დასავლეთის ეკლესია მოიხსენიებს ესპანეთის მკვიდრს, ბრიქსის (თანამედროვე ბრეშია) ეპისკოპოსს, წმინდა ფილასტრეს.
იგი მონაწილეობდა ანტიარიანულ აკვილეის კრებაზე (381), ხელი მოაწერა არიანელი გალიელი ეპისკოპოსების პალადიოსის და სეკუნდიანეს საწინააღმდეგო აქტებზე, რისთვისაც არიანელები დევნიდნენ.
მღვდლად კურთხევის შემდეგ მთელი რომაული მიწები მოიარა და ქრისტეს ქადაგებდა წარმართებთან, ებრაელებთან და განსაკუთრებით არიანელებთან. მილანში მან მართალი რწმენა დაიცვა წმინდა ამბროსი მედიონალელის წინამორბედ ეპისკოპოს ავქსენტისგან. რომში მონაწილეობდა ერეტიკოსებთან კერძო და სახალხო დისპუტებში და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ რწმენაზე. როცა ბრიქსის ეპისკოპოსი გახდა, სასწაულქმედების მადლი მიიღო ღვთისაგან.
წმინდა ავგუსტინე მას მილანში დაახლოებით 383 წელს შეხვედრია.
დაახლოებით 385 წელს მან შეადგინა "ერესების წიგნი", სადაც ჩამოთვლილ 156 მცდარ დოქტორინასთან ერთად განიხილავს სულთა გადასახლების რწმენას. ფილასტრე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერეტიკოსები თავიანთ მცდარ შეხედულებებს ხშირად აფუძნებენ პოპულარულ აპოკრიფულ მოციქულთა საქმეებზე, სადაც ხშირად აღწერილია, ცხოველები როგორ ელაპარაკებიან ადამიანებს.
წმინდა ფლისატრე 387 წელს გარდაიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი