ღირსი ესაია განდეგილი (+დაახლ. 489) - 03 (16) ივლისი
ღირსი ესაია განდეგილი (+დაახლ. 489) - 03 (16) ივლისი
ღირსი მამა დაახლოებით IV საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა და ტომით ეგვიპტელი გახლდათ. უდაბნოს დიდი მამის, მაკარი მეგვიპტელისა და პიმენ დიდის ჟამს განუმარტოვდა, დიდი ხნის მანძილზე განდეგილობდა და სულიერად იმგვარად სრულ იქმნა, მრავალი სული იხსნა წარწყმედისაგან.

აბბა ესაიას ღვთივსულიერი დარიგებანი სამონაზვნო ცხოვრების უმთავრეს საფუძვლებს ეხმიანება.

აი, მცირე ამონარიდი მისი მემკვიდრეობიდან:

კითხვაზე, თუ რა არის სიმდაბლე, აბბა ესაია პასუხობდა:

- სიმდაბლე ნიშნავს, ადამიანი უფლის წინაშე თავს ცოდვილად მიიჩნევდეს, თვლიდეს, რომ უფლისთვის სათნო კეთილი საქმეები არ გაუკეთებია.

თავმდაბლობის გამომუშავება და გამომჟღავნება კი შემდეგი ქმედებებით ხდება: როდესაც კაცი მდუმარებას ინარჩუნებს, ნებისმიერ შემთხვევაში თავს არაფრად რაცხს, კამათისგან თავს იკავებს, მორჩილია, მზერა მიწისკენ აქვს მიმართული, მუდმივად იხსენებს სიკვდილს, თავს იცავს ტყუილისგან, განეშორება ამაო, ცოდვილ საუბრებს, უფროსებს არ ეწინააღმდეგება, საკუთარ აზრს ან სიტყვას არ დაიჟინებს, გაკიცხვას ითმენს, სძულს უსაქმურობა და განცხრომა, თავს აიძულებს ხორციელი მოღვაწეობისთვის, არავის შეურაცხყოფს.

ვისაც გულში წყენა და შურისძიების სურვილი აქვს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა.

აბბა ესაიას ჭკუის დარიგება ვთხოვე, მან მიპასუხა: თუ გსურს ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს გაჰყვე, მისი მცნებები დაიცავი; თუ გსურს მასთან ერთად ჯვარს აცვა შენი ძველი კაცი, განიშორე ყველა, ვისაც ჯვრიდან ჩამოჰყავხარ, გული შეურაცხყოფის მშვიდად მიღებისთვის გაამზადე, შენი შეურაცხმყოფელი გიყვარდეს, ყველასთან თავი დაიმდაბლე, შენი სურვილები მოთოკე, ენა დაადუმე, გულში ნურავის განიკითხავ.

მტრები ასე სასტიკად იმიტომ გვთრგუნავენ, რომ ჩვენი საკუთარი სისუსტეები და ცოდვები ზედმიწევნით ზუსტად ვერ შეგვიცნია, სულიერი ტირილი ვერ მოგვიხვეჭია. რომ შეგვეძლოს ჩვენი ცოდვების ისეთი სახით დანახვა, როგორიც ისინი სინამდვილეშია, - ისეთი სირცხვილი შეგვიპყრობდა, რომ ჩვენს ძმებს თვალებში ვერ შევხედავდით, თავს ყველაზე უარესებად ჩავთვლიდით, მეძავებზეც კი! რადგან მათ ღმერთი არ იციან და ისე სცოდავენ, ჩვენ კი ღმერთს ვიცნობთ და მეძავების მსგავსად გულში ცოდვას ვემსახურებით.

სიძვის ბრძოლა ხუთი მიზეზით ძლიერდება: 1) უქმისმეტყველებით, 2) მზვაობრობით, 3) ბევრი ძილით, 4) ლამაზი სამოსის სიყვარულით, 5) ნაყროვანებით. ვისაც სიძვის შემოტევებისგან თავის დაცვა სურს, ზემოთ მოყვანილ ხუთ მიზეზს მოერიდოს: ამაო მეტყველება ლოცვით ჩაანაცვლოს; მზვაობრობა - ქრისტესმიერი სიმდაბლით; ზედმეტი ძილი - მღვიძარებით; ლამაზი სამოსი - ძონძებით; ნაყროვანება - კვებაში თავშეკავებით. ვნებები, ჯაჭვის რგოლების მსგავ¬სად, ერთიმეორეზეა მიბმული.

თუ მწვალებლური წიგნი ხელთ ჩაგივარდება, ნუ წაიკითხავ, რათა გული მომაკვდინებელი შხამით არ აგევსოს. წმინდა ეკლესიის სწავლებას მიჰყევი, ნურაფერს მოაკლებ და ნურაფერს მიუმატებ...

როდესაც ღმერთი ხედავს, რომ ადამიანის გონება მთლიანად მასზეა მინდობილი და შეწევნას სხვაგან არსად ეძებს, - მაშინ აძლიერებს მას და ეუბნება: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიხსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ. და უკეთუ განხვიდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხვიდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ, რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა, მაცხოვნებელი შენი (ეს. 43, 1-3).

საყვარელნო! სულის ცხონებისთვის სათანადოდ ვიზრუნოთ: თითოეულ ჩვენგანს ამქვეყნად ყოფნის ცოტა დრო დაგვრჩენია. ადამიანი სულზე შესაფერისად ვერ იზრუნებს, თუ სხეულზე გადამეტებულად ზრუნავს. როდესაც სხეულს განეშორები, მაშინ ინანებ იმ ზრუნვის გამო, რასაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს.

იმის შეგრძნება მოიპოვე, რომ შენს ყოველ საქმეს ღმერთი ხედავს. დაუშვებელია, ჩუმად გულში ისეთ საქმეებზე იფიქრო, რომელთა გაკეთებაც ხალხის წინაშე გრცხვენია.

როდესაც სული სხეულს დატოვებს, ვნებები, რომლებიც მან ამქვეყნიური ცხოვრებისას შეითვისა, დემონებს მისი დაპყრობის მიზეზს აძლევენ; ხოლო სათნოებები, თუკი შეუძენია, დემონებისგან იცავენ.

აზრები მუდამ ღმრთისკენ გქონდეს მიმართული, და ის დაგიცავს. წარმავალ წუთისოფელზე იმედს ნუ დაამყარებ, თორემ დაგღუპავს: ამქვეყნიდან წასვლისას, მთელ შენს ქონებას დატოვებ, უფლისთვის გაკეთებული საქმე კი თან წაგყვება და გასაჭირში დაგეხმარება.

ზედმეტი ძილი სხეულში ვნებებს აღვიძებს; ზომიერი მღვიძარება გულს ვნებებისგან იცავს. ზედმეტი ძილისგან გული უხეშდება, ზომიერი მღვიძარება კი მას სინატიფეს ანიჭებს.

ადამიანური დიდება ნელ-ნელა ამპარტავნობას ბადებს.

ღვთის სამსჯავროზე მუდმივი ფიქრი ღვთის შიშს ბადებს; ვინც სინდისს თრგუნავს, სათნოებებს კარგავს.

გონივრული მდუმარება აზრებს ღვთისაკენ მიმართავს; მრავალსიტყვაობა მოწყინებისა და გაღიზიანების მიზეზი ხდება.

სათნოებათა გვირგვინი სიყვარულია; ვნებათა გვირგვინი - საკუთარი ცოდვების გამართლება.

მოყვასის არგანკითხვა სიყვარულს ამოწმებს.

ღვთისმოყვარე გულისთვის უცხოა შურისძიება.

გულმოწყალება წყენისა და შეურაცხყოფის პატიებით მჟღავნდება.

თუ ვინმე ქება-დიდებას გასხამს, შენ კი ამას სიამოვნებით იღებ, მაშ ღვთის შიში არ გქონია.

თუ უსამართლოდ რაიმეს დაგაბრალებენ და აღშფოთ¬დები, არ გქონია ღვთის შიში.

თუ ძმებთან საუბრისას ცდილობ, შენი სიტყვა გავიდეს, ღვთის შიში არ გქონია.

* * *

ხსენება ღირსისა ალექსანდრესი, მღვიძარეთა მონასტრის დამაარსებლისა, კონსტანტინოპოლელისა (+350-430) - 03 (16) ივლისი

იხსენიება, ასევე, 15 იანვარს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler