ღირსი სევირე ხუცესი VI საუკუნეში მოღვაწეობდა იტალიის სოფელ ინტეროკლეაში და კეთილმსახური, ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა.
მისმა სინანულის ძალამ გარდაცვლილი ადამიანი გააცოცხლა. წმინდანი ყურძნის მოსავალს იღებდა, როცა მომაკვდავის საზიარებლად უხმეს. მას სულ რამდენიმე მტევანი რჩებოდა და მოსულებს გასძახა, - წადით და წამოგეწევითო; სულთმობრძავთან მისულმა შეიტყო, რომ ის უკვე გარდაცვლილიყო. თავისი მიზეზით ამ სოფლიდან ადამიანის მოუნანიებლად გასვლამ თავზარი დასცა ხუცესს, მწარე სინანულში ჩავარდა, ცხედრის წინ დამხობილი გულამოსკვნით ტიროდა და მკვლელს უწოდებდა საკუთარ თავს. უეცრად მიცვალებული წამოდგა და იქ მყოფთ უთხრა: "დემონებს სურდათ დაუფლებოდნენ ჩემს სულს, მაგრამ ერთმა ანგელოზმა თქვა: "დააბრუნეთ იგი, რადგან მის გამო სევირე ხუცესი ტირის. უფალმა უბოძა მას ამ ადამიანის სიცოცხლე!" წმინდა მამამ მადლობა შესწირა ღმერთს, აღსარება ჩაიბარა და ზიარებით განამტკიცა სნეული. ამ უკანასკნელმა კიდევ შვიდი დღე იცოცხლა და სიხარულით შეჰვედრა სული უფალს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი