ღირსი მიქაელ მალეინი (+962) ) - 12 (25) ივლისი
ღირსი მიქაელ მალეინი (+962) ) - 12 (25) ივლისი
ღირსი მიქაელი დაიბადა 894 წელს კაპადოკიის ქალაქ ხერსიანში, მალეინების ცნობილსა და გავლენიან ოჯახში, რომელმაც ქვეყანას მრავალი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე მისცა და იმპერატორის სახლთან ჰქონდა კავშირი.

მიქაელის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, მერე კი ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ნათლისღებისას მანოელი დაარქვეს. ჯერ კიდევ ყრმობისას ბიჭი საიმპერატორო კანცელარიის სპაფაროკანდიდატის ხარისხში იქნა აღყვანილი და მომავალში მეფის კარზე ბრწყინვალე კარიერა ელოდა.
ერთხელ მანუელი მამასთან, პატრიკიოს ევსტატესთან ერთად კონსტანტინოპოლში იმპერატორ ლეონ VI-ს დაკრძალვაზე (912) ჩავიდა, რომელიც მათი ნათესავი იყო. ყმაწვილმა შეიცნო ამქვეყნიური დიდებისა და პატივის ამაოება და შემონაზვნების სურვილით აენთო, ამ დროს კი მშობლები მის დაქორწინებას აპირებდნენ. ღვთის ნების გასაგებად ფსალმუნი გადაშალა და ასეთი რამ წაიკითხა: "უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი?" (ფსალ. 10,1) მან გახარებულმა დახურა წიგნი, და დარწმუნებულმა, რომ ღვთისგან ნიშანი მიიღო, მშობლებისგან მალულად ბითინიაში, კიმინის მთის ძირში მდებარე სოფელ კერსინიაში გაიქცა. იქ ცხოვრობდა სახელგანთქმული მამა იოანე ელადელი თავის რამდენიმე მოწაფესთან ერთად. აცრემლებული ყმაწვილი მოძღვრის ფერხთით დაეცა, თავისი ვინაობა დამალა და სთხოვა, ღვთისკენ სავალი გზები ესწავლებინა. იხილა რა ახალგაზრდის მხურვალე სწრაფვა ღვთისაკენ, მამა იოანემ მანოელი ოთხი დღის შემდეგ მიქაელის სახელით მონაზვნის კაბით შემოსა. როცა შვილის გაგზავნილმა მსახურებმა პატრიკიოსს შეატყობინეს ახალი ამბავი, მონატრებულმა მამამ მაშინვე კიმინისკენ ისწრაფა. ევსტატე მონასტერში ღამე ჩავიდა და ტაძარში ცისკრის ლოცვის დაწყებისას შევიდა. ამ დროს მას შვილის გალობა მოესმა, მამა ატირდა და ამით გასცა თავი. პატრიკიოსი მამა იოანესთან მიიყვანეს. ევსტატემ გაბრაზებულმა უსაყვედურა ღირს მამას და ბრალი დასდო - ჩემი შვილი აიძულე, ბერად შემდგარიყოო. რაზეც ღირსმა მამამ უთხრა, მე მხოლოდ სახარებას დავემორჩილე და "რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (იოანე, 6,37). როცა ევსტატე დამშვიდდა, მუქარას თავი ანება, თუმცა მიქაელი შინ წაიყვანა. დედამ ძალზე განიცადა შვილის შემონაზვნება, ჯავრისაგან კინაღამ მოკვდა. მშობლებმა ვერ შეძლეს შვილის დაყოლიება საერო ცხოვრებას დაბრუნებოდა და მონასტერში წასვლის ნებართვა მისცეს.

მიქაელს სატრაპეზოს სამსახური დაავალეს. ის, რომელიც სიყრმიდანვე მსახურებით იყო გარემოცული, ახლა მზად იყო ყველაფერში დამორჩილებოდა მოტრაპეზე ძმებს. იგი ისეთი თავმდაბლობით აღასრულებდა უსიამოვნო მორჩილებას, რომ სულიერი მამისა და სხვა მონაზვნების აღფრთოვანება დაიმსახურა. სხვებსავით მიქაელიც სასტიკად ებრძოდა ძილის სურვილს. მაშინ მან გადაწყვიტა დღისით მხოლოდ ერთი სამოსი სცმოდა, ზამთარშიც ფეხშიშველას ევლო და ღამე დაფაზე დაეძინა. ორი წლის მამაცური ღვაწლის შემდეგ ის მონაზვნად აღკვეცეს. მის ბერად შედგომას მამამისიც დაესწრო, მან შვილი გაამხნევა: "ისწრაფე, შვილო, სათნო ეყო ღმერთს, რომელიც არჩიე ამ სოფელსა და მშობლებს. შემდეგ კი შინ გახარებული დაბრუნდა და ცოლს უთხრა, რომ ღვთისმშობელმა უკან მიიღო მათთვის ბოძებული საჩუქარი და მათი შვილი მრავალთათვის სულიერი დასაყრდენი იქნება, რითიც ისინი უნდა ამაყობდნენ.

მალე ევსტატე (915) გარდაიცვალა, და დედა, რომელიც ადრე შვილის ბერობის მოწინააღმდეგე იყო, თვითონვე აღიკვეცა მონაზვნად. წმინდა მიქაელის და კი გათხოვდა და მომავალი იმპერატორის, ნიკიფორე ფოკას დედა გახდა. წმინდანმა მემკვიდრეობა ძმასთან ერთად გაიყო და თავისი წილი სულიერ მოძღვარს გადასცა. მან ამ თანხის ნახევარი გლახაკებს დაურიგა, ხოლო ნახევრით კი მონასტერი გააფართოვა. წმინდა მიქაელს კი მეტი მყუდროება სურდა და მოძღვრისაგან მონასტრის გვერდით კლდეზე განმარტოების ნებართვა მიიღო (918). იქ ის ხუთი დღე ლოცვაში, ღვაწლში ატარებდა და შაბათ-კვირას მონასტრის ძმებთან ერთად ლოცულობდა. ამ კლდეზე მან ოთხი წელი იცხოვრა და მერე თავის ნათესავ აღაპისთან ერთად უდაბნოში შევიდა. იქ მათ ორი წელი გაატარეს განდეგილობაში, დიდ გაჭირვებაში, ჭამდნენ მხოლოდ გამხმარ პურს, რომელიც მათთვის გლეხებს მოჰქონდათ. თუმცა სტუმრები მყუდროებას ურღვევდნენ და აღმოსავლეთ ბითინიაში, პრუსიადას მხარეში წავიდნენ, იქ ერთ ძალზე მყუდრო ადგილას დასახლდნენ, რომელსაც ქსიროლიმნიას ეძახდნენ. აქ მან პატარა ქოხი აიშენა და სასტიკი ბრძოლა გაუმართა ეშმაკებს. წმინდა მიქაელს ხმა მალევე გაუვარდა და მასთან ხალხმა იწყო მოსვლა, რომელთაც მასთან ცხოვრება სურდათ. წმინდა მიქაელს მათი მიღება არ სურდა, მაგრამ დაემორჩილა ღვთის ნებას და მალე 50-მდე მონაზონი შეიკრიბა მის გარშემო. ისინი თანაზიარნი იყვნენ ღირსი მამის ღვაწლისა და მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდნენ. წმინდა მიქაელი მათ პირადი მაგალითითა და მადლიანი საუბრებით ასწავლიდა მონაზვნური ცხოვრების ხელოვნებას. მის სავანეში ვერ იხილავდით, დამწუხრებულ, სასოწარკვეთილ ადამიანს. მაგრამ რადგანაც ამ ადგილას ბევრი მონაზონი ვერ იცხოვრებდა, წმინდა მიქაელმა მონასტერი სამართავად აღაპის დაუტოვა, თვითონ კი კიმინის მთაზე წავიდა - სადაც ის შემონაზვნდა. იქ მან ერთი მყუდრო ადგილი იპოვა, რომლის სიახლოვეს წყალიც საკმაოდ მოედინებოდა. აქ დაიწყო მან დიდი ლავრის მშენებლობა. მონაზვნებმა უპირველესად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს. მალე წმინდა მიქაელის სავანე მონაზვნობის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. წმინდა მიქაელს არ შეეძლო გულგრილად ეყურებინა, სავანეში არაფერს დაიტოვებდა და მათ დაეხმარებოდა. გლახაკთათვის მთის ძირში თავშესაფარი ააგო, სადაც მომლოცველებს და მწირებს იფარებდა. იღუმენის შრომითა და ლოცვით უდაბნო ქალაქად გადაიქცა. უფლისაგან მან სასწაულქმედების და წინასწარმეტყველების მადლი მიიღო. მან უწინასწარმეტყველა კონსტანტინე VII პორფირეგენეტოსს ბულგარელებთან დამარცხება, ხოლო რომან ლეკაპინს დამხობა, ეს რომ რომანის ძმამ პატრიარქმა თეოფილაქტემ შეიტყო, შურისძიება და მონასტრის გაუქმება მოისურვა, მაგრამ წმინდა მიქაელმა აიცილა ეს დარტყმა.

ერთხელ, როცა წმინდა მიქაელი კონსტანტინოპოლში თავის ნათესავთან, სტრატეგ ზეფინერასთან იყო სტუმრად, მას ახალგაზრდა აბრაამი მიუყვანეს, მომავალში წმინდა ათანასე, დამაარსებელი ათონის წმინდა მთაზე დიდი ლავრისა. ყმაწვილი განაცვიფრა წმინდა მამის ბრწყინვალებამ და მაშინათვე გაჰყვა კიმინის მთაზე. წმინდა მიქაელმა ასწავლა მას მონაზვნური ცხოვრების საფუძვლები. როცა ღირსი მამა სიკვდილის პირას იყო, წმინდა ათანასეს შეეშინდა, რომ იღუმენის მემკვიდრედ არ აერჩიათ და მონასტრიდან წავიდა. თან ღირსი მამის კუნკული წაიღო, რომელსაც დიდ დღესასწაულებზე იხურავდა ხოლმე.

ორმოცდაათწლიანი მონაზვნური ცხოვრების მანძილზე წმინდა მიქაელს არასოდეს შეუცვლია მოსაგრე ცხოვრების კანონი. ის ისევ ხუთი დღის მანძილზე არ ჭამდა საჭმელს, ხოლო სიცოცხლის ბოლოს, დიდი მარხვის პერიოდში, 12 დღე არ იღებდა საკვებს. ყველანაირ ამინდში მხოლოდ ერთი უხეში სამოსი ეცვა, დაბალ სკამზე ეძინა, მხოლოდ ავადმყოფობისას წვებოდა ქვეშაგებზე. ძალზე უყვარდა საეკლესიო დღესასწაულები, საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულებზე მთელი ღამე ძმების ქოროში იდგა და გალობდა, სახე სიხარულით უბრწყინავდა. ანგელოზივით ცხოვრობდა და მშვიდობით მიიცვალა 961 წლის 12 ივლისს.

კონდაკი

ხორციელი სიმდიდრე დააწვლილენ საქმითა, ხოლო სულიერი მკვეთელობაი მოიგე განწმენდითა, მიქაელ, და გამოჩნდი სამებისა სამკვიდრებელ, რომლისაცა მხედველ იქმენ ცხადად, მას ევედრე, ნეტარო, დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat