კიევის დიდმა მთავარმა წმინდა ვლადიმერმა, ქრისტიანობაზე მოქცევამდე რამდენიმე წლით ადრე, ჯერ კიდევ წარმართმა, ჩვეულებისამებრ ბრძანა
სლავების უზენაესი ღვთაებისთვის, ჭექა-ქუხილისა და ელვის ღმერთ პერუნისთვის მსხვერპლად შეეწირა წილისყრით არჩეული კაცი. წილი კი იოანეს შეხვდა, ქრისტიან ყმაწვილს, ვარიაგი მეომრის, თეოდორეს ვაჟს. თეოდორე ქრისტიანად ბიზანტიაში ელჩობისას მოექცა. მთავრისგან გაგზავნილი ხალხი წმინდა თეოდორემ მკაცრად ამხილა, უთხრა, რომ მათ მიერ თაყვანისცემული ღმერთები - ხის ნაჭერი იყო და მეტი არაფერი და შვილის გატანებაზე უარი განუცხადა. მთავრის ხალხი უკან დაბრუნდა და ვლადიმერს ყველაფერი მოახსენეს. მთავარმა მეორედ გააგზავნა თავისი ხალხი. თეოდორემ მტკიცედ უთხრა უარი. მაშინ მთავრის ხალხმა მამა-შვილი მოკლა და მათი სახლი დაანგრია. როცა წმინდა ვლადიმერი ქრისტესკენ მოიქცა, პირველი ეკლესია მათი მოწამეობის ადგილას ააშენა, ხოლო წმინდა თეოდორესა და იოანეს წმინდა ნაწილები შემდგომში წმინდა ანტონის ლავრაში დაასვენეს და პატივს მიაგებენ, როგორც რუსეთის პირველმოწამეებს. წმინდანები განსაკუთრებით შეეწევიან უშვილო ქალებს და მათ, ვისაც მძიმე მშობიარობა აქვს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი