წმინდა ანდრია 1110 წელს იშვა, იგი ვლადიმერ მონომახის შვილიშვილი და იური დოლგორუკის ვაჟი გახლდათ.
მამისგან იმემკვიდრევა რა ტახტი, შიდა არეულობით დაღლილი, რუსეთის სამხრეთი მთლად რომ დააუძლურა, სუზდალს შეაფარა თავი, ქალაქი ვლადიმირი ააღორძინა, მისი წყალობით უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრად რომ იქცა.
1159 წელს მას ღვთისმშობელი გამოეცხადა, რის შემდგომაც ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აღაშენა, მის სიახლოვეს კი - ახალი დასახლება, ბოგოლიუბი, ღვთის დიდი სიყვარულის გამო სიყრმიდან თავად მას რომ უწოდებდნენ.
სუზდალისა და როსტოვის დამორჩილების შემდგომ თავისი სამფლობელო უძლიერეს სათავადოდ აქცია, დაუსახლებელ ადგილებში - ქალაქები დააარსა, ღვთისმოყვარე ხუცესნი მოიზიდა, რომ ხალხი სულიერად განემტკიცებინა.
1169 წელს მან კიევს ალყა შემოარტყა, დიდი მთავარი მსტისლავი დაამხო და საზეიმოდ რუსულ ქალაქებს შორის ვლადიმირი უპირატესად გამოაცხადა.
ნეტარი უპოვართ დიდად შეეწეოდა, ეკლესია-მონასტერთ უხვად სწყალობდა, ორი ათეული წლის მანძილზე ოცდაათზე მეტი ტაძარი და მონასტერი აღაშენა და განამშვენა, მუდამ ესწრებოდა ღვთისმსახურებას. მისი ინიციატივით დაწესდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული (ხსენება 1-ლ ოქტომბერს).
მას შემდეგ, რაც ახალ სათავადოში გარკვეული რეფორმები განახორციელა და სამხრეთ რუსეთისთვის დამღუპველი სისტემა გააუქმა, ბოიართა და ხორციელ ძმათა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც მოკლე ხანში ანდრიას წინააღმდეგ შეთქმულება ჩაიფიქრეს.
1174 წლის 29 ივნისს, უთენია მეამბოხენი თავადის სამყოფელში შეიჭრნენ. ანდრიამ შენიშნა, რომ ღამით ვიღაცას წმინდა ბორისის ხმალი მოეპარა, განუშორებლად თან რომ დაჰქონდა, მეამბოხეთ ღირსეულად დაუპირისპირდა, თუმცა, მრავალრიცხოვანმა ჭრილობებმა ძალა გამოაცალა და უგონოდ დაეცა.
მტერმა იფიქრა, - გარდაიცვალაო და გაეცალა, ანდრიამ კი უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და მიიმალა.
მალე მეამბოხეებმა მისი კვნესა გაიგონეს, უკან შებრუნდნენ და იქ რომ აღარავინ დახვდათ, სისხლის კვალს გაჰყვნენ და თავადის ადგილსამყოფელს მიაგნეს.
მიხვდა რა, რომ მტერი უახლოვდებოდა, ნეტარმა უფალს შეჰღაღადა და შესთხოვა, თუ მისი სისხლი დაიღვრებოდა, მოწამეთა შორის მიეღო.
ეს თქვა და ერთ-ერთმა მეამბოხემ სიცოცხლეს გამოასალმა.
სათავადოს ერთ-ერთმა მსახურმა მისი სხეული ბაღში გადაიტანა და სურდა, ნეტარის მიერ დაარსებულ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დაესვენებინა, მაგრამ ტაძრის მცველებმა კარი არ გაუღეს და წმინდა ანდრიას გასისხლიანებული სხეული სამი დღის მანძილზე ესვენა ტაძრის სიახლოვეს.
ერთი კვირის შემდგომ სასულიერო პირებმა ძლივს გამოსთხოვეს მეამბოხეთ წმინდა თავადის ვლადიმირის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალვის ნებართვა.
ხატის წყარო
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა თეოდოტესი (I) - 04 (17) ივლისი
* * *
ხსენება წმინდისა ასკლეპიოსისა, საკვირველმოქმედისა, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა თეოფილესი, მახვილით განგმირულისა
* * *
ხსენება ღირსისა მენიგნისა, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი