ეს წმინდა კაცი კონსტანტინე მეექვსის დედის, დედოფალ ირინეს (797-802 წლები) რეგენტობის ჟამს წარჩინებულ ოჯახში იშვა. მამამისი, კონსტანტინე, პატრიკიოსი გახლდათ და საიმპერატორო არმიას მეთაურობდა.
პეტრე ადრეული ბავშვობიდანვე დაეწაფა ცოდნას და ვითარცა ფუტკარი, ისე შეაგროვა ყოველი მეცნიერებიდან ის, რაც სულისთვის სარგო გახლავთ.
ქორწინების შემდგომ, მამისაგან პატრიკიოსობა იმემკვიდრევა და იმპერატორის გვარდიის მეთაურობაც მიიღო.
მოგვიანებით იმპერატორმა ნიკოფორე პირველმა იმპერიის ელიტარული ნაწილის თავკაცობა გადააბარა და ბულგარელებთან ომისას თან იახლა.
სისხლისმღვრელი ომისას, რომელსაც თვით ნიკიფორეც (811 წელი) ემსხვერპლა, პეტრე სხვა ორმოცდაათი წარჩინებული თავისიანითურთ მტერს ჩაუვარდა ხელში და საპყრობილეში მრავალი ტანჯვაც გადახდა.
ერთ ღამეს ნეტარს იოანე ღვთისმეტყველი გამოეცხადა, ბორკილები აჰყარა და ბიზანტიის საზღვრებს გარეთ სასწაულებრივად გაიყვანა.
ამ ფაქტმა ისე უცვალა ფერი მის სულს, ყოველივე მიწიერზე უარი თქვა და ბითვინიაში, ოლიმპოს მთაზე განმარტოვდა და იქვე შემონაზვნდა.
ნეტარი წმინდა იოანიკე დიდს (ხსენება 4 ნოემბერს) დაემოწაფა და ოლიმპოზე 34 წელიწადს მრავალფერთა სათნოებათა მიერ განშვენებულმა იმოსაგრევა.
ხოლო 846 წელს, ღირსი იოანიკეს მიცვალების შემ¬დგომ, კვლავ კონსტანტინოპოლს დაუბრუნდა და თავისსავე დაარსებულ წმინდა ევანდრეს სახელობის სავანეს შეერთო, იქვე ერთი ვიწრო სენაკი მოიწყო, ხორცი უხეში ჯვალოთი შეიმოსა და ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი იარებოდა.
ამ საკვირველ მოსაგრეს, ვისი ღვაწლის აღწერაც კაცის ენას არ ძალუძს, სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად რომ ეყო, უხორცო ანგელოზს მიმსგავსებოდა.
ღირსი პეტრე 854 წლის 1-ლ ივლისს განვიდა ამ სოფლიდან და იმ პერანგითვე მიაბარეს მიწას, რომელიც 34 წელიწადს მოსავდა.
მის წმინდა ნაწილთაგან გარდაცვალებისთანავე აღესრულა უამრავი კურნება და სასწაული.
წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი