ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული - წმინდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი (X) - 03 (16) ივლისი
ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული - წმინდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი (X) - 03 (16) ივლისი
წმინდა გიორგი განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო. ყველა ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას და არცთუ იშვიათი იყო სხვადასხვა ეროვნების ბერმონაზონთა შორის გაუგებრობანი.

წმინდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში პოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.

გიორგი დაყუდებულის წმინდა ცხოვრების შესახებ კარგად იცოდნენ იქაურმა მოღვაწე ბერებმა. სამწუხაროდ, მის შესახებ ძალზე ცოტა რამ ვიცით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ის უდიდესი ასკეტიც იყო და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება - ღმერთშემოსილი.

როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა (ხსენება 27 ივნისს) შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმინდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, იმ მამის ძიება იწყო, ვისაც სულიერად ეშვილებოდა, რამეთუ კარგად უწყოდა, რომ თვინიერ მოძღვრისა, "არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ".

მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმინდა ბერი, "ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ". ეს იყო გიორგი ღმერთშემოსილი, ბერი "განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული".

წმინდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა.

სამი წლის შემდეგ ნეტარმა ბერმა იხილა, რომ მისი მოწაფე "ყოვლითა სრულქმნილ არს ჰასაკისა თანა სიბრძნითა და გონიერებითა", სქიმით აკურთხა და "ამით სრულჰყო მონაზონობა მისი".

მოძღვრის კურთხევით, წმინდა გიორგიმ იერუსალიმის სიწმინდეები მოილოცა და კვლავ შავ მთაზე დაბრუნდა. გიორგი დაყუდებულმა აკურთხა წმინდა მამა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე წასულიყო და გაეგრძელებინა წმინდა ექვთიმე ათონელის (ხსენება 13 მაისს) საქმე, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღმრთო წიგნები, თან შეურყეველი რწმენითა და სასოებით განმსჭვალული სიტყვებით გაამხნევა:

- შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი (ექვთიმე ათონელი) სიკუდილისაგან იხსნა და ქართული ენაჲ განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი.

ღირსი გიორგი წმინდა ათონის მთაზე გაემგზავრა, მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად შვიდი წლის მანძილზე ასრულებდა მორჩილის საქმეს. ეს რომ გიორგი შეყენებულმა გაიგო, ათონზე თავისი მოწაფე გაგზავნა და "დიდი მდურვა მიუმცნო" გიორგის "არღა აღსრულებისათვის ნებისა მისისა".

გიორგი მთაწმინდელმა, თანახმად მოძღვრის სურვილისა, მღვდლობის ხარისხი მიიღო და შემდგომ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც მიჰყო ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას.

მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით, "სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმინდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა". მან ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მოამზადა წმინდა გიორგი მთაწმინდელი.

მისივე თხოვნით და დავალებითვე აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.

წმინდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველმოქმედის დედის, მართასი, და წმინდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.

წმინდა გიორგი დაყუდებული 1068 წელს, თავისი სახე¬ლოვანი მოწაფის გარდაცვალების შემდეგ მიიცვალა.

* * *

გიორგი მთაწმინდელმა შესანიშნავი განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, ტაძრისში და ხახულში, მერე ბიზანტიაში კონსტანტინოპოლში. შემდეგ იგი გაემგზავრა შავ მთაზე და სამი წელი ცხოვრობდა და ბერმონაზვნურ სიბრძნეს სწავლობდა და ასკეტურ ცხოვრებას ეჩვეოდა გიორგი ღმერთ¬შემოსილთან.

გიორგი შეყენებული, ვითარცა ჭეშმარიტი მორწმუნე და მამულიშვილი, დაინტერესებული იყო ქართველთა შორის კვლავ გამოჩენილიყო ქართული ენისა და სხვა ენების მცოდნე დიდი პიროვნება, რომელიც გააგრძელებდა ეფთვიმე მთაწმინდელის საქმეს და გაწმენდდა ქართულ საღვთისმეტყველო წიგნებს, რომლებიც "საბერძნეთისგან" მოშორების გამო და სხვა აღმსარებლობის მიმდევარი სომხური "მანქანებით" იყო შერყვნილი.

"საბერძნეთს მოშორება" ნიშნავს საღვთისმეტყველო ცენტრებიდან შორ მანძილზე ყოფნას. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, მათ შორის გიორგი ღმერთშემოსილმა, იცოდნენ, რომ ქართველები გულუბრყვილო ხალხი ვართ და ჩვენს მოტყუებას და ჭეშმარიტი გზიდან გადაცდენას ბევრი ცდილობდა.

მთავარი კი ის იყო, რომ საღვთისმეტყველო წიგნების, განმარტებების ნაწილი ქართულად არ იყო თარგმნილი. ამ საქმეს კი სჭირდებოდა ძალიან გამორჩეული პიროვნებები (ისეთი, როგორიც ეფთვიმე და გიორგი ათონელები იყვნენ).

დიახ, მან შეამჩნია განსაკუთრებული ნიჭი თავისი მოწაფისა - გიორგისი. გიორგი ღმერთშემოსილს ძალიან გაუხარდა, რომ "ნებითა ღმრთისაჲთა პოვა, რომელსა-იგი ეძიებდა, და მადლობაჲ შეწირა ღმრთისა, რომელი არა ოდეს უგულებელს ჰყოფს სიგლახაკესა ჩუენსა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა".

ამ ფრაზაში: " რომელი არა ოდეს უგულებელს ჰყოფს სიგლახაკესა ჩუენსა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა" იგულისხმება, რომ საქართველო, ქართველი ხალხი ღვთისმშობლის წილხვედრია. ღვთისმშობლის ლოცვით მაცხოვარი "არასოდეს უგულებელს ჰყოფს" ქართველთა ინტერესებს.

ეს არის გამოძახილი და შედეგი იმისა, რომ ღვთისმშობელს ერგო ჩვენი სამშობლო განსანათლებლად. როგორც გახსოვთ, ყოვლადწმინდა აპირებდა გამომგზავრებას იბერიაში, მაგრამ მას გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა, იბერიაში, თავის მაგიერ გაეგზავნა ანდრია პირველწოდებული.

ხოლო ქართველთა შესახებ იესომ ეს უთხრა თავის ყოვლადწმინდა დედას: "დედაო ჩემო, არა უგულებელ ვჰყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთათვის".

ამ რწმენით იყვნენ აღვსილი გიორგი ღმერთშემოსილი, გიორგი ათონელი, გიორგი მცირე.

სამი წლის მერე, როცა შეგირდი 30 წლის გახდა, გიორგი დაყუდებულმა თავისი მოწაფე "სქემითა აკურთხა და ესრეთ სრულ-ყო მონაზონებისა მოღუაწებაჲ სქემისა გჳრგჳნითა, და მერმეღა იერუსალემად წარგზავნა".

ესეც აღზრდის, დაბრძენების, ქრისტეს გზაზე დაყენების, ქრისტეს წამებათა განცდისა და გათავისების მეთოდია, ერთგვარი ინიციაციის გზის გავლის დავალება ჩანს გიორგი ღმერთშემოსილის მხრიდან, თავის მოწაფისათვის მიცემული. ამქვეყნიური იერუსალიმის ხილვით, გიორგიმ (მომავალმა მთაწმინდელმა), ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა...

ამის მერე გიორგი ღმერთშემოსილმა დაავალა თავის მოწაფეს განეგრძო ეფთვიმე ათონელის გზა და სრულეყო ქართული სასულიერო ლიტერატურა თარგმანებით, განმარტებებითა და სხვა საღვთისმეტყველო ტექსტებით.

მოწაფე თავმდაბლად უარობდა, ეს საქმე მხოლოდ განღმთობილთ შეუძლიათო. მაგრამ მოძღვარს, გიორგი შეყენებულს ისევ ჰქონდა არგუმენტი, რომელიც ქართველთა რწმენაზეა დაფუძნებული. მან უთხრა თავის მოწაფეს:

- შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკუდილისაგან იჴსნა და ქართული ენაჲ განუმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი; და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს, რომელ ნეშტი, დაშთომილი მისი, შენ სრულ-ყო მადლითავე მისითა, ვითარცა პავლე ქრისტესი.

ამის შინაარსი ასეთია: ვინც სიკვდილისგან იხსნა წმინდა ეფთვიმე და ქართული ენა ასწავლა, შენც შეგეწევაო.

აქ იგულისხმება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. გიორგი ათონელის მიერ დაწერილი "ეფთვიმე მთაწმინდელის ცხოვრებიდან" ჩვენ გვახსოვს, რომ ყმაწვილ ეფთვიმეს, მძევლობაში ყოფნის გამო გადავიწყებული ჰქონდა ქართული. ერთხელაც ის ძალიან ავად გახდა და აღარც სუნთქავდა.

მამამისი, წმინდა იოანე ათონელი მღვდლის მოსაყვანად წავიდა, რათა სიკვდილის წინ ეზიარებინა შვილი. ამ პერიოდში პატარა ეფთვიმეს გამოეცხადა ყოვლადწმინდა, განკურნა და უბრძანა: "აღდეგ, ნუ გეშინინ, და ქართულად უბნობდი!"

შემდეგი სიტყვები ასე უნდა გავიგოთ: რამეთუ მას, დედაღვთისას დიდად ეწყალვის - შეწყალებული ჰყავს და უყვარს ქართველები და დაგეხმარება. ვევედროთ წმინდა ეფთვიმეს, რათა დარჩენილი საქმე შენ განაგრძო და დაასრულო, ვითარცა პავლემ ქრისტეს სარწმუნოების საქმე განაგრძოო.

ამ სიტყვებით გიორგი ღმერთშემოსილმა თავისი მოწაფე წარგზავნა ათონს და როგორც ავტორი, გიორგი მცირე გვეუბნება, მიუძღვნა წმინდა ეფთვიმეს, ანუ ამიერიდან გიორგი ათონელი, ანუ მთაწმინდელი გახდა...

თუმცა, მაინც ვერ ბედავდა ეფთვიმეს საქმის გაგრძელებას და 7 წელი ძმათა მორჩილებაში გაატარა და არ შესდგომია ლიტერატურულ საქმიანობას. ეს რომ გაიგო გიორგი დაყუდებულმა, ათონზე გაგზავნა თავისი მოწაფე "კაცი ღირსი და სახიერი, სახელით იოანე, და დიდი მდურვაჲ მოუმცნო არა აღსრულებისათჳს ნებისა [მი]სისა".

გიორგი მთაწმინდელმა, თანახმად მოძღვრის სურვილისა, მღვდლობის ხარისხი მიიღო და შემდგომ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც მიჰყო ხელი. მან განაგრძო ეფთვიმე ათონელის საქმე...

რამდენად დიდი დამსახურება მიუძღვის გიორგი მთაწმინდელს, ეს ყველა ქართველმა, ალბათ, იცის...

გიორგი ღმერთშემოსილი გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ.

სწორედ გიორგი შეყენებულის თხოვნით აღწერა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება გიორგი მცირემ. თხზულების დასაწყისში გიორგი მცირე ეპისტოლეთი მიმართავს გიორგი ღმერთშემოსილს - გიორგი შეყენებულს და გვამცნობს, რომ მისი თხოვნით დაიწერა ეს ნაწარმოები.

"ღმრთივ-სანატრელსა, სათნოებათა შინა განთქუმულსა, მოძღვარსა მოძღუართასა და სულიერსა წინამძღუარსა ჩუენსა გიორგის შეყენებულსა", - ასე მიმართავს გიორგი მცირე გიორგი ღმერთშემოსილს.

გიორგი ღმერთშემოსილი, როგორც ჩანს, გამოჩენილი მწიგნობარი ყოფილა. გიორგი მცირე თავისი ეპისტოლეს ბოლოს თხზულების სრულყოფას სთხოვდა მას: "რომელი იპოოს ნაკლულევანება მიზეზითა ჩუენ მიერ აღწერილობისაჲთა, განემართოს თქუენ მიერ მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი მკვიდრ არს თქუენ თანა"...

გიორგი დაყუდებულის სალიტერატურო და სამწიგნობრო საქმიანობა ცნობილია ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებიდან. იგი ზრუნავდა შავი მთისა, და ასევე, სხვა ქართული მონასტრების ბიბლიოთეკების შევსებაზე. ერთ ათონურ ხელნაწერში, რომელიც თავად გიორგისვე გადაუწერია 1042-1044 წლებში, შემონახულია მისი ანდერძი.

ანდერძი გვამცნობს, რომ გიორგი დაყუდებულს საგანგებოდ ამ მონასტრისათვის გადაუწერია დავით ტბელის მიერ ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი წმინდა მართასა და წმინდა ბარლაამის "ცხოვრებანი". მას შემდგომ, რაც შეუტყვია, რომ ეს წიგნები ივირონის ბიბლიოთეკას არ გააჩნდა:

- "მე, გლახაკსა ბერსა გიორგი დაყუდებულსა, მასმიოდა, ვითა ესე წმიდისა და დიდებულისა ნეტარისა მართაჲს ცხორებაჲ და წმიდისა ბარლაამისი მთაწმიდას არა არსო და ამის ჯერისათვის ვინებე აღწერაჲ ამისი და მაგას წმიდა ეკლესიას შემოწირვაჲ".

ასეთი დიდი პიროვნება, ბრძენი ადამიანი და ეროვნული იდეოლოგი იყო გიორგი ღმერთშემოსილი, მოძღვარი გიორგი ათონელისა! მისი ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს!

ამის შესახებ გვიამბობს გიორგი მცირე "გიორგი მთაწ¬მინდელის ცხოვრებაში".

ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ

(ნაწყვეტები)

...ხოლო ყოვლისა პირველად იწყო ძიებად წინამძღურისა და მოძღურისა სულიერისა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ თჳნიერ მოძღურისა არა არს ცხორებაჲ სულისაჲ და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ. და პოვა მთასა საკჳრველსა, ნაპრალსა შინა კლდისასა, ბერი წმიდაჲ, შეყენებული, ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელთა ზრუნვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული, - გიორგის ვიტყჳ დაყუდებულსა, დიდსა მას მნათობსა ნათესავისა ჩუენისასა, კაცსა ყოველთა მიერ გულის-სათქუმელსა, რომელმან ესე ჩუენ უნდოთა ამათ ამისი აღწერაჲ გუაიძულა. ამას დაემოწაფა ნეტარი ესე, ვითარცა ოდესმე მთასა სინასა ნეტარი იოანე დიდსა მარტჳრის.

* * *

ხოლო მან, ვითარცა იხილა სიკეთე სულისა მისისაჲ და განიცადა ტალანტი იგი ამის შორის დაუნჯებული, განიხარა სიხარულითა დიდითა, და სულითა გულისჴმა-ყო, რაჲ-იგი ყოფად იყო: რამეთუ სურვიელ იყო წმიდაჲ ესე ბერი, რა¬თამცა კუალად გამო-ვინმე-აჩინა მოწყალება მან ღმრთისამან ნათესავსა შორის ჩუენსა კაცი, რომელმანცა სრულ-ყო ნაკლულევანებაჲ ენისა ჩუენისაჲ, რომელი იგი წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესაგან დაშთომილიყო. და ნებითა ღმრთისაჲთა პოვა, რომელსა-იგი ეძიებდა, და მადლობაჲ შეწირა ღმრთისა, რომელი არა ოდეს უგულებელს ჰყოფს სიგლახაკესა ჩუენსა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა.

ხოლო დაამკჳდრა იგი რომანა წმიდას. და დაყო მას შინა სამი წელი დიდითა შრომითა და მოღუაწებითა, მარხვითა და მღჳძარებითა, და, უფროჲს ხოლო, სიმდაბლითა და მორჩილებითა, რომელნი ესე ფრთე ექმნებიან მონაზონსა აღსლვად უფლისა თანა, რამეთუ ყოველთა უძლურთა იგი ჰმსახურებდა. ესრეთ, ყოვლითა სათნოებითა შემკული, ჴორციელითა ჰასაკითა იქმნა ოცდა ათის წლის, ხოლო სულიერითა მჴცოვან და მოხუცებულ. და, ვითარცა იხილა ნეტარმან მან ბერმან გიორგი შეყენებულმან, მოძღუარმან მისმან, ვითარმედ ყოვლითა სრულქმნილ-არს ჰასაკისა თანა, სიბრძნითა და გონიერებითა, სქემითა აკურთხა და ესრეთ სრულ-ყო მონაზონებისა მოღუაწებაჲ სქემისა გჳრგჳნითა, და მერმეღა იერუსალემად წარგზავნა.

VI. იხილეთღა სახიერებაჲ ჩუენთჳს განკაცებულისა მეუფისაჲ, რომელმან იგი არა უღირს იჩინა თანა-ზიარყოფად მონისა თჳსისა სარწმუნოჲსა, რამეთუ, ვითარცა მან ოცდა ათისა წლისამან ჴორციელითა ჰასაკითა ნათელ იღო, ეგრე¬თვე მონაჲ თჳსი ღირს-ყო მოღებად მეორესა ამას ნათლის¬ღებასა, რომელ არს მადლი წმიდისა სქემისაჲ, მითვე ჰასაკითა, და მიერ აღსლვად ხილულსა მას იერუსალემსა, რათა გონებითა უხილავსა მას ზეცისა იერუსალემსა მიიცვალოს.

და, ვითარცა მიიწია ნეტარი ესე წმიდად ქალაქად, მოილოცნა ყოველნივე წმიდანი და თაყუანის-საცემელნი ადგილნი, სულისა სურვილითა და გონებისა სიმჴურვალითა, და მარადის ცრემლთა მიერ ილტობვინ, იხსენებნ რაჲ ვნებათა მეუფისათა, რომელნი-იგი მუნ ჩუენისა ცხორებისათჳს ადგილთა მათ შინა წმიდათა თავს-ისხნა. და ესრეთ არნ გონებაჲ მისი, ვითარმცა მას თავადსა თუალთა წინაშე ხედვიდა. და დაყო მცირედი ჟამი ესევითარითა ყოფითა, და მერმე, განგებითა ღმრთისაჲთა, კუალად მოძღუარისავე თჳსისა მოიქცა. და ესრეთ, ყოვლითურთ სრულქმნილსა საღმრთოჲ ესე ტალანტი ჴელთ უდვა, რომელ არს თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძულისაგან ქართულად.

ხოლო ესე ნეტარი არა თავს იდებდა, არამედ ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: "შეუძლებელ არს ესე ჩემგანო და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შუენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი". ხოლო ბერი ეტყოდა, ვითარმედ: "შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკუდილისაგან იჴსნა და ქართული ენაჲ განუმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათეს¬ავი ჩუენი; და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს, რომელ ნეშტი, დაშთომილი მისი, შენ სრულ-ყო მადლითავე მისითა, ვითარცა პავლე ქრისტესი".

და ესრეთ დიდითა იძულებითა ძლივ დაარწმუნა და, წმიდისა სჳმეონის და მართაჲს მადლითა შეზღუდვილი, მთაწმიდას წარმოგზავნა, და, ვითარცა მოწაფე სარწმუნოჲ და შვილი ერთგული და ძღუენი შემსგავსებული სიწმიდისა მისისაჲ, წმიდასა მამასა ჩუენსა ეფთჳმის მოუძღუანა, რათა, ვინაჲ იგი წყაროჲს-თუალი სიბრძნისაჲ აღმოეცენა მომრწყველად ნათესავისა ჩუენისა, მიერვე აღმოივსნეს ნეკტარნი გულისჴმის ყოფისანი კაცმან ამან ღმრთისამან და მდიდრად დაათროს სამყაროჲ ეკლესიათაჲ ჩუენ თანა, რამეთუ ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვითარმედ: "გამოვიდეს შჯული სიონით, და სიტყუაჲ ღმრთისაჲ იერუსალემით შჯიდესო", ეგრეთვე, დაღაცათუ პირველითგანვე გვქონდეს წერილნიცა და სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქუეყანაჲ ჩუენი შორს იყო ქუეყანისაგან საბერძნეთისა, და, ვითარცა თესლნი არა წმიდანი? შორის ჩუენსა დათესულ იყვნეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი. და ამის მიერ ფრიად გუევნებოდა. რამეთუ ნათესავი ჩუენი წრფელ იყო და უმანკოჲ, ხოლო იგინი, რეცა მიზეზი¬თა წესიერებისაჲთა, რეცა ცთუნებად გუაზმნობდეს, და რო¬მელნიმე წიგნნიცა გუაქუნდეს მათგან თარგმნილნი.

ამათ ესევითართა მიზეზთათჳს მოხედნა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა ჩუენსა და აღგჳდგინა ახალი ოქროპირი, წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი, და, ვითარცა მეათცამე¬ტემან მოციქულმან, ქუეყანაჲ ჩუენი ამათ ზემოჴსენებულთა ღუარძლთაგან სრულიად განწმიდა მრავლად თარგმანები¬თა წმიდათა წერილთაჲთა, ვითარცა დასაბამსავე სიტყჳსა ჩუენისასა ვთქუთ, და წესნი და კანონნი ეკლესიისანი, დამამტკიცებელნი სარწმუნოებისა ჩუენისანი, ესე ყოველნი აღწერილად დაგჳტევნა, რომელნი-იგი წმიდისა ამის მთისაგან და ღმრთივ-აღშენებული[სა] ლავრისა, ვითარცა მდინარისაგან ედემეანისა, ნაკადულნი ცხორებისანი პირსა ზედა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა მიეფინნეს.

ხოლო, ვითარცა პირველვე ვთქუთ, ადრე მიცვალებითა მამისა ჩუენისაჲთა, არა სრულ იქმნნეს წერილნი ჩუენნი. ამისთჳს სახიერებამან ღმრთისამან კუალადცა მოგუანიჭა, შემდგომად მოსესსა იესუ, შემდგომად აჰრონისსა ელეაზარ, შემდგომად ელიაჲსა ელისე, შემდგომად პავლესსა ტიმოთე. და მსგავსადვე მათსა სრულ-ყო ნებაჲ მოძღურისა თჳსისაჲ და ყოველი მის მიერ დაკლებული ამან ნეტარმან მამამან გიორგი სრულ-ყო.

VII. ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. წარმოემართა წმიდაჲ ესე, შეჭურვილი ლოცვითა მოძღურისა თჳსისაჲთა მითვე პირველითა მოღუაწებითა და ფრიად უფიცხესითაცა. ხოლო მიიწია მდინარეს ერთსა დიდსა, რამეთუ მარტო იყო. და ვითარცა შევიდა მდინარესა მას, ვერ უძლო წიაღსლვად სიმდიდრისაგან მისისა, რამეთუ დიდროოდა. მაშინ იხილა წიაღ-კერძო ჭაბუკი შუენიერი, ამჴედრებული ცხენსა ზედა სპეტაკსა და ჰრქუა: "შემოვედ, ნუ გეშინინ". და უპყრა ჴელსა მისსა და წიაღ-იყვანა მშჳდობით. ხოლო იგი თჳთ უჩინო იქმნა. და იტყოდა თჳთ წმიდაჲ იგი, ვითარმედ: "გულსავსებით ვცან, ვითარმედ გამოჩინებული იგი, რო-მელმან წყალთა შინა სიკუდილისაგან მიჴსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო".

და ესრეთ, ნებითა ღმრთისაჲთა, მშჳდობით მოიწია წმიდასა ამას მთასა, თაყუანის-სცა წმიდასა ღმრთისმშობელსა და მადლობაჲ შეწირა, და მერმე სურვილით ამბორს-უყო სამარხოსა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა. ხოლო ძმათა სიხარულით შეიწყნარეს და განუსუენეს და დიდად პატივ-უპყრეს, და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელი მიუძღუა მუნ, ხოლო იყოფებოდა ნეტარი ესე მონასტერსა მას შინა მოღუაწებითა, ბუნებათა უაღრესითა, მარხვითა და ლოცვითა, სიმდაბლითა და სიმშჳდითა, მორჩილობითა და მოთმინებითა, და, უმეტეს ყოვლისა, თავისა თჳსისა შეურაცხ-ქმნითა, რამეთუ ვიდრე ჟამ რავდენმე, ვითარცა ლიტონი და უსწავლელი საგონებელ იყო ყოველთა მიერ, რამეთუ მისცა თავი თჳსი მსახურებასა და მორჩილებასა ძმათასა, და წელიწადსა შჳდსა შეურაცხად საგონებელთა საქმეთა სიმდაბლით ჰმსახურებდა, და არნ ყოვლადვე მგლოვარე და თავ-დადრეკილი, რამეთუ ჴორციელითა თუალითა ყოვლადვე ქუეყანად ხედავნ, ხოლო თუალნი სულისანი მარადის უხილავსა მას დიდებასა ღმრთისასა უხილავად განიცდიან, რომელი ესე მცირეთა მიერ მოსაპოვნებელ არიან, საქმე ბუნებითი და მრავალთაგან ძნელად საგონებელი, რათამცა თჳნიერ საჭიროთა საქმეთა არავინ ახედვებდა თუალთა თჳსთა, რომელი იგი მან, ვითარცა ბუნებითი, შეითჳსა სიყრმითგან ვიდრე სიბერედმდე...

* * *

...VIII. და ვითარცა იყო წმიდაჲ ესე დიდსა ამას ლავრასა შინა ეგე ვითარითა ცხორებითა და მოღვაწებითა, ვითარცა ზემო ვაჴსენეთ, ეუწყა ნეტარსა მას ბერსა მოძღუარსა მისსა გიორგის, ვითარმედ წუთ არცა მღდელობისა პატივი მიუღებიეს, და არცა წერილთა თარგმნად უწყიეს. შეწუხნა ფრიად და წარმოავლინა შავით მთით მოწაფე თჳსი, კაცი ღირსი და სახიერი, სახელით იოანე, და დიდი მდურვაჲ მოუმცნო არა აღსრულებისათჳს ნებისა [მი]სისა. ხოლო ნეტარი ესე არა თუ ურჩებით იქმოდა ამას, არამედ ყოვლითურთ არარად და უნდოდ შეერაცხა თავი თჳსი, რამე¬თუ ეჴსენა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: "რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს". და კუალად იტყჳან მამანი, ვითარმედ: "დედაჲ არს ყოველთა ვნებათაჲ ცუდი დიდებაჲ". ხოლო წმიდაჲ ესე არა ნებსით მიიღებდა, არამედ იძულებით, ბრძანებითა მოძღურისაჲთა. მაშინ მრავლითა ცრემლითა და სულთქუმითა მოწიწებით და შიშით მიიღო პატივი მღდელობისაჲ. არა იყო ეგევითარი, ვითარ ესე აწ: მრავალნი, პირუელ თავისა თჳსისა განწმენდისა სხუათა განმწმედელ იქმნებიან. და, ვითარცა უნდოჲსა რაჲსამე საქმისა მიმართ, ეგრეთ მღდელობისა მიმართ მი[ისწრ]აფიან, და პირუელ წუერთა გამოსლვისა მოხუცებულთა უმოძღვრიან, ვითარცა იტყჳს გრიგოლ ღმრთისმეტყუელი. ხოლო წმიდამან ამან მცირედ-მცირედ შედგა ფეჴი [ხა]რისხსა მას ზედა კიბისასა, და ეგრეღა თავსა ზედა კიბეთასა დაისაყდრა. რამეთუ პირველ გარეშე კარვისა ეზოთა ჰმსახურებდა სხუათა და სცის თავთა მისთა ხარისხთა მანათა, და საბელთა, და მერმე შინაგან ჭურჭელთა სამღდელოთა. მერმე კიდობნისა მტჳრთველ იქმნა, სხუათა მიერ აღსრულებულად შემზადებულსა, და რასაღა მრავალსა ვიტყოდი! მცირედ-მცირედ შინაგან, წმიდასა წმიდათაჲსა წარმოდგა მღდელი წმიდაჲ, [და] სხუათაცა წმიდა მყოფელად იპოა.

რამეთუ, ვითარცა ვთქუთ, მიიღო რაჲ პატივი მღდელობისაჲ, შემდგომად მცირედისა მთავრად ეკლესიისა განიწესა; უხუცესად მღდელთა და მგალობელთა დაიდგინა. და ამას შინა რაჲ დაყო მცირედი ჟამი, მოეჴსენა პატიჟი იგი ტალანტის დამფლველისა მის, და უფროჲსადღა შეეშინა ურჩებისათჳს მოძღურისა თჳსისა; ამისთჳსცა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, პირველად კეთილი საფუძველი დადვა, იწყო რაჲ შენებად ღმრთისა ეკლესიასა: რამეთუ პირველ ყოვლისა სჳნაქსარი თარგმნა, რამეთუ ესე არს საფუძველი ეკლესიათაჲ, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს წარმართებაჲ ეკლესიისაჲ. რამეთუ რომელსა ეკლესიასა სჳნაქსარი არა ჰქონდის, დაღაცათუ ყოველნი წიგნნი ჰქონდინ, თაფლსა ჭამს, ხოლო სიტკბოებასა სასაჲ ვერ სცნობს, ესე არს, ვითარცა ვთქუთ, პირველი სამკაული ეკლესიისაჲ. რამეთუ დაღაცათუ ეთარგმნა წმიდასა მამასა ეფთჳმესცა სჳნაქსარი, გარნა ფრიად სულ მცირედ აღეწერა სხუათა წიგნთა თარგმანებისა უცალოებითა, და გუასმიეს ესეცა, რომელ უკუეთუმცა ყოველნი დღენი მისნი სხმოდესღა, სრულებით თარგმნიდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler