ღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოში დაიბადა. პავლეს სიყრმიდანვე შეუყვარდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
იგი ძალიან ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და დაუცხრომელი ღვაწლით დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა. ბოროტს არ ახარებდა ბერის ასეთი სულიერი სრულყოფა და შურით აფორიაქებულმა ერთ დედაკაცს ჩააგონა, ცილი დაეწამა პავლესათვის. ქალმა მონასტერში ახალშობილი ყრმა მოიყვანა და განაცხადა, იგი ბერი პავლესგან შემეძინაო. ბერმა თავი არ იმართლა, თავმდაბლობით დაითმინა ცილისწამება და ჩვილი საკუთარ ძედ მიიღო. როცა წმინდანს ყვედრება დაუწყეს მონაზვნური აღთქმის დარღვევის გამო, მან თქვა: "ძმებო, თავად ბავშვს ვკითხოთ, ვინ არის მამამისი!" ახალშობილმა მჭედლისკენ გაიშვირა ხელი და წარმოთქვა: "ესაა მამაჩემი და არა პავლე მონაზონი!" სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს და პატიება სთხოვეს მოსაგრეს. იმ დღიდან ბერმა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო, ამიტომაც უწოდეს მას მკურნალი. უამრავი ავადმყოფი მიჰყავდათ მასთან მონასტერში, პავლეც უფლის შეწევნით ლოცვით კურნავდა მათ. წმინდანი 70 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი