ღირსი აკაკი - "ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა" ასიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ფრიად უდები და ფიცხი ბერის მორჩილი გახლდათ.
მრისხანე ბერი "არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას".
წმინდა მამას, იოანე საბაწმინდელს უთქვამს:
- მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა.
ჭაბუკი ყველაფერს სულგრძელებით და მადლობით ითმენდა.
აკაკიმ ცხრა წელი დაყო უწყალო ბერთან და მიიცვალა.
"დამარხეს იგი სამარხოსა მამათასა".
ხუთი დღის შემდეგ აკაკის მრისხანე მოძღვარი იმავე მონასტერში დაყუდებულ ერთ წმინდა მამასთან მივიდა და მწუხარებით ამცნო სულიერი შვილის გარდაცვალება. პასუხად მიიღო:
- გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი!
მაშინ აკაკის მოძღვარმა ახალ საფლავთან მიიყვანა იგი. წმინდა მამამ სოფლიდან გასულს ჩასძახა:
- ძმაო აკაკი, მოკვედაა?
ნეტარმა კი სიკვდილის შემდგომაც მორჩილად ამოსძახა სამარიდან:
- ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა!
ეს რომ ესმა, მწარე სინანულმა შეიპყრო აკაკის სულიერი მამა და
აქვე ნახეთ:
ღირსი აკაკი სინელი (VI) - 29 ნოემბერი (12 დეკემბერი)
კონდაკი
სოფელი ესე დაუტევე და ქრისტესა შეუდეგ სიყრმითგან, ყოვლადბრძენო აკაკი ღირსო, და მიბაძე მისსა ნებსით სიმდაბლესა, და დაამხუე ამპარტავანებაი მძალავრისა; მას ევედრე დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათავის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი