ღირსი ონისიფორეს მოღვაწეობის დრო არ არის ცნობილი. ის კონსტანტინოპოლში, ცნობილ ოჯახში დაიბადა და ავგუსტალად მსახურობდა,
ანუ ფლოტის ადმირალი იყო. ერთ-ერთი საზღვაო შეტაკების დროს ბიზანტიელები დამარცხდნენ და მხოლოდ მისი საადმირალო ხომალდი გადარჩა ჩაძირვას, რომელზეც თვითონაც იმყოფებოდა. მიხვდა რა ყოველივე ამსოფლიურის ამაოებას, ონისიფორემ სამსახური დატოვა და ათ თანამომსახურესთან ერთად კვიპროსზე წავიდა. გემიდან ქალაქ პაფოსში ჩამოვიდნენ, ის სოფელ ანარიტას სიახლოვეს ერთ მღვიმეში დასახლდა. მარხვასა და ლოცვაში ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა, როგორც ბრძოლებში იცოდა. ახლა ის დაცემულ ანგელოზებს ებრძოდა და სძლია კიდეც ღვთის შეწევნით. წმინდა ონისიფორემ მალევე მიაღწია წმინდა უვნებელობას და თვითონ იქცა მადლის წყაროდ ადგილობრივ მცხოვრებთათვის: სნეულებს კურნავდა, ეშმაკეულებს არაწმინდა სულისაგან ათავისუფლებდა, ლოცვით გვალვისას წვიმა მოჰყავდა, ანუგეშებდა ამ სოფლისაგან გატანჯულებს. ღირსი ონისიფორეს გარდაცვალების შემდეგ მისი წმინდა ნაწილებიდან მრავალი სასწაული აღესრულა. კვიპრელი წმინდანის შესახებ სვინაქსარებში ვერაფერს ნახავთ, ცნობები ადგილობრივი გარდამოცემებიდან აქვს აღებული ახალი სვინაქსარის ავტორს, მღვდელ-მონაზონ მაკარი სვიმონპეტრელს.
სურათის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი