casino siteleri 2023
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530) - 27 ივნისი (10 ივლისი) - კარიბჭე
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530) - 27 ივნისი (10 ივლისი)
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530) - 27 ივნისი (10 ივლისი)
წმინდა სამსონი, რომის მოქალაქე, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში განისწავლებოდა საექიმო ხელოვნებაში, არა გასაჭირის ანდა ანგარების გამო, არამედ მხოლოდ იმისათვის, რომ უქმად არ ყოფილიყო და გაჭირვებულებს დახმარებოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინოპოლში გადასახლდა და ექიმობა დაიწყო. მაგრამ დაუღლელ ექიმს უფრო მეტად ამშვენებდა ღვთის მადლი, რომელიც ყოველთვის წარმატებით აგვირგვინებდა მის წმინდა შრომას; ამის გამო ამ წმინდა ადამიანის სახელი ისე განითქვა, რომ პატრიარქმა მისი სურვილის წინააღმდეგ მას მღვდლად დაასხა ხელი.

იმ დროს მძიმედ დაავადდა ბერძენთა მაფე იუსტინიანე (527-565). ექიმებმა მას ვერ უწამლეს, ამიტომ მან მიმართა ღმერთს - კურნების ერთადერთ წყაროს; გულმოდგინე ლოცვის შემდეგ მას ძილში ეუწყა, რომ მხოლოდ სამსონს შეეძლო მისი განკურნება. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მადლმოსილი ექიმი იპოვეს. გახარებულმა იუსტინიანემ განსაკუთრებული ალერსით მიიღო იგი, რაზეც წმინდა სამსონმა მოკრძალებით მიუგო: "ყოვლადმოწყალე ხელმწიფევ! მე ღატაკი და ცოდვილი ვარ, თვითონ ვსაჭიროებ ქრისტესგან ცოდვათაგან განკურნებას; მაგრამ შენი რწმენა წყალობისაკენ მოდრეკს მეუფეთა მეუფეს; მას ძალუძს აღასრულოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს".

ამის შემდეგ ღვთის კაცმა, რასაკვირველია, არა თავისი ხელოვნებით, არამედ ზეციური მკურნალის მადლით, სრულიად გამოაჯანმრთელა ავადმყოფობისგან დიდხანს ტანჯული იუსტინიანე.

მადლიერი მონარქი ძალზე ხარობდა როგორც თავისი გამოჯანმრთელებით, ისე იმით, რომ ღვთივსათნო ადამიანი მის სამეფო ქალაქში ცხოვრობდა. მეფემ მრავალი ოქრო და ვერცხლი მიუძღვნა მას, მაგრამ წმინდა სამსონმა არაფერი მიიღო.

- თუ გსურს, წყალობა გაიღო ჩემზე, - უთხრა წმინდა მამამ, - მაშინ მხოლოდ ერთს გთხოვ: ღვთის სადიდებლად და შენს საცხონებლად ჩემი ქოხის მახლობლად ააშენე სასტუმრო, სადაც მთელი ცხოვრების მანძილზე შემეძლება ავადმყოფთა და გაჭირვებულთა მიღება და, შეძლებისდაგვარად, ნუგეშისცემა; ამით საკუთარი თავისთვის მარადიულ წყალობას მიიღებ ღვთისგან და ჩემს მოხუცებულობასაც შეეწევი.

იუსტინიანემ გულითადი სიხარულით აღასრულა წმინდა მამის თხოვნა - ააშენა მოგზაურთა მისაღები და საავადმყოფო და დიდი შემოსავალი განუწესა მათ. დაუღალავი ექიმი (როგორც ხორციელი, ისე სულიერი) ღრმა სიბერემდე ქველმოქმედებდა მოყვასისათვის და ავადმყოფობის გარეშე გავიდა იმქვეყნიურ ცხოვრებაში.

მაგრამ ეს ღვთისთვის სათნო სახელი მისი გარდაცვალების შემდეგაც არ დაცარიელებულა. თუ ისე მოხდებოდა, რომ ამ სახლის ზედამხედველი დაუდევარი იქნებოდა თავისი მოვალეობისადმი ანდა ღატაკების მიმართ სიძუნწეს გამოიჩენდა, წმინდა სამსონი ეცხადებოდა მას და თუ არ შეინანებდა და არ გამოსწორდებოდა, საშინელი სასჯელი ემუქრებოდა.

ერთხელ კონსტანტინოპოლში ისეთი ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომ მისი ჩაქრობა ძლიერ გაჭირდა. ცეცხლი პირდაპირ ამ სათნოების სახლისკენ მიემართებოდა და მას სრული განადგურება ემუქრებოდა. უეცრად სახლის ზემოთ ყველამ დაინახა ღვთის მოსაგრე, იგი თავისი საზღვრის გარშემო დადიოდა და ცეცხლს შეჩერებას უბრძანებდა. იმავე წამს ცეცხლის ზემოთ გაჩნდა ღრუბელი, ძლიერი წვიმა წამოვიდა და ცეცხლი ჩააქრო.

წყარო: სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი), გვ. 70

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri