casino siteleri 2023
წმინდა ათანასე პაროსელი (+1813) - 24 ივნისი (7 ივლისი) - კარიბჭე
წმინდა ათანასე პაროსელი (+1813) - 24 ივნისი (7 ივლისი)
წმინდა ათანასე პაროსელი (+1813) - 24 ივნისი (7 ივლისი)
წმინდა ათანასე, XVIII საუკუნის გამოჩენილი ბერძენი ღვთისმეტყველი და მასწავლებელი, დაიბადა 1722 წელს კუნძულ პაროსის სოფელ კოსტოსში, ღვთისმოსავ ოჯახში.

მომავალი წმინდანი მაკარი კორინთელთან და ნიკოდიმოს მთაწმინდელთან ერთად იყო კოლივადელთა მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. კოლივადელთა მოძრაობა დაიწყო ათონის მთაზე XVIII საუკუნის შუა წლებში. მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო წმ. მაკარი კორინთელი (1731-1805). საბერძნეთის ეკლესიაში უთანხმოება დაიწყო, როდესაც მიცვალებულთა მოსახსენებელ დღედ აირჩიეს კვირა. ზოგიერთმა ბერმა, რომელთაც შემდგომში კოლივადელნი ეწოდათ, გამოთქვა აზრი, რომ აღდგომის დღე არ იყო მიზანშეწონილი მიცვალებულთა მოსახსენებლად (შემდგომში შემოიღეს ორშაბათი დღე). ძმები კოლივადელნი იბრძოდნენ თავდაპირველი ეკლესიური ტრადიციის აღდგენისთვის; მათი მიზანი იყო აგრეთვე, შეესწავლათ ეკლესიის მამათა შრომები.

მოწინააღმდეგეებმა მათ ირონიულად უწოდეს კოლივადელები, რადგან კოლიო ნიშნავს მოხარშულ ხორბალს, რომელსაც მიცვალებულთა სულის მოხსენიებისას იყენებენ. კამათი კოლიოს თაობაზე კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ათონის მთის წმინდა ანას სკიტის ბერებმა გადაწყვიტეს, ტიპიკონით დაწესებული შაბათის პანაშვიდი კვირა დღეებში შეესრულებინათ. ტიპიკონის ამგვარი დარღვევის საბაბი გახდა 1754 წელს დაწყებული სკიტის ახალი ტაძრის მშენებლობა. ამ ტაძრისთვის მრავალი შემოწირულობა მოდიოდა საბერძნეთის ყოველი კუთხიდან; შემოწირულობებს სახელებიც მოჰყვებოდა, რომლებიც შაბათის მიცვალებულთა წირვებში უნდა მოეხსენიებინათ. ამის გამო წირვა საკმაოდ გახანგრძლივდა. შაბათი დღე კი სხვა დღეებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ ეს იყო ერთადერთი "ბაზრობის" დღე - როდესაც ბერებს თავიანთი ხელსაქმე გასაყიდად მიჰქონდათ ათონის დედაქალაქ კარიესში. ახლა კი ბერები ვეღარ ასწრებდნენ ბაზრობაზე წასვლას და, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, მიცვალებულთა პანაშვიდი კვირაობით გადაეხადათ. ამ გადაწყვეტილებამ პროტესტი აღუძრა მათ, ვისაც "კოლივადებს" უწოდებდნენ. "პანაშვიდი, - ამბობდნენ ისინი, - სადღესასწაულო ელფერს უკარგავს კვირა დღეს, რომელიც ქრისტიანთათვის მომავალი საუკუნის სიმბოლოა".

წმინდა ათანასე დაიბადა 1722 წელს პაროსში, ღვთისმოსავ ოჯახში. დაწყებითი განათლება სამშობლოში და მახლობლად მდებარე კუნძულების სხვადასხვა სკოლებში მიიღო. 1745 წელს ჩაირიცხა სმირნის ევანგელურ სკოლაში, სადაც სწავლობდა ექვსი წელი. შემდეგ 1752 წელს წმინდა მამამ სწავლა განაგრძო ათონის აკადემიაში, სადაც ხდებოდა ენციკლოპედიური ცოდნისა და მართლმადიდებლური ტრადიციების სინთეზი. ათონის აკადემიაში ათანასე სიბეჯითით და წარმატებებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კარგად დაეუფლა წმინდა წერილს. 1757 წელს მან დაასრულა ათონის აკადემია და გახდა მასწავლებელი.

მალე მას მიანდეს თესალონიკის საღვთისმეტყველო სკოლის მართვა-ხელმძღვანელობა, რომელსაც წარმატებით ასრულებდა 1758 წლიდან 1762 წლამდე. მან სახელი გაითქვა არა მარტო როგორც კარგმა მასწავლებელმა, არამედ როგორც უბადლო მქადაგებელმა. შავი ჭირის ეპიდებიის გამო თესალონიკის სკოლა დაიხურა, ათანასე კორფუზე წავიდა თავისი ფილოსოფიური ცოდნის, ფიზიკის და რიტორიკის გასაღრმავებლად.

დაახლოებით 1771 წელს ათანასე ათონის წმინდა მთაზე დაბრუნდა, სადაც მას წმინდა მაკარი კორინთელმა მღვდლად დაასხა ხელი. მასვე მიანდეს ათონის სკოლის ხელმძღვანელობა. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელთან ერთად ათანასე საღვთისმეტყველო თხზულებების რედაქტირებაში იღებდა მონაწილეობას. ამასობაში კოლივადელთა მოძრაობის წევრების მიმართ აგრესია გამძაფრდა წმინდა მთაზე. ნეტარ ათანასეს ცილი დასწამეს. წმინდა ათანასე იძულებული გახდა ათონის წმინდა მთა დაეტოვებინა. 1776 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა სოფრონიოს II-მ სინოდთან ერთად ათანასე ერეტიკოსად ცნო, ღვთისმსახურების უფლება ჩამოართვა. 1781 წელს ათანასემ წარმატებით დაიცვა თავი პატრიარქ გაბრიელ IV-ის წინაშე, რომელმაც წმინდა სინოდთან ერთად გაამართლა იგი და მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა.

ცოტა ხნის შემდეგ იგი კვლავ მიიწვიეს თესალონიკელთა სკოლაში, სადაც განაახლა მოღვაწეობა. მხცოვან ათანასეს შესთავაზეს გამხდარიყო კონსტანტინოპოლის სკოლის პატრიარქი, დაჰპირდნენ მღვდელმთავრობასაც, თუმცა ათანასემ უარი განაცხადა. დიდებას, პატივს და სიმდიდრეს მან ამჯობინა წყნარი მონასტრული ცხოვრება სამშობლოში. ასეც მოიქცა, დატოვა სამსახური და წავიდა პაროსში.

ათანასე სამშობლოში ზღვით ბრუნდებოდა, გზაში ცნობილი გახდა, რომ დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი. გემი იძულებით გაჩერდა ქიოსში. ათანასე ამ კუნძულის ერთ პატარა მონასტერში დაბინავდა და მოთმინებით ელოდა მგზავრობის გაგრძელების შესაძლებლობას. მალე ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო ნეტარი მამის შესახებ და სთხოვეს მათი სკოლის ხელმძღვანელობა, რაზეც წმინდა მამამ მტკიცე უარი განაცხადა, თუმცა ქიოსელებმა მოახერხეს მისი დაყოლიება, ესწავლებინა მათ სკოლაში რიტორიკა ომის დასრულებამდე. როდესაც მხცოვანმა ათანასემ დაასრულა რიტორიკის კურსი ქიოსის სკოლაში, რუსეთ-თურქეთის ომი ისევ გრძელდებოდა, ამიტომ ნეტარმა დაიწყო დოგმატიკის და ლოგიკის სწავლებაც. ათანასემ ქიოსის ფილოსოფიური სკოლა თავისი მოღვაწეობით განვითარების ისეთ საფეხურზე აიყვანა, რომ იქ ასობით სტუდენტი მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან და სომხეთიდანაც კი.

მხოლოდ ღრმა სიბერეში დაანება წმინდა ათანასემ მასწავლებლობას თავი. იგი წავიდა პატარა მონასტერში თავის რამდენიმე მიმდევართან და ყოფილ მოწაფესთან ერთად და როგორც იქნა, მოიპოვა ნანატრი სიმშვიდე. ამ პერიოდში მან დაწერა მრავალი ესე, შეივსო მისი ბიბლიოგრაფია აპოლოგეტური ნაშრომებით. 1813 წლის 24 ივნისს 90 წელს მიღწეული წმინდა ათანასე მშვიდობით მიიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri