ღირსი არსენი ნოვგოროდელი, სალოსი (+1570) ) - 12 (25) ივლისი
ღირსი არსენი ნოვგოროდელი, სალოსი (+1570) ) - 12 (25) ივლისი
წმინდა არსენი (ერისკაცობაში - ამბროსი) დაიბადა ტვერის მიწაზე, ქალაქ რჟევ-ვლადიმიროვში. ის კარგად, ქრისტიანულად აღზარდეს, ღვთის შიში ჩაუდეს გულში. მამამ შვილს ტყავის დამუშავება და შეკერვა ასწავლა. ფიზიკური შრომის გარდა, ვაჟი ყოველდღიურად ესწრებოდა ღვთისმსახურებას. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ დაქორწინება აიძულა. თუმცა, ამბროსის მანამდეც მონაზვნობა სურდა და ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ დაუტევა, ცოლი, დედა, ოჯახი, ბოდიშის წერილი დაუტოვა და ქალაქ ნოვგოროდში გადასახლდა.

ამბროსიმ ნოვგოროდშიც განაგრძო მეტყავეობა, ამასთან დაფარულად მარხულობდა და ლოცულობდა. მისი მოსაგრე ცხოვრების შესახებ შეიტყო, ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა, თეოდორე სირკოვმა, რომელიც ტაძრებს და მონასტრებს აშენებდა და მას ეკლესიისა და სავანის აშენება შესთავაზა. მართლაც 1562 წელს ამბროსი არსენის სახელით მონაზვნად აღიკვეცა და ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი დააარსა.

წმინდა არსენი ასკეტურად ცხოვრობდა, ტანზე ჯაჭვები ჰქონდა შემოხვეული, რომელსაც, გლახაკიც რომ უარს იტყოდა, ისეთი სამოსით იფარავდა. ამის გამო მას ქალაქში ზოგი სულელად, ზოგიც ქრისტესთვის სულელად თვლიდა. მაგრამ წმინდა არსენს ეს არ ანაღვლებდა, გონებით ღვთისკენ მიქცეული, განუწყვეტლივ ლოცულობდა და თვალთაგან მუდმივად ცრემლი სდიოდა. სიცოცხლის ბოლოს თავის მონასტერში დაეყუდა. მან არ მიიღო იოანე მრისხანეს ძღვენი, რომელმაც მანამდე ათასობით ნოვგოროდელი სიკვდილით დასაჯა. რაღაც დროის შემდეგ ვიდრე ფსკოვში წავიდოდა, ივანე მრისხანემ წმინდა არსენი მოინახულა. "ხვალე, მეფეო მეც მზად ვიქნები გასამგზავრებლად". ნათქვამმა გაახარა მეფე, იფიქრა, წმინდანი ფსკოვში გამომყვებაო. თუმცა წმინდა არსენი მეორე დღეს წმინდა ზიარების მიღების შემდეგ ღვთის სასუფეველში გადასახლდა. ეს მოხდა 1570 წლის 12 ივლისს. შემდგომში წმინდა არსენის საფლავის გახსნისას მისი წმინდა სხეული უხრწნელი აღმოაჩინეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.11.2022
წმინდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა დაახლოებით 347 წელს.
22.11.2022
იოანე დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, დიდებულის ოჯახში. ბავშვობიდან ღვთის შიშით იზრდებოდა.
22.11.2022
ღირსი ნილოს მმარხველი, დაიბადა IV საუკუნის II ნახევარში გალატიის პროვინციის ქალაქ ანკირაში.
16.11.2022
წმინდა ნექტარიოსი 1846 წლის 1-ლ ოქტომბერს დიმოს და ბასილიკა კეფალების ოჯახში დაიბადა.
10.11.2022
სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბასილი ზარზმელს სერაპიონის ცხოვრება უნდა დაეწერა X ს-ის I ნახევარში
10.11.2022
მამა არსენი (ანიცალიხოსი) დაიბადა დაახლოებით 1840 წელს კაპადოკიაში, ფარასის ოლქში. მის ღვთისმოშიშ მშობლებს ელეფთერი და ბარბარე ერქვათ.
08.11.2022
1995 წლის 19 სექტემბერს მცხეთის 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ
04.11.2022
მარტირიოს დიაკონი პეჩორელი XIII-XIV საუკუნეების მოჯნაზე მოღვაწეობდა კიევ-პეჩორის მონასტერში.
04.11.2022
ღირსი არეთა პეჩორელი კიევ-პეჩორის ლავრის ბერი გახლდათ და მოღვაწეობდა XII საუკუნეში.
04.11.2022
ელეზვოი იყო ეთიოპიის მეფე VI საუკუნეში. იმ დროს არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანი მეფობდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
იოანე დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, დიდებულის ოჯახში. ბავშვობიდან ღვთის შიშით იზრდებოდა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama