ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X) - 12 (25) ივლისი
ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X) - 12 (25) ივლისი
12 (25) ივლისს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთად იხსენიებს წმინდა ათონის მთაზე ქართველთა სავანის დამაარსებელ ღირს მამებს იოანესა და გაბრიელს.

წმინდა იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ გავლენიან და მდიდარ ოჯახს ეკუთვნოდა. იგი დაიბადა სამცხეში დაახლოებით 920 წელს. წმინდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: "სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიე¬რი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა".

წმინდა იოანე საერო სამსახურში მამის ნაცვლად ჩადგა. იგი ყველანაირი ამქვეყნიური სიკეთით იყო აღსავსე:

ჰყავდა ცოლ-შვილი, იყო მდიდარი, მაგრამ ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად ბერად აღიკვეცა ოთხთა ეკლესიის ლავრაში (ტაო-კლარჯეთში, ამჟამად თურქეთში).

მისი ცოლ-შვილი კი სიმამრმა, აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს თავისთან. მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ამიტომ ის, მამების კურთხევით, მცირე აზიაში გაემგზავრა, ულუმბოს მთაზე დამკვიდრდა, სადაც ერთ-ერთ მონასტერში სიმდაბლით და მორჩილებით ჯორთა მსახურება იტვირთა და ათანასე ბერს დაუმეგობრდა, რომლის დედაც ქართველი (ლაზი) იყო. წმ. ათანასე დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ულუმბოს მთაზე, მიქაელ მალეინის მონასტერში. იმავე მონასტერში "ჟამთა არამცირედთა" მოღვაწეობდა იოანეც. სულიერი კავშირის გარდა, მათ შორის იყო ასაკობრივი ერთობაც.

გარკვეული ხნის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა მეფე დავით კურაპალატს ერთგულების ნიშნად და გადაცემული მიწების სანაცვლოდ მძევლები მოსთხოვა. სხვა წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მძევლებად გაგზავნეს იმპერატორის კარზე, ექვთიმეც აღმოჩნდა. ეს რომ გაიგო, იოანემ გაამხილა ვინაობა, დატოვა ულუმბო და კონსტანტინოპოლში მეფის სასახლისაკენ გაემართა. სამეფო კარზე ყველანი იცნობდნენ აბუჰარბს, იოანეს სიმამრს, ამიტომ ბერძნები დიდი პატივით შეხვდნენ იოანეს. აქვე იყო აბუჰარბიც, რომელსაც იოანემ მწარედ უსაყვედურა: "განა თქვენ საკუთარი შვილები არ გყავდათ, რომ მძევლად გამოგეგზავნათ იმპერატორის კარზე? ცხადია, რომ ღვიძლი შვილები ვერ გაიმეტეთ და ჩემი ძე, როგორც ობოლი, გაწირეთ მძევლად". მეფეთა თანხმობით, იოანემ თავისი შვილი მძევლობისგან დაიხსნა და მასთან ერთად ულუმბოს მთაზე დაბრუნდა.

მალე ულუმბოზე და მის შემოგარენში გავრცელდა ამბავი იოანეს დიდგვაროვნობისა და განსაკუთრებული პატივით დაუწყეს მოპყრობა. ამ გარემოებამ აიძულა იოანე, დაეტოვებინა ულუმბოს მთა და თავის ძესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად 965 წელს ათონის მთაზე წასულიყო. წმ. იოანეს ათონზე მისვლა განპირობებული იყო 960-961 წლებში აქ ათანასე ოლიმპელის დამკვიდრებით და 963-965 წლებში მის მიერ იმპერატორ ნიკიფორე ფოკას სახსრებითა და დახმარებით დიდებული ლავრის ("მეგისტე ლავრა") აშენებით, რომელიც ბერმონაზვნური მოძრაობის და იმავდროულად ბიზანტიური მწიგნობრობის განთქმულ ცენტრს წარმოადგენდა (ათანასე და ნიკიფორე ჭაბუკობის მეგობრები იყვნენ). წმინდა ათანასეს დროს ლავრაში 120-მდე მონაზონი ცხოვრობდა, მათ შორის ქართველებიც. იოანესა და ათანასეს შორის კავშირი ათონზე უფრო განმტკიცდა. წმ. ათანასე ყოველნაირად ხელს უწყობდა იოანეს და ისიც არ იშურებდა თავის გავლენას და ეხმარებოდა სამონასტრო საქმეში.

ამ დროს წმინდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი ჩორდვანელი (ხს. 12 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმინდა ათანასეს კურთხევით, ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.

წმ. ათანასეს გაგებული ჰქონდა თორნიკეს საგმირო საქმეების შესახებ და დიდ პატივსაც მიაგებდა ქართველებს. ცოტა ხანში გახმაურდა წმინდა იოანეს და თორნიკეს მთაწმინდაზე ყოფნის ამბავი და მათი მიბაძვით ქართველებმა იწყეს დენა ათონისაკენ. როცა ათანასეს ლავრაში მცხოვრები ქართველების რიცხვი ძალზე განმრავლდა, იოანემ და თორნიკემ ლავრიდან მოშორებით, ათანასეს კურთხევით, ააშენეს ეკლესია სენაკებითურთ, იოანე მახარებლის სახელზე და იქ განაგრძეს მოღვაწეობა. ეს უნდა მომხდარიყო 969 წლამდე.

როგორც ცნობილია, X საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია არაბებთან ბრძოლაში, მაგრამ 70-იან წლებში შექმნილმა საშინაო ვითარებამ შეზღუდა იმპერიის შესაძლებლობანი: ამ დროისათვის უეცრად გარდაცვლილ ბიზანტიის იმპერატორს მცირეწლოვანი შვილები, ბასილი და კონსტანტინე დარჩა, რითაც ისარგებლა ბიზანტიის ჯარების სარდალმა ბარდა სკლიაროსმა და აუჯანყდა იმპერატორის ოჯახს, რითაც საფრთხე შეუქმნა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტს. მან მთლიანად დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის აზიური ნაწილი და ტაოს დაუმეზობლდა. იმპერატორის ჯარების სარდალმა ბარდა ფოკამ ბიზანტიის დაქვრივებულ დედოფალს, ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრეების - ბასილისა და კონსტანტინეს დედას, თეოფანიას, ურჩია, სამხედრო დახმარებისათვის მიემართა განთქმული დავით ტაოელისათვის, რომლის სამფლობელოებსაც საფრთხე ელოდა ბარდა სკლიარო¬სის გაძლიერებით. ბიზანტიის სამეფო კარმა დავით კურაპალატისაგან დახმარების აღმოჩენისათვის შუამდგომლობა ათონის მონასტრის ბერს - იოანე-თორნიკეს სთხოვა. დედოფალმა წარჩინებული კაცი სევასტოფორი გაგზავნა წმინდა მთაზე და ქართველ მამებს შეევედრა: "უღვთო სკლიაროსი განგვიდგა და ხმელეთის მხარე მთლიანად დაიპყრო. აწ თქვენს სიწმინდეს შევავედრებთ, რათა ყოველი მიზეზის გარეშე მოვიდეს იოანე-თორნიკე ჩვენს მეფესთან".

თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში.

ქართველთა მეფემ დიდად გაიხარა ყოფილი მხედართმთავრის ხილვით, დათანხმდა დახმარებას და მის საფასრად ძველი სადავო "აღმოსავლეთის" ქვეყნები ანუ "ზემონი ქვეყანანი" მოითხოვა. დავითმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი. ომი თორნიკესა და სკლიაროსს შორის მცირე აზიაში, მდინარე ჰალისის მიმდებარე ველზე გაიმართა. ბარდა სკლიაროსს სპარსთა და სომეხთა თანადგომის იმედი ჰქონდა.

ბრძოლის მსვლელობაში იგი ცდილობდა, თორნიკე თავისი განლაგების სიღრმეში შეეტყუებინა და გაერთიანებული ლაშქრით დაემარცხებინა. მაგრამ გამოცდილ სარდალს თავად ჰქონდა მისთვის სტრატეგიული მახე დაგებული: თორნიკემ ისარგებლა ბერძნების უკმაყოფილებით, რომ ქართველები იყვნენ ბრძოლის მეთაურები და, ვითომცდა გაბრაზებული, აიყარა თავისი მებრძოლებიანად და ბერძნები პირისპირ "შეატოვა" მტერს. ეს რომ ბარდა სკლიაროსმა გაიგო, სამალავიდან გამოვიდა და თორნიკესაც ეს სწადდა - ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაეცა თავს საფარდაგდებულ მოწინააღმდეგეს და სკლიაროსი ლამის სპარსეთამდე გააქცია. მერე უკან შემობრუნდა და სამეფო კარის მითითებით ბერძენთა მოღალატე დიდებულები დაატყვევა და დასაჯა. ქართულმა ჯარმა, რომელმაც სასტიკად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი, ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა მადლიერების ნიშნად საქართველოს დაუბრუნა ადრე მიტაცებული "ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი". სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წელს ბიზანტიის კეისარმა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა.

გამარჯვების შემდეგ თორნიკე ისევ ათონს დაუბრუნდა. იოანემ და თორნიკემ გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო, აეშენებინათ საკუთარი მონასტერი. იოანე-თორნიკეს დიდმა ავტორიტეტმა და დამსახურებამ ბიზანტიის იმპერატორის წინაშე ხელსაყრელი პირობები შექმნა ათონზე დამოუკიდებელი ქართული მონასტრის აშენებისათვის, რასაც მხარს დავით კურაპალატიც უჭერდა. მამებმა შეარჩიეს სასიამოვნო ადგილი "შუა მთაწმინდასა", შეიძინეს მიწა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე ეკლესიები და სამონასტრო შენობები ააგეს, ღმრთივსულიერი წიგნებით აავსეს და პატიოსანი ხატებით განამშვენეს. შეისყიდეს დიდი მამულები, რომელიც იმპერატორმა ოქრობეჭდით დაუმტკიცა, მონასტრის პირველ წინამძღვრად კი წმინდა იოანე იბერი აირჩიეს. მონასტრის მშენებლობა ქართველებმა დაიწყეს 980 წელს და სამი წლის თავზე, 983 წელს დაასრულეს.

წმ. იოანე უაღრესად შრომისმოყვარე მოღვაწე იყო. გამუდმებული შრომა, მღვიძარება და ლოცვა განასპეტაკებდა მის სულს და აუძლურებდა ხორცს. წმ. ათანასე დიდიც ძველებურად მფარველობდა ქართველებს და ეხმარებოდა ქართველთა პირველ დამოუკიდებელ მონასტერს ათონის მთაზე. იგი საგანგებოდ წარმოაჩენდა იოანეს დამსახურებას ათონელთა წინაშე, რაც მის მრავალმხრივ საქმიანობაში, კერძოდ, საიმპერატორო კართან ურთიერთობის მოგვარებასა და კონსტანტინოპოლში ათონის მოღვაწეთა ინტერესების დაცვაში გამოიხატებოდა. მისი დახმარებით ქართველთა მონასტერმა ნაოსნობის უფლება მოიპოვა 984 წელს. წმ. იოანეს მოღვაწეობაზე არაერთი საინტერესო ცნობაა შემონახული ძველ სიგელ-გუჯრებსა და სხვა დოკუმენტებში. ერთ-ერთ სიგელში წმ. ათანასე აქებს იოანეს და ამბობს: "ფრიად იღვაწა კაცმან ამან ჩუენთვის სამეუფოსა ქალაქსა ხშირითა მიმოსვლითა და შუამდგომლობითა მეფეთა წინაშე, მეფე ნიკიფორე ფოკას დროიდან დღევანდელ დღემდეო".

წმინდა იოანე თორნიკყოფილის გარდაცვალების შემდეგ (985 წ.) მამა იოანეს ათონზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუძნელდა, გადაწყვიტა ესპანეთში წასვლა და "ქართველთა მონათესავე ხალხის", ესპანეთის იბერების მონახულება. იოანე ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ძველად ესპანეთსაც იბერია ერქვა. მან თავის ძესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ფარულად დატოვა ათონი და ავიდოსში (მცირე აზიის დასავლეთით საპორტო ქალაქი) მივიდა, აქედან მიდიოდნენ გემები. ქალაქის განმგებელი იოანეს მეგობარი ყოფილა. ბიზანტიის იმპერიის ამ დიდმოხელეს იმპერატორის თანხმობის გარეშე ვერ გაუბედავს მისი ქვეყნიდან გაშვება და საიმპერატორო კარისთვის უცნობებია. იქიდან მოვიდა ბრძანება, რომ იოანე და მისი მხლებელნი ესპანეთში არ გაეშვათ. მართლაც, ყველანი ივირონს მიაბრუნეს.

ცოტა ხანში მამა იოანე ნიკრისის ქარით დაავადდა, "მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა და მარადის მადლობდა ღმერთსა". მამა იოანე უძლურობის გამო ვეღარ განაგებდა მონასტერს და წინამძღვრობა ექვთიმეს გადააბარა, თუმცა იგი მოწიწებით უარს ამბობდა, რადგან უძნელდებოდა "ზრუნვა ამა სოფლისაი", და ვინაიდან შეუძლებელი იყო მოხუცებული და უძლური მამის ურჩობა, დათანხმდა და სანამ მამამისი ცოცხალი იყო, მისი მორჩილებით და ბრძანებით, როგორც იკონომოსი, ისე უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას - საეკლესიო-სამონასტროს, სამეურნეო-ადმინისტრაციულს და სხვა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ათონელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში და ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა თანამემამულეთა მრავალრიცხოვან საძმოს. ამას არაერთი დოკუმენტი ადასტურებს.

იოანე იბერმა სიკვდილის წინ წინამძღვრობა და მონასტრის მართვა-გამგეობის უფლება თავის ძეს გადასცა და უბრძანა, რომ თავის შემდგომ მონასტრის წინამძღვრობა მისი ძმისწულის - გიორგისთვის (გიორგი I მაშენებელი და არა გიორგი II მთაწმინდელი ანუ "მთარგმნელი") გადაეცა და ანდერძად დაუბარა, რომ ყოველ მამასახლისს აღსასრულის წინ ღირსეული წინამძღვარი დაედგინა, ძმები კი დალოცა და უთხრა:

"სასურველნო და საყვარელნო შვილნო ჩემნო! თუ თქვენ ღმრთის მცნებებს დაიმარხავთ და საღმრთო წესისა და კანონისამებრ იღვაწებთ, წინამძღვარს დაემორჩილებით და ერთმანეთთან მშვიდობა და ერთობა გექნებათ, მწამს, რომ ღმერთი არ მოგაკლებთ სიკეთეს და მეფენი, მთავარნი და ყოველნი კაცნი თქვენდამი წყალობით აღიძვრებიან, თქვენ კი სტუმართმოყვარეობას ნუ დაივიწყებთ და ღმერთის ბოძებული გლახაკებსაც გაუნაწილეთ. ილოცეთ ჩემზე და მომიხსენეთ, რათა ღმერთმან წყალობა-ყოს ჩემს ცოდვილ სულზე და შემინდოს. სახსენებელიც ყოველ წელს აღასრულეთ და მომიხსენეთ წმინდა ჟამისწირვაზეო". ყველა დალოცა და 1005 წლის 14 ივნისს შეჰვედრა თავისი წმინდა სული უფალს.

მამის სიკვდილის შემდგომ ექვთიმე გახდა ივერიის მონასტრის წინამძღვარი. მან ჯეროვანი პატივით შემოსა მამის ნეტარი სხეული და იმ ლუსკუმაში ჩაასვენა, რომელშიც ესვენა იოანე-თორნიკე სვინგელოზი. შემდეგ კი მათ საფლავზე ააშენა წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. წმინდანთა სამარხიდან უხვად მოედინებოდა მადლმოსილი კურნებანი. ერთხელ ეშმაკეული კაცი შეიპარა ეკლესიაში, საფლავზე დაკიდებული კანდელიდან ზეთი შესვა და მყის განიკურნა.

ამ ამბავს კი მოგვითხრობს თანამედროვე მთაწმინდელი მამა ბერი ვლასი თავის მშვენიერ წიგნში "ათონური ლიმონარი".

მეუდაბნოე მამა დანიელი

ღირსი პეტრე ათონელის კელიაში, ჩვენი საუკუნის (XX ს., - კ.კ.) დასაწყისში დაყუდებული იყო მეუდაბნოე მამა დანიელი.

მამა ისიდორეს თქმით, რომელიც ამ კელიაში ახლა მოღვაწეობს, ერთხელ ეს წმინდა მეუდაბნოე მღვდელ-მონაზონი თავისი კელიის ტაძარში წმინდა ლიტურგიის ჩასატარებლად ემზადებოდა. ეს პატარა ეკვდერი ღირსი პეტრე ათონელის სახელზე არის ნაკურთხი. მღვდელმა, საღმრთო კანონების მიხედვით, წირვა მარტომ არ უნდა ჩაატაროს - საჭიროა ერთი მგალობელი მაინც, ამიტომ ქვემოთ მოღვაწე მეზობელს სთხოვა, მეორე დღეს ლიტურგიაზე მოსულიყო.

მეორე დღეს მამა დანიელი ჩვეულებისამებრ შეიმოსა სამღვდელმთავრო სამოსით, ცისკრის ლოცვები წაიკითხა და იწყო ლოდინი, როდის ამოვიდოდა მონაზონი. დიდხანს უცადა, აღელდა, დაიწყო ფიქრი, რა გაეკეთებინა. მეზობელი მონაზონი კი ავად გამხდარიყო...

უეცრად ეკლესიაში სამი უცნობი მონაზონი მოვიდა. მიესალმა მათ ბერი და გალობა შესთავაზა. ერთი მარცხენა კლიროსზე გალობდა, მეორე - მარჯვენაზე, მესამე კი მნათეობდა.

წირვის დასასრულს ჰკითხა, სადაურები ხართ, რა გქვიათო. ივერთა მონასტრიდან ვართ, ექვთიმე, იოანე და გიორგიო. მღვდელ-მონაზონმა მიიღო წმინდა ძღვენი და საკურთხევლიდან სტუმრებისთვის გასამასპინძლებლად გამოვიდა. ისინი უჩინო იქმნენ.

მიხვდა მამა დანიელი, რომ ისინი ივერიის მონასტრის მაშენებლები - ღირსი ექვთიმე, იოანე და გიორგი მთაწმინდელები იყვნენ.

* * *

იმხანად ივერთა სავანის მიდამოებში, მიუვალ მთაზე, განმარტოებულად მოღვაწეობდა ღირსი მამა გაბრიელ ქართველი. მისი სახელი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გამოჩენას უკავშირდება. იგი ზამთრობით ივერონში ჩამოდიოდა. მდუმარების ღვაწლში მყოფ წმინდა ბერს მარადის ძაძა ემოსა და მხოლოდ მხალეულით იკვებებოდა, ვინაიდან იყო ჭეშმარიტად "ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".

როგორც ვარაუდობდნენ, წმინდა გაბრიელ ქართველი ერისკაცობიდანვე იცნობდა წმინდა იოანეს და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმინდა გაბრიელმა იმდენად განაგდო ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით მხოლოდ.

999 წელს, დიდმარხვაში, მიმწუხრისას ათონელმა ბერებმა ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ღამის წყვდიადში ბრწყინავდა და დღის შუქზეც არ ქრებოდა. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმინდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღმრთისმშობლის ხატს ადგა.

გადმოცემის მიხედვით, IX საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილ იმპერატორ თეოფილეს დროს, პატიოსან ხატებს სასტიკად დევნიდნენ.

იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც მოათავსა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა განრისხებით ხატს მახვილი ჰკრა და წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა ცო¬ცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. დედაკაცმა დაუჩოქა მათ და სთხოვა, დაენდოთ ხატი და მოეთმინათ გათენებამდე, სანამ იგი გამოსასყიდ თანხას შეაგროვებდა, რაზეც მეფის ანგარებიანი მსახურები დათანხმდნენ.

მათი განშორებისთანავე ქვრივი, თავის ძესთან ერთად, ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, ბოლოს დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმინდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: "დედოფალო, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს ძალგიძს გვიხსნა ჩვენ უკეთური მეფისაგან და შენი ხატი - დანთქმისაგან!"

ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გაცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: "აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახუ¬რება ღვთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ, მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, რათა გაიქცე". შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა მას, დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე (დაახლ. 830 წ.) და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა და მრავალწლიანი ბერული ღვაწლის შემდეგ 890 წელს გარდაიცვალა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმინდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმინდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღვთის დედის საკვირველმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა...

ივერთა მონასტრის ბერებმა ნახეს, რომ ზღვის ტალღებზე მოლივლივე ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა საოცარი ნათელი. მამები შეეცადნენ, ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითქოსდა მტრედების გუნდმა დაფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკლებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს - მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახალმოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.

ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმინდა ხატის გამოყვანებისა. იმავდროულად, ზეციური ნათლით შემოსილი ღვთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღვთისმოშიშ გაბრიელ ბერს და უთხრა: "აუწყე წინამძღვარს და ძმებს, რომ მნებავს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ამის ნიშნად შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი".

მეორე დღეს, განთიადზე, ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გავიდნენ ნაპირზე. წმ. გაბრიელმა ილოცა, ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი, და ცეცხლმოსილი ხატიც მიუახლოვდა მას. ბერმა მოწიწებით ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ნაპირზე, ტალღებზე ფეხით გაიარა და ნაპირზე გამოაბრძანა, ხოლო იმ ადგილას, სადაც წმინდა ხატი დაასვენა, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია. ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას.

სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში და საკურთხეველში შეაბრძანეს. მეორე დღეს ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად შესულ ბერს ღმრთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილზე დააბრუნეს. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ყოვლადწმინდა ქალწული კვლავ გამოეცხადა ძილში გაბრიელ ბერს და უთხრა: "გამოუცხადე ძმებს, რომ აღარ გამომცადონ, რადგან არა მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქუენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა". ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმინდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველმოქმედი ხატიც შიგ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება "პორტაიტისად" ანუ "კარიბჭისად".

ვიდრე იოანე ცოცხალი იყო, რომის ქვეყნიდან მოვიდა ერთი მონაზონი, სათნოებით განთქმული კაცი, ძმა ვენევენტოს დუკასი, წარჩინებული, რომლის სათნოებაზეც რომმა და საბერძნეთმა კარგად იცოდა. ეს კაცი თავის ექვს მოწაფესთან ერთად მოვიდა მთაწმინდაზე სალოცავად. ქართველმა მამებმა მისი მადლით შემკობილი სახე რომ იხილეს, ისე მოიკითხეს, როგორც ნათესავი და ნაცნობი, სიხარულით მიიღეს, ათონზე დარჩენას ევედრებოდნენ და ეუბნებოდნენ: "ჩვენც უცხონი ვართ და შენც უცხო ხარ". ძალით დაარწმუნეს, რომ ერთ მონასტერში ყოფნას დათანხმდებოდა. რადგანაც გამოჩენილი და სახელოვანი კაცი იყო, გაიგეს თუ არა რომაელებმა, სამეფო თუ სხვა ქალაქებიდან მრავალი შეიკრიბა აქ, რათა მისგან მონაზვნობა მიეღო. შემდეგ ჩვენმა მამებმა ურჩიეს ამ წმინდა ბერს: "წმინდა მამაო, რადგან ამდენ სულს აცხოვნებ, უმჯობესია, გაკრიჭო, გადაარჩინო მათი სულები და ღმერთს მიუძღვნა. ვიცით, რომ სხვებიც აპირებენ აქ მოსვლას, რათა შენი ხელიდან მიიღონ მონაზვნობა. ჩვენ გიყიდით ადგილს და ყველაფრით დაგეხმარებით". თუმცა კი უმძიმდა ამ წმინდა კაცს ეს საზრუნავი, მაინც არ ინება მათი ურჩობა. ააშენა მშვენიერი მონასტერი და მრავალი ძმა შეკრიბა, ქართველი მამების თანადგომით ყოველივე სრულყო. ხშირად მოდიოდა ხოლმე მათ სანახავად, მრავალ დღეს დაყოფდა და ისევ თავის მონასტერში ბრუნდებოდა.

მღვდელ გაბრიელ ქართველს და ამ წმინდა ბერს, დიდ ლეონს, რომიდან ჩამოსულ ვენევენტოსს, დიდი სულიერი სიყვარული აკავშირებდათ. მამათა სანახავად რომ მოდიოდა ხოლმე, გაბრიელის სენაკის მახლობლად ჰქონდა სენაკი და იქ რჩებოდა რამდენიმე დღეს. მშობლიური ენის გარდა არც ერთმა ბერმა არ იცოდა სხვა ენა. შებნელდებოდა თუ არა, სენაკებიდან გამოვიდოდნენ, ლოცულობდნენ, დასხდებოდნენ და ცისკრის ზარებამდე საღვთო სიტყვასა და ამბებზე საუბრობდნენ ხოლმე. ასე იქმოდნენ ყოველ მწუხრზე. მათი სიწმინდით ყოველივე შესაძლებელი და სარწმუნო იყო, რადგან ისინი მაღალნი და სრულნი იყვნენ ღვთის წინაშე.

ამბობენ, რომ ღირს გაბრიელს ორი მღვიმე ჰქონდა: საზაფხულო და საზამთრო. ზამთრის მღვიმე ივერონის სამხრეთ-დასავლეთით, ყარაყალის მონასტრის მხარეს იყო. ღირსი მამის საზაფხულო მღვიმე, რომელიც ივერონის მონასტრიდან მოჩანს, მდებარეობს მაღლა მთებში, ხრამის თავზე, წაბლნარში. ეს მღვიმე ივერონის დასავლეთით, ნათლისმცემლის სახელობის ივერთა სკიტის თავზეა. ამ მღვიმეში პატარა ტაძარია, რომელიც ცოტა ხნის წინ ღვთისმოშიშმა მონაზონმა მაქსიმე ივერონელმა ააგო.

ღირსი გაბრიელი XI საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა.

...........

ღირსნი ათონელი მამების: იოანეს - ექვთიმეს მამის, იოანე თორნიკ-ყოფილის, გაბრიელის და ექვთიმეს ტროპარ-კონდაკი:

ტროპარი

ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

სხვა ტროპარი

ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

წარდგომა

მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი

უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!
........................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა იოანე და გაბრიელ ათონელების ლოცვამ გაგაძლიეროთ!

ათონელი ქართველები




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler