ეს მაღალღირსი მამა წარმოშობით ალექსანდრიიდან გახლდათ და დიაკვნად თვით ნეტარმა კირილე ალექსანდრიელმა დაასხა ხელი.
449 წელს, ეფესოს "ავაზაკთა კრებად" სახელდებულ თავყრილობას ანატოლი ალექსანდრიის პატრიარქის, დიოსკორეს წარმომადგენლის რანგში ესწრებოდა.
წმინდა ფლავიანეს (ხსენება 16 აპრილს) მკვლელობიდან მოკლე ხანში დიოსკორემ ანატოლი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად აკურთხა.
ანატოლი აღსაყდრებისთანავე დაუპირისპირდა ერეტიკოს დიოსკორეს, ფლავიანე კი - წმინდანთა დასს შერთო და მისი სხეული დიდი პატივით გადააბრძანა მოციქულთა სახელობის ტაძარში.
შემდეგ ყოველ მღვდელმთავარს მოუწოდა, ერეტიკოსი ნესტორი, ევტიქიოსი და დიოსკორე ანათემას გადაეცათ.
ეს ის მამაა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წელს) მიმდინარეობისას.
შვიდი წლის მანძილზე, ბიბლიური იაკობისებრ, სიბრძნით მართავდა ეპარქიას წმინდა მამა და დედოფალ პულქე¬რიას თანადგომით მრავალი ტაძარი აღაშენა.
იმ დროს ქვეყანა საშინელმა ჭირმა მოიცვა, რომელსაც ხანგრძლივი გვალვაც მოჰყვა.
წმინდა მამამ ქალაქი ლიტანიობით შემოიარა, მის კედლებთან ცრემლით ილოცა. თუ არა, ზეცამ პირი გახსნა და თქეში წამოვიდა.
წმინდა დანიელ მესვეტის მეოხებით განმრთელებული მუდამ მისი მხურვალე თაყვანისმცემელი გახლდათ და ყველას, ვინაც მის ერეტიკოსად ხმობას გაბედავდა, საკადრის პასუხს მიაგებდა.
გარკვეული ხნის შემდგომ ალექსანდრიის კათედრა ტიმოთემ მიისაკუთრა და წმინდა პროტერიოსის (ხსენება 28 თებერვალს) მოკვდინება ბრძანა.
მაშინ ტიმოთეს ანათემისთვის გადასაცემად ანატოლიმ კონსტანტინეს ქალაქში საეკლესიო კრება მოიწვია (457 წელი), რის შემდგომაც იმპერატორმა ლეონ პირველმა ქალაქიდან განდევნა.
მალევე - ერთ წელიწადში, წმინდა ანატოლიმ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი