ მისდრიკა. როცა ოცდარვა წელი შეუსრულდა, საერო სიბრძნეს განეშორა და საღვთო სიბრძნეს ეზიარა. დატოვა ყველაფერი და თებაიდის ერთ მღვიმეში დაეყუდა, სადაც ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა და გონებით ქრისტესთან იყო შეერთებული.
ის ამბობდა: "გონება, რომელიც საღვთო ხედვას მოშორდება, ან ეშმაკი გახდება, ან პირუტყვი". და იქვე განმარტავდა: "ღვთის ხედვისაგან განშორებული კაცის გონებას ან გულისთქმის ეშმაკი დაეპატრონება და სიძვის ვნებაში ჩააგდებს, ან მრისხანების სული, რომელიც ადამიანს უგუნურებით ეშმაკს მიამსგავსებს". პირველ ვნებას ღირსმა დიოკლემ პირუტყვული უწოდა, მეორეს კი ეშმაკეული.
როცა მას ჰკითხეს:
- როგორ შეუძლია ადამიანს, რომ გონებით მუდმივად ღმერთთან იყოს?
მან უპასუხა:
- თუკი ადამიანი ფიქრითა და საქმით კეთილმსახურია და საღვთო ფიქრებითაა ავსებული, იგი მუდამ უფალთან არის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი