ღირსი მამა პამბო (+დაახლ. 373) - 18 ივლისი (31 ივლისი)
ღირსი მამა პამბო (+დაახლ. 373) - 18 ივლისი (31 ივლისი)
ღირსი პამბო ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა. მის ღვთივსათნო, წმინდა ცხოვრებაზე ბევრი დიდი მამა აღფრთოვანებით გვიყვება. წმინდა ანტონი დიდი მასზე ამბობდა: ღმრთისმოშიშებისა მისისათვის, დაიმკვიდრა სულმან ღმრთისამან მის თანა. ღირსმა პიმენმა მასზე თქვა: სამი ხორციელი საქმე ვიხილეთ მამა პამბოსთან, ყოველდღიურად მწუხრამდე მარხვა, დუმილი დიდი და ხელთსახმარიო (ხელსაქმე).

იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია, სოკრატე სქოლასტიკოსი წერს, - როცა ღირსმა პამბომ ამსოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - "ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა", - მან ამ ფსალმუნის სხვა სიტყვები აღარ მოისმინა, და თქვა:

- ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, თუ ამ სიტყვების საქმით აღსრულებას ვისწავლიო.

ამის მერე მასწავლებელთან აღარ მისულა. ექვსი თვის შემდეგ ეს მასწავლებელი მას სადღაც შეხვდა და ჰკითხა:

- ჩემთან რატომ აღარ მოხვედი?

- ჯერ იმ სიტყვების საქმით ასრულება ვერ ვისწავლე, - უპასუხა პამბომ.

მრავლი წლის შემდეგ ამ ბერმა კიდევ ერთხელ ჰკითხა ღირს პამბოს:

- რა ჰქენი, მამო, ისწავლე იმ სიტყვების საქმით აღსრულება?

პამბომ უპასუხა:

- ცხრამეტი წელია, ვსწავლობდი და ძლივს მივეჩვიე საქმით აღვასრულო ის, რასაც ფსალმუნის სიტყვები მასწავლის.

თუმცა წმინდა პამბო თავიდან უსწავლელი იყო, მაგრამ შემდგომში ღმერთმა განაბრძნო და წმინდა წერილი კარგად იცოდა. ის სხვებისთვისაც კარგი მასწავლებელი შეიქნა. მისი მოწაფეები იყვნენ მთელ ეგვიპტეში სახელგანთქმული ოთხი ძმა: დიოსკორე, ამონი, ევსები და ექვთიმე. მათ დიდებს უწოდებდნენ და წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებაში იხსენიებიან. მათ შორის პირველი, დიოსკორე, ერმოპოლისი ეპისკოპოსი გახდა შემდგომში. მასთან ერთად, ილარიონ დიდის ცხოვრებაში იხსენიება დრაკონტი, ეპისკოპოსი და აღმსარებელი, რომელიც არიანელთაგან ევნო, ისიც სიყმაწვილეში წმინდა პამბოს მოწაფე გახლდათ.

ბევრი სათნოება ჰქონდა წმინდა პამბოს, მათ შორის უპოვრება და უვერცხლობა. როცა წმინდა მელანია რომაელი თავის სიმდიდრიდან ყველგან ფულს არიგებდა, შეიტყო წმინდა პამბოს შესახებ, ხუცეს ისიდორე ალექსანდრიელთან ერთად ღირს მამასთან მივიდა და უხვი შესაწირი - სამასი ლიტრა ოქრო მიართვა. წმინდა მამა კალათს წნავდა. ფულისთვის არც შეუხედავს და მხოლოდ სტუმრის მხურვალე ვედრების შემდეგ უბრძანა იქვე მდგომ მოწაფეს, ლიბიაში და კუნძულებზე მოღვაწე მონაზვნებისთვის დაენაწილებინა ეს სიმდიდრე, რადგან მათი მიწები, ეგვიპტელთაგან განსხვავებით, უნაყოფო იყო.

- მამაო, - შეჰკადრა მელანიამ, - იცოდეთ, რომ აქ სამასი ლიტრა ოქროა!

- შვილო ჩემო, - მიუგო მოსაგრემ, - უფლისთვის ხომ არაფერია დაფარული... ეს ოქროები ჩემთვის რომ შეგეწირა, ჭეშმარიტად, მათი რაოდენობაც უნდა გეუწყებინა, მაგრამ შენ მას ხომ ღმერთს აძლევ, რომელმაც ქვრივის ორი ლეპტაც არ შეურაცხყო და ყველაზე ძვირფასი ძღვენივით შეიწირა.

მასზე ამბობდნენ, რომ ყველა თანამედროვე ბერს დუმილით აღემატებოდაო. ერთხელ ძმამ ჰკითხა მამა პამბოს, - კარგია მოყვასის ქება?

-დუმილი სჯობიაო, - უპასუხა.

წმინდა პამბოს უთქვამს, - თუ გულით გინდა, შეგიძლია ცხონდეო.

ერთხელ ღირს პამბოსთან მამა პიორი მივიდა და თან დაობებული პურის ნატეხი მიიტანა.

- პური რისთვის მოიტანე, მამაო, - ჰკითხა პამბომ.

- რათა არ შეგაწუხოო (ანუ ჩემი პური ვჭამოო).

რამდენიმე დღის მერე წმინდა პამბო წმინდა პიორთან მივიდა და თან წყალში დამბალი, დაობებული პური მიიტანა. მამა პიორმა ჰკითხა:

- დამბალი პური რატომ მოიტანე, მამაო?

- რათა არა მარტო პურით, წყლითაც არ შეგაწუხოო, - უპასუხა მან.

ერთხელ წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა მამა პამბოს ალექსანდრიაში ჩასვლა სთხოვა. ბერდიდი ძმებთან ერთად წავიდა, გზად იქვე ჩამომჯდარ ერისკაცებს გადაეყარნენ, რომლებიც საუბრობდნენ და ბერებს ყურადღება არ მიაქციეს. წმინდა პამბომ მათ უთხრა:

- ადექით და მონაზვნებს დიდი პატივით მიესალმეთ, რათა მათგან კურთხევა მიიღოთ, რამეთუ ისინი ხშირად ესაუბრებიან ღმერთს და მათი ბაგეები განწმენდილია.

ქალაქში რომ მივიდნენ, აქ ნეტარს ერთი მდიდრულად ჩაცმული ცოდვილი ქალი გადაეყარა. წმინდანი მის დანახვაზე ატირდა.

- რა გატირებს, მამაო? - ჰკითხეს ბერებმა.

მოსაგრემ მიუგო:

- ორი რამე მატირებს: ამ ქალის წარწყმედა და საკუთარი თავი. მე ისე არ ვზრუნავ საკუთარი სულის შემკობაზე, როგორც ეს ქალი თავისი სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე. მე ნაკლებს ვაკეთებ უფლისთვის სათნოსაყოფად, ვიდრე იგი ადამიანთათვის თავის მოსაწონებლად.

მუდამ გულშემუსვრილი ღირსი პამბო არასოდეს იცინოდა, ღიმიც კი არ დაჰკრავდა მის სახეს. ერთხელ ეშმაკებმა მისი გაცინება გადაწყვიტეს. ბუმბულს თოკი მოაბეს და მის თვალწინ ისე მიათრევდნენ, თითქოს მძიმე რამე მიჰქონდათ, თან ერთმანეთს უყვიროდნენ, - დამეხმარეთ! დამეხმარეთო!

ეს რომ დაინახა, წმინდა პამბომ გაიცინა. მაშინ გახარებულმა ეშმაკებმა ყვირილი მორთეს: - როგორც იქნა, პამბომ გაიცინაო!

წმინდანმა მათ უთხრა:

- მე არ გამიცინია, მე თქვენს უძლურებას დავცინი, რომ ერთი ბუმბულის წაღებაც კი არ შეგიძლიათო.

წმინდა პამბომ სახელი გაითქვა წმინდა ცხოვრებით. მთელი დღეების მანძილზე იგი ხელსაქმობდა - ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს გონებით განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთის განგებულებაზე ფიქრობდა და უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მისგან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა საკუთარ გონებას. მოსულებს ხშირად ეუბნებოდა, - მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზეო, ლოცვისთვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის, კვირის, ანდა თვის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს. ამიტომაც მის პასუხებს, როგორც ღვთის ნათქვამს ისე იღებდნენ და შიშით აღასრულებდნენ. წმინდა პამბოს დროს ეგვიპტეში ორი ღვიძლი ძმა ცხოვრობდა - პაისი და ელია, მდიდარი ვაჭრის შვილები. მშობლების სიკვდილის შემდეგ შემონაზვნება გადაწყვიტეს და დაემშვიდობნენ სოფელს. შუაზე გაიყვეს ქონება. პაისიმ მთელი საბადებელი გლახაკებს, ეკლესია-მონასტრებს დაურიგა და თავის¬თვის არაფერი დაიტოვა. თვითონ კი სამოღვაწეოდ გავიდა უდაბნოში და ხელსაქმით ირჩენდა თავს. ელიამ პატარა მონასტერი ააშენა და ძმები მიიღო. იქვე ახლოს საავადმყოფო და სასტუმრო ააგო მწირთათვის, სადაც გულმოდგინედ ზრუნავდა სნეულებისთვის, შაბათ-კვირას ორ-სამ ტრაპეზს გააწყობდა მწირთა და გლახაკებისთვის. როცა ორივე ბერი გარდაიცვალა, ძმები ბევრს დავობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო ღვთის წინაშე. როცა წმინდა პამბოს ჰკითხეს, მან უპასუხა:

- ორივე სრულ იქმნა ღვთის წინაშე, პირველი უცხოთ შემწყნარებლობით მართალ აბრაამს მიემსგავსა, მეუდაბნოე კი წინასწარმეტყველ ელიას, რამეთუ ორივე სათნო ეყო ღმერთს.

ამ პასუხის მერე ძმები მაინც არ დაცხრნენ. მაშინ მამა პამბომ მათ უთხრა: - მოიცადეთ, ძმებო, ღვთისაგან პასუხს მივიღებ და გეტყვითო.

რამდენიმე დღის შემდეგ ძმები პასუხისთვის ეახლნენ. წმინდა პამბომ მათ უთხრა:

- ძმანო, გეუბნებით ღვთის წინაშე, რომ ორივე ძმა გვერდიგვერდ მდგარი ვიხილე ღვთის სასუფეველში.

ამ პასუხის შემდეგ ძმები დამშვიდნენ და ღმერთი ადიდეს.

ერთხელ მასთან ხალენშემოსილი ოთხი სკიტელი ძმა მივიდა. ერთი ძალზე მმარხველი იყო, მეორე უპოვარი, მესამეს დიდი სიყვარული ჰქონდა, მეოთხე კი თავის მოძღვარს ოცდაორი წელი მორჩილებდა. ძმები ერთმანეთის სათნოე¬ბას აქებდნენ. წმინდა პამბომ მათ უთხრა: ჭეშმარიტს გეტყვით, ძმანო, ამ უკანასკნელის სათნოება უფრო მეტია, რადგან თითოეულმა თქვენგანმა, სათნოებები საკუთარი ნებით მოიპოვეთ. ხოლო ამას საკუთარი ნება დაუტევებია და სხვის ნებას აღასრულებს, "ესევითარი აღმსარებელი არს, უკეთუ დაიმარხოს სრულად".

დიდი მადლი ჰქონდა ღირს პამბოს, ის არა მარტო ჭვრეტდა სამოთხეს, იგი მსგავსი იყო სამოთხის მკვიდრთა. ჯერ კიდევ ხრწნად ხორცში, კაცთა შორის მცხოვრები ატარებდა სამოთხისეული უხრწნელების ბეჭედს, იგი არა მხოლოდ სულით ანათებდა, სახეც უბრწყინავდა, ვითარცა ოდესმე მოსე წინასწარმეტყველს: პირი მამისა პამბოისი ელვის სახედ გამობრწყინდის და არნ იგი, ვითარცა მეუფეი მჯდომარე საყდართა ზედა". სამი წელი ევედრებოდა წმინდა პამბო ღმერთს, უფალო გევედრები, ნუ განმადიდებ მიწაზეო.

მაგრამ, ღმერთმა თავის სათნომყოფელთა განმადიდებელმა, ისე განადიდა იგი, რომ ძმები ვერ ბედავნენ მის ღვთივბრწყინვალე სახეზე შეხედვას. ღირსმა მამამ სამოცდაათი წელი იცხოვრა, როცა მისი გარდაცვალების ჟამი დადგა, ძმებს უთხრა:

- მას მერე, რაც უდაბნოში დავსახლდი და კელია ავი¬შენე, არ გასულა დღე, საკუთარი ხელებით არაქათის გამოცლამდე არ მემუშავა; არ მახსოვს, სხვისი მოცემული პური შემეჭამა, მას მერე, რაც ღმრთისათვის მონაზონი გავხდი, არასოდეს შემინანია ნათქვამი სიტყვის გამო, მაგრამ ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ღვთივსათნოდ, მონაზვნურად ცხოვრება არ დამიწყია.

ამ სიტყვებით სული თვისი ჩააბარა უფალს.

ღირსი პამბო IV საუკუნის ბოლოს გარდაიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler