წმინდა მოსე ოპტელი (+1862) - 16 (29) ივნისი
წმინდა მოსე ოპტელი (+1862) - 16 (29) ივნისი
ღირსი მოსე, ერისკაცობაში ტიმოთე, უფროსი ვაჟი გახლდათ სერპუხოველი ივანე და ანა პუტილოვებისა. ცოლ-ქმარს სულ ათი შვილი ჰყავდათ, ოთხი ადრევე მოუკვდათ. ღვთის შიშით ზრდიდნენ პუტილოვები შვილებს. ბავშვებს სკოლაში არ უვლიათ, რადგან მამას ეშინოდა, ცუდ ამხანაგებს მათზე გავლენა არ მოეხდინათ და შვილებს შინ ასწავლიდა. დღესასწაულებზე მამას ისინი ეკლესიაში მიჰყავდა და იქიდან მობრუნებული მოსმენილ ღვთისმსახურებზე ეკითხებოდა. ივანეს კარგი ხმა ჰქონდა, კლიროსზე გალობდა და უყვარდა შინ ბავშვებთან ერთად გალობა. ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ სულიერი კაცნი და პუტილოვის შვილები კეთილ გარემოში იზრდებოდნენ. უფროს ქალიშვილს მონასტერში წასვლა სურდა, მაგრამ მამის სურვილით გათხოვდა, მალე გარდაიცვალა და მათი სიძე საროვოს მონასტერში აღიკვეცა ბერად.

19 წლის ტიმოთე, თავის 14 წლის ძმასთან, იონასთან ერთად, მამამ მოსკოვში მოიჯარესთან გაამწესა სამუშაოდ. მოსკოვის ტაძრები და სიწმინდენი უძლიერებდა ტიმოთეს სულიერ სწრაფვას. აქ ადვილი იყო სასულიერო ლიტერატურის შოვნა. ყმაწვილი წიგნს დახლთანაც კი არ იშორებდა. ახალგაზრდებს კავშირი ჰქონდათ ჭეშმარიტად სულიერ ადამიანებთან, რამაც მათ ბერობის სურვილი გაუჩინა. 1804 წელს 22 წლის ტიმოთე და მისი ძმა საროვის მონასტერს მიადგნენ. იქ უკვე ცხოვრობდა მათი სიძე. იცოდნენ, მამა კურთხევას არ მისცემდათ, ამიტომაც მისწერეს, ძველ უფროსს ვერ შევეგუეთ და ახალი პატრონი მოვძებნეთო. უკვე საროვიდან მოსწერეს განცხადებულად ყველაფერი. გაუჭირდა პუტილოვს შვილების გაშვება, მაგრამ დაჰყვა ღვთის ნებას, ამის მერე დიდხანს აღარ უცხოვრია. მის საფლავის ქვას წლების მერე წააწერეს, რომ იგი აღმართეს ივანე "პუტილოვის შვილებმა: ოპტის უდაბნოს იღუმენმა მოსემ, საროვის მონასტრის იღუმენმა ესაიამ და მცირე იაროსლავის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის იღუმენმა ანტონმა". მართლაც რომ შთამბეჭდავია ეს წარწერა.

საროვოში იმ დროს მართლაც ყვაოდა სასულიერო ცხოვრება. იქ ცხოვრობდნენ ღირსი მამა სერაფიმე, სქემმონაზონი მარკოზი, რომელიც სალოსობის ღვაწლს ეწეოდა, "პენსიაზე გასული" იღუმენი ნაზარი, ბალაამის მონასტრის აღმდგენელი, მონასტრის მაშენებელი ესაიაც ცნობილი იყო თავისი მკაცრი ცხოვრებით.

ტიმოთე 3 წლის მერე მორჩილად შედგა სვენის მიძინების მონასტერში. მისი ძმა, იონა, საროვში დარჩა და შემდგომში იღუმენიც შეიქნა. როსლავისა და რიაზანის ტყეებში იმ დროს ბევრი მეუდაბნოე მამა ცხოვრობდა. მათ მალევე შეუერთდა ტიმოთე.

ტიმოთემ იქ ათი წელი იცხოვრა, აქ ის მღვდელ სქემმონაზონ ათანასეს დაემორჩილა, რომელიც ღირსი პაისი ველიჩკოვსკის მოწაფე გახლდათ, მუდმივად სულიერად მღვიძარებდა და გონებისმიერი ლოცვის ნიჭი ჰქონდა. ამ მამამ აღკვეცა მონაზვნად ტიმოთე და მოსე უწოდა, წმინდა მოსე შავის პატივად. ეს სახელი მეუდაბნოეთა საერთო აზრის მიხედვით ებოძა იმ დიდი სიყვარულის გამო, რასაც იგი იჩენდა უდაბნოში მოსული მწირების მიმართ.

როსლავის ტყეში ბერები სამ-სამნი ცხოვრობდნენ კელიაში. საეკლესიო მსახურებას იქვე აღასრულებდნენ, მხოლოდ კვირასა და სადღესაწაულო დღეებში იკრიბებოდნენ ლოცვისთვის. ქრისტეშობას, აღდგომას და დიდ დღესასწაულებზე მოდიოდა მათთან მღვდელი და აზიარებდა. ბერების ბოსტანში მხოლოდ თალგამი მოდიოდა, ზაფხულში აგროვებდნენ სოკოსა და კენკრას. მთელი ზამთარი მათ გარშემო მგლები ტრიალებდნენ. დათვებიც ხშირად უნადგურებდნენ ბოსტანს. ხან ყაჩაღები ესხმოდნენ თავს, ხანაც პოლიცია აწუხებდა. მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ქარიშხა¬ლი იყო, რომელიც ფესვებიანად თხრიდა საუკუნოვან ხეებს.

1816 წელს ღირს მოსესთან მოვიდა მისი უმცროსი ძმა ალექსანდრე, რომელსაც ბერად შედგომა უნდოდა. ოთხი წლის მერე ალექსანდრე ბერად აღკვეცეს და ანტონი უწოდეს. მისი სულიერი ხელმძღვანელობა კი მეუდაბნოე მამებმა მამა მოსეს დააკისრეს, რომლის მიმართაც მან სიცოცხლის ბოლომდე უდიდესი მორჩილება გამოავლინა.

მეუდაბნოე ცხოვრებისას განძლიერდა და სულიერად მომწიფდა ღირსი მოსე, შეიძინა მღვიძარება, მდუმარება, სიფხიზლე, ნიჭი ლოცვისა და თავის დამდაბლებისა. მამა მოსეს სულიერ ბრძოლაზე მეტყველებს გაცრეცილი ფურცლები, სადაც იგი თავის ფიქრებს იწერდა ხოლმე. აი, მაგალითად: "14 დეკემბერი 1819 წ. ზიარების მერე, კანონის წართქმისას, მომივიდა აზრად, რომ ღვთის შეწევნით გამოსწორებისას, მარხვის ღვაწლი მხოლოდ უბრალო საჭმლის ჭამით კი არ ვისწავლო, არამედ ბაგეც უნდა შევიკრძალო. შევიცნო საკუთარი ცოდვები, თავი უღირსად ჩავთვალო, ჩემი უწმინდური და გაუწვრთნელი გულისა და გონების გამო. ბაგეებით არავის არაფერი ვუთხრა, უკიდურეს შემთხვევაში, წერილობით მივმართო ძმას და სურვილი ამგვარად ავუხსნა. ღმერთო, შემეწიე, რომ აღვასრულო, რამეთუ მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დაწუნებული საქმე არ შევასრულო... 15 დეკემბერს გამიელვა თავში ფიქრმა ჩემს თანასენაკელ ძმებთან დაკავშირებით, რათა ჩემ მიერ დანახული, მათი შეცდომები მივიღო და შევინანო საკუთარ ცოდვასავით, არ განვიკითხო ისინი მკაცრად და რისხვით არ ავინთო. ძმების შეცდომები და ცოდვები დაე, ჩემი იყოს".

წლების შემდეგ მოსეს ღმერთმა ახალი, რთული მოვალეობა დააკისრა. კალუგის მიტროპოლიტმა ფილარეტმა გადაწყვიტა, მდინარე ჯიზდრას ნაპირას, მონასტრის სიახლოვეს სკიტი აეგო. მას ეს განზრახვა ღირსი მოსესა და მისი ძმის, ანტონის გაცნობის მერე განუმტკიცდა. საუკუნოვან ფიჭვებსა და თხილნარს შორის შეუდგნენ სკიტის მშენებლობას. პატარა კელიები ააგეს და შემოღობეს. აქვე ააშენეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.

1822 წელს ტაძარი აკურთხეს. მამა მოსეს დიდი სქემის შემოსვა სურდა, მღვდელმთავარი კი მღვდლად კურთხევას სთავაზობდა. ბრძენი ფილარეტი ხედავდა მოსეს სულიერ ნიჭს და ამიტომაც არ უთმობდა, ბოლოს უთხრა, - თუ არ დამთანხმდები, უფლის წინაშე გიჩივლებ საშინელ სამსჯავროზეო. მხოლოდ მაშინღა დადუმდა ღირსი მოსე და 1822 წლის 22 დეკემბერს მას მღვდლად ხელი დაასხეს და ოპტის სავანის მოძღვრად დაადგინეს. სამი წლის მერე იგი ამ წმინდა მონასტრის წინამძღვარი გახდა. 43 წლის იყო მაშინ ღირსი მოსე. 37 წელი მართავდა მონასტერს. მისი ღვაწლით ოპტის სავანე ძალზე შეიცვალა: გამრავლდა ძმათა რიცხვი, გაორმაგდა მონასტრის მიწები, გაშენდა ხეხილის ბაღები, გამრავლდა რქოსანი პირუტყვი. აშენდა მონასტრის ბიბლიოთეკა, აიგო ორი ტაძარი, სატრაპეზო, სასტუმრო, საჯინიბო და გომური, კელიების 7 კორპუსი, 2 ქარხანა, წისქვილი და სახელგანთქმული ოპტის სავანის თეთრი გალავანი.

ყველაფერი ეს კი წინამძღვრის დიდი რწმენით შენდებოდა. მამაო, ფული გაქვსო? - ეკითხებოდნენ ახლობლები რაიმე მშენებლობის წინ. მაქვს, - ეტყოდა და 15-20 მანეთს აჩვენებდა. "ეს რა ფულია. ამ საქმეს ათასი მანეთი მაინც უნდა", - ეტყოდნენ. ღირსი მოსე გაიღიმებდა, - ღმერთი კი დაგავიწყდათ. მე არა მაქვს, მაგრამ მას აქვსო - და იმედიც არ გასცრუებია. ხშირად ყოფილა, რომ მუშებს ჯამაგირი მოუთხოვიათ, წინამძღვარს კი ამ დროს სულ რამდენიმე სპილენძის მონეტა ჰქონდა. იგი მათ ორი-სამი დღით დაცდას სთხოვდა, ამ პერიოდში კი აუცილებლად ვიღაც ფოსტით ფულს შემოწირავდა. ხოლო თუ ესეც არ იყო, ისესხებდა და პირველსავე შემთხვევაში ვალს მთლიანად აბრუნებდა.

სასტუმროს ქვის კორპუსები, რომლისთვისაც მთა მოთხარეს და ტბაში ჩაყარეს, ასევე ქვის გალავანი მოუსავლიან წელს შენდებოდა, როცა ერთი ფუთი ხორბლის ფქვილი 5000 მანეთი ღირდა. პური ძმებსაც ცოტა ჰქონდა, სავანე კი სავსე იყო მშიერი ხალხით. ღირსი მოსე სავანეს აშენებდა და თან ხალხს არჩენდა. ხალხის გაჭირვებამ მის გულში გაიარა. ერთხელ, როცა მისი დაყოლიება სცადეს, თავი დაენებებინა მშენებლობისთვის, დიდად აღელვებულმა, თვალცრემლიანმა უპასუხა: "ეჰ, ძმაო, სადღა გვაცვია ანგელოზის სამოსი? ქრისტე მაცხოვარმა თავი თვისი რადღა დასდო ჩვენთვის? სიყვარულის სიტყვები რადღა გვიქადაგა? იმისთვის ხომ არა, რომ მისი დიდებული სიტყვები მოყვასის სიყვარულზე, მხოლოდ ბაგეებით ვიმეოროთ? რა გვენაღვლება, ხალხი შიმშილით თუ დაიხოცება? ისინი ქრისტეს სახელით ითხოვენ... გავიღოთ მოწყალება, ვიდრე უფალს არ აუღია ჩვენზე თავისი მოწყალე ხელი. იგი იმისთვის კი არ გვიგზავნის თავის ნიჭს, რომ ცხრაკლიტულში დავალპოთ და ამ გაჭირვებულ წელს არ დავუბრუნოთ ხალხს, რომლისგანაც მიგვიღია".

მამა მოსეს გლახათმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონდა. ის ზოგჯერ უდიდეს საფასურს იხდიდა, ვიდრე თხოვდნენ, რაიმე უსარგებლო ნივთში, ოღონდ გამყიდველს დახმარებოდა. მამა მოსეს დროს მომლოცველთა რიცხვი გამრავლდა ოპტაში. მათზე აღმატებულად ზრუნავდნენ. თვითონ არქიმანდრიტი მიმოივლიდა სასტუმროებს და ნახულობდა სტუმრებს. მამა მოსეს დადგენილი ჰქონდა, რომ სასტუმროში ღამის გათევისთვის საფასური არ აეღოთ, მხოლოდ შესაწირს იღებდნენ. ერთმა მდიდარმა ვაჭარმა ჰკითხა წინამძღვარს, - არ გეშინიათ, რომ სასტუმროში ცხოვრებისთვის ფულს არავინ გადაიხდის და მონასტრის ხარჯზე იქნებიანო? წმინდანმა უპასუხა: "არ გადაიხდის ოთხმოცდაცხრამეტი, ღმერთი გამოგზავნის მეასეს, რომელიც ყველას მაგივრად გადაიხდისო". ვაჭარი ამ პასუხის მერე დიდი კეთილისმყოფელი გახდა ოპტისა.

მამა მოსეს არ უკვირდა, როცა დიდ თანხას სწირავდნენ მონასტერს. ერთმა მდიდარმა ოჯახმა, რომელთაც ბევრი რამ გაეღოთ ოპტისთვის, მესტუმრეს მასთან უჩივლა, თანაც თავისი ქველმოქმედება შეახსენა.

- ვფიქრობდით, რომ ღვთის გულისთვის ქველმოქმედებდით და მისგან ელით ჯილდოებს, ჩვენ კი გლახაკნი და უწვრთნელნი სამაგიეროს რითი მოგიზღავთ? - იკითხა ღირსმა მოსემ.

ოპტის უდაბნოში მიღებისთვის მამა მოსე შესაწირის შეტანას არ ითხოვდა. მას უყვარდა სავანეში მიეღო: სნეულები, უძლურები, ბრმები, რომლებიც ვერაფრით დაეხმარებოდნენ მონასტერს.

ძმების მიმართ ბრძნულად იქცეოდა. ბუნებით ფიცხი, საოცრად შეიცვალა და უჩვეულო სიმდაბლე შეიძინა. როცა რაიმეზე განრისხდებოდა, იქაურობას გაეცლებოდა, ლოცვით იმდაბლებდა თავს და უკან დამშვიდებული ბრუნდებოდა. არ უყვარდა ხელმწიფების გამოჩენა, თუმცა მონასტერი ხელში ეჭირა და სანაქებოდ მართავდა. მორჩილებისას სხვების მარცხს სრული სიმშვიდით უცქერდა და თავისი სიყვარულით ფარავდა.

ყველამ შეამჩნია, რომ ღირსი მოსე დამნაშავის შეგონებას ხშირად გადადებდა დიდი ხნის მანძილზე და მოგვიანებით შეახსენებდა ნამოქმედარს. ამგვარი შეგონება ძლიერ მოქმედებდა. ვიდრე მონაზონს დაარიგებდა, წინასწარ მისთვის ლოცულობდა, აკვირდებოდა, მშვიდად იყო თუ არა ის, ვისაც უნდა გასაუბრებოდა.

მტკიცედ ახსოვდა წმინდა იოანე ოქროპირის ნათქვამი: - მისი გამოსწორების იმედი აღარ უნდა გქონდეს, ვინც ჯოჯოხეთში ეშმაკებთანააო. ღირს მოსეს დიდად სჯეროდა ადამიანის სინდისისა.

ერთმა მეღუმელემ მრავალგზის მოატყუა მამა მოსე, მან კი ბევრჯერ შეუნდო ცოდვები, რისთვისაც ეცოდებოდა იგი.

- არ გამოსწორდება, მამაო, - არწმუნებდა ეკონომოსი, - ის ცნობილი უვარგისია!

- როგორ, - უპასუხა ღირსმა მოსემ, - კაცს გამოსწორება სურს და შენ ამბობ, არამზადააო?! თვითონ ხარ უვარგისი, წადი აქედან!

წმინდა მოსე დასჯის მკაცრ მეთოდებს არ იყენებდა და ამბობდა ხოლმე, უნდა დავიცადოთ, ვიდრე ღმერთი არ შეეხება ადამიანის გულსო. იგი თითოეულს ხასიათისა და სულიერი სიმაღლის მიხედვით ექცეოდა.

ღირსი მოსე ყველგან სულიერ სიკეთეს ეძებდა: ჩვენი საქმეა ვთესოთ, ინებებს ღმერთი და ოდესმე მოგვცემს ნაყოფსო.

საროჭიკოდ გაგზავნის წინ მონაზვნებს არიგებდა, - ნებისმიერ სახლში შესვლისას "მამაო ჩვენო" წაიკითხეთ, კაცთა გულების მოსალბობადო. მდინარის გადაცურვისას კი ურჩევდა, შეწევნისთვის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედისთვის მიემართათ.

მან სიყვარულით მიიღო მონასტერში ლეონიდე და მაკარი, მუხლი მოუდრიკა, მათ დაუკითხავად არავის აღკვეცდა, მათი აზრის გაუთვალისწინებლად არაფერს აკეთებდა. როგორც დიდად განმსჯელმა მამამ, იცოდა, რომ მონასტრის სულიერ ცხოვრებას ერთი ხელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა, ამიტომაც მხოლოდ მონასტრის გარეგნულ ცხოვრებას წარმართავდა და არაფრით აჩენდა თავის მადლმოსილებას.

გაუხდელად, ძალზე ცოტა ხანს ეძინა და შუაღამისას წამოდგებოდა ხოლმე. ცისკრის ლოცვას არ გააცდენდა, ამბობდა, რომ ლიტურგიაზე ჩვენთვის უსისხლო მსხვერპლი შეიწირება, ხოლო ცისკარზე ჩვენ თვითონვე შევწირავთ მსხვერპლად საკუთარ მოსვენებასო. ღვთისმსახურებისას გაუნძრევლად იდგა და ხანდახან ისე ჩაუღრმავდებოდა ლოცვას, რომ ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა. მხოლოდ მის თვალთაგან მომდინარე ცრემლი გამოხატავდა მის სულიერ მდგომარეობას.

საოცრად მშვიდი იყო განსაცდელებისას. ამ დროს შინაგან ლოცვას ჩაუღრმავდებოდა ხოლმე. მუდამ მდუმარე, უფრო დაიდუმებდა, როცა ვინმე ცხოვრებასა და შინაგან მუშაკობაზე ეკითხებოდა. თუ ვინმე მის დამსახურებებზე საუბრობდა, უნდობლად უღიმოდა. ერთხელ ოპტა ერთმა მღვდელმთავარმა მოინახულა. სკიტის დათვალიერების მერე ღირს მოსეს ჰკითხა, ვინ ააშენაო. ღირსი მოსე პასუხს თავს არიდებდა, - თანდათანობით აშენდაო.

- მეც ვხედავ, რომ აშენებულია, მაგრამ ვინ ააშენა?

- წინამძღვარმა, ძმებთან ერთად.

- ამბობენ, რომ ეს სკიტი თქვენ ააშენეთ.

- მეც მათ შორის ვიყავი...

ამგვარი პასუხების მერე სტუმარი აღარ ჩასძიებია.

მამა მოსე საოცრად რბილი იყო. ერთხელ მას მეშჩოვის მონასტრის იღუმენმა ნიკოდიმოსმა უთხრა, - მშენებლები თქვენთან ბევრ ფულს იღებენ, მუშაობა კი ეზარებათო. წმინდა მამამ უპასუხა: - ბევრ ფულს გვწირავენ იმისთვის, რომ მათთვის ვილოცოთ. აბა, როგორ ვლოცულობთ, ნუთუ გულმოდგინედ? მაშ, სხვებს, ერისკაცებს რატომ უნდა მოვკითხოთ მკაცრად!

იგივე იღუმენი ჰყვებოდა, რომ ერთხელ მამა მოსე კელიის სიახლოვეს, პატარა ბაღში შევიდა. გზის პირას ჩამომჯდარ გლეხის ბიჭს ჰკითხა, - აქ რას აკეთებო. თხუნელებს ვიჭერო. ამაში ჯამაგირს ხომ არ იღებო? დიახო. გაიარა ცოტა და ვაშლის ხის წინ ჩამომჯდარი ბიჭი დაინახა. შენ რაღას აკეთებო, - ჰკითხა. ყვავებს ვაფრთხობ, ვაშლები რომ არ გააფუჭონო. ხელფასს გიხდიანო? რა თქმა უნდაო, - მიუგო ბიჭმა. რაში ხარჯავს არქიმანდრიტი ფულს? - გაიფიქრა მან. მივიდა მამა მოსესთან - მამაო, ბაღში რამდენი ბიჭიც ვნახე, ყველა ხელფასს იღებს. ერთი თხუნელებს იჭერს... დიახ, - შეაწყვეტინა მოძღვარმა, - რომელიღაც მავნე მხეცი ნარგავებს გვიფუჭებს, ფესვებს უშიშვლებს და ახმობს. ამიტომაც მათ დასაჭერად ბიჭი დავიქირავეო. მეორე ბიჭი კი ყვავებს აფრთხობდა... დიახ, ეს მავნე ფრინველი საუკეთესო ვაშლებს აფუჭებდა, ამიტომაც მათ დასაფრთხობად ბიჭის დაქირავება მომიხდა. თანაც ბავშვები ღარიბები არიან, ობლებიო. იღუმენი დადუმდა, მიხვდა, რომ თხუნელები და ყვავები არაფერ შუაში იყო - წინამძღვარი ამ საცოდავ ბავშვებზე ზრუნავდა.

ღირსი მოსე დინჯად საუბრობდა, თითოეულ სიტყვას ზომავდა და სხვათა მოსმენისას სკვნილს იესოს ლოცვით მარცვლავდა. იცვამდა უბრალო, მაგრამ სუფთა სამოსს. მარხვისა და ქველმოქმედების ღვაწლს ზოგჯერ სახუმარო სიტყვებით მალავდა. ერთხელ ვაჭარმა შესთავაზა, - იყიდეთ ჩემი ქაშაყი. ადრე კარგი, გემრიელი იყო, ახლა კი, სიცხის გამო, სუნი აუვიდაო. მესენაკემ ნახა, რომ ქაშაყი საჭმელად არ ვარგოდა. მამა მოსემ უთხრა, - აბა, დაფიქრდი, იმ საწყალს რა უნდა ექნა? ჩვენთან კი ყველაფერი გასაღდებაო და ბრძანა, ყოველდღე თითო ქაშაყი მისთვის სადილად, პირშუშხასთან ერთად მიეტანათ. ამგვარად სულ გაათავა.

ერთხელ მამა მოსემ მონასტრისთვის "კარგი გლეხის" ჯიშის ვაშლის ყიდვა მოისურვა. ერთმა გლეხმა მას ბევრი ანტონოვკა მოუტანა და როცა არქიმანდრიტმა ჰკითხა, რა ჯიშისააო, - უპასუხა, - კარგი გლეხია, მამაოო.

- კარგია, მაგრამ ანტონს ხომ არ ეძახიან? - ჰკითხა ღირსმა მამამ.

გასაოცარი უპოვრება მან სიყმაწვილეშივე შეიძინა. ერთხელ წამოსცდა: - საროვში ვაკვირდებოდი, ვინ როგორ ცხოვრობდა და რა ჰქონდა. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, - მოვკვდები და სიცოცხლეში არაფერი მექნება. და აი, მთელი ცხოვრება გუდით დავდივარო. როგორც მისი მესენაკე ამბობდა, იგი დიდად მტრობდა ფულს და თავისი სიღარიბით იყო მდიდარი.

როცა მამა მოსე გარდაიცვალა და მისი სკივრი გახსნეს, მხოლოდ ერთი გრივენი იპოვეს, ისიც ფსკერსა და კედელს შორის გაჭედილი.

- ეტყობა, მამა მოსემ ვერ შეამჩნია, თორემ აუცილებლად დახარჯავდაო, - თქვა მისმა ძმამ, მამა ანტონმა.

გადიოდა წლები, ნელ-ნელა იმქვეყნად გაიკრიფნენ მისი თანატოლები. 1860 წელს გარდაიცვალა მამა მაკარი. ღირს მოსეს ბეჭებზე ძირმაგარა გამოუვიდა. ამას წყალმანკი დაერთო. მაგრამ ლოგინად ჩავარდნილიც კი უარს ამბობდა, ვინმე მომსახურებოდა. 14 ივნისს ავადმყოფმა ბორგვა დაიწყო, თითქოს სადღაც წასასვლელად ემზადებოდა. ამბობდა, აქ აღარაფერი დამრჩენია და ერთ დღეში წავალო. ბრძანა, კელიიდან ყველა ნივთი გაეტანათ და წინ, კედელზე წმინდა ტიხონ ზადონელის ხატი ჩამოაკიდებინა. სიკვდილის შიში არ ჰქონია, თავის მემკვიდრეს, მღვდელ სქემმონაზონს, ისააკს, ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე ესაუბრებოდა, წინასწარ ჭვრეტდა მასში მომავალ წინამძღვარს და სურდა, მოყვასის სიყვარულისთვის, მას დიდსულოვნად მიეღო ხელმძღვანელობის ჯვარი. მამა მოსე 1862 წლის 16 ივნისს, სახარების კითხვის დროს გარდაიცვალა. შემდეგ მუხლს კითხულობდნენ: "რამეთუ მოსლვად არს ძეჲ კაცისაჲ დიდებითა მამისა თვისისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. ამენ, გეტყვი თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თვისითა" (მათე 16,27-28).

მისი დაფარულმცოდნეობა

მღვდელ-მონაზონი ბასიანე, რომელიც ოპტაში მოსკოვის დანილოვის მონასტრიდან გადმოვიდა, ჰყვებოდა, მამა მოსეზე ბევრი უსამართლოდ ნათქვამი მსჯელობა მოისმინა. ამიტომაც გადაწყვიტა, წინამძღვრისთვის მოეყოლა ეს და მისი განმარტება მოესმინა. როცა ამ მიზნით მიდიოდა მასთან, მამა მოსე მას გულთბილად და ალერსიანად ხვდებოდა და ბასიანეც, თითქოს განაიარაღესო, მისვლის მიზანს აღარ ახსენებდა. თუმცა მამა მოსე თვითონ იწყებდა ამავე საკითხზე საუბარს, - აი, ამას და ამას ამბობენ ჩემზეო. თავისი განმარტებით გაფანტავდა გაუგებრობას და სულიერ შვილს დამშვიდებულს გაუშვებდა.

მისი ლოცვით

იღუმენი ანტონი ჰყვებოდა, რომ ერთხელ მასთან მუშები მივიდნენ და ანგარიშის გასწორება სთხოვეს. არქიმანდრიტს ვუთხარი: - მუშები ანგარიშის გასწორებას ითხოვენ-მეთქი. უნდა გავუსწოროთო. ფული არა გვაქვს, მამაო-მეთქი. ისესხე ვისგანმე და მუშები გაისტუმრეო. წამოვედი. ვფიქრობ, ვისგან ვისესხო. მისი კელიის ფრთას გამოვცდი თუ არა, ნაცნობ ქალბატონს შევხვდი, რომელიც მამა მოსეს ჯანრთელობაზე შემეკითხა. ნელ-ნელა უძლურდება... მაკურთხა, მუშები გავისტუმრო, მაგრამ ფული არა მაქვს და იძულებული ვარ, ვისესხო-მეთქი. ქალბატონმა მაშინვე საფულე გახსნა, ორმოცდაათი მანეთი მომცა და მითხრა:

- მამაო იღუმენო, ნება მომეცით, გემსახუროთ. აიღეთ ჩემგან ვალადო. მამა მოსეს ლოცვით, უფალმა ამგვარად გამოგზავნა ფული.

მამა ანტონის მოგონება

დიდი სულიერი მწუხარებით მსურს მოგითხროთ იმ განსაცდელზე, რომელიც ჩვენს ფარეხში მოხდა. მსგავსიც კი ნუ მანახვოს ღმერთმა. 1-ელ მარტს ქალწულმა ნადეჟდამ, როცა ადუღებულ წყალს იღებდა ქვაბიდან, წაიფორხილა, ქვაბში ჩავარდა და დაიფუფქა. მადლობა ღმერთს, რომ ორი დღე ცოცხალი იყო, გონებასაც არ უღალატია და სიკვდილის წინ აღსარების თქმა და ზიარება შეძლო, ხოლო კვირას, 3 მარტს გარდაიცვალა. როცა ეს საშინელი ამბავი შევიტყვე, მწარედ ვიტირე, ახლაც გულგრილად არ შემიძლია ამის გახსება. 23 წელია ფეხები მტკივა, მაგრამ ეს არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რასაც ნადეჟდა განიცდიდა სიკვდილის წინ. ნადეჟდა, დიდად მოწამე, ყვირილისა და მოთქმის გარეშე დაითმენდა საშინელ ტანჯვას. ამასთან დაკავშირებით გასაოცარი ამბავი უნდა მოგითხროთ. სწორედ იმ დღეს, როცა ეს მოხდა, მამა მ.-ი ცისკრის ლოცვის მერე თავის კელიაში დაბრუნდა, მიწვა და ჩასთვლიმა. ძილ-ღვიძილში ხედავს მამა მოსეს, რომელმაც უბრძანა, - სასწრაფოდ წადი ფარეხში, საჭირო ხარო. მამა მ.-ს მაშინვე გამოეღვიძა და გაოცებული ფარეხში გაიქცა. იქ კი ამგვარი სამწუხარო ამბავი შეიტყო. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არქიმანდრიტი მამა მოსე, თავისი გარდაცვალების მერეც ზრუნავს ყველაზე, რისთვისაც დიდება უფალს.

მამა მოსეზე კიდევ გეტყვით, რომ ნადეჟდას დაკრძალვის წინ ერთმა მეფარეხემ ძილ-ღვიძილში იხილა მამა მოსე, სკვნილით ხელში ტაძარში მიდიოდა, სადაც ნადეჟდა უნდა შეესვენებინათ. მეფარეხემ მისგან კურთხევა აიღო და ჰკითხა: - მამაო, ასე სად გეჩქარებათო. ნადეჟდას გასაცილებლად მივდივარო. აი, ხედავთ, რა სასიხარულო სიზმრები უნახავთ ჩემს საყვარელ მამაზე.

უხრწნელება

სამი წლის მერე სიკვდილის გემო იხმია მისმა დიდებულმა ძმამ, იღუმენმა ანტონმა, მაშინ ეპარქიის ხელმძღვანელობამ მათი ერთად დაკრძალვა ბრძანა. ამოტეხეს იატაკი, გათხარეს საფლავი. მამა მოსეს კუბო ახალივით გამოიყურებოდა, მიუხედავად ნესტიანი ნიადაგისა. ასწიეს კუბოს სახურავი. მამა მოსეს სხეული უხრწნელი იხილეს. როცა მუშები წავიდნენ დასასვენებლად, იღუმენმა, მამა მარკოზმა, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა ღირსი მამა, გადაწყვიტა მის უხრწნელობაში დარწმუნებულიყო. თანაც სურდა, მისი სამოსის ნაწილი მოეჭრა სამახსოვროდ. კუბოს სახურავი გადასწია და გარდაცვლილის სხეულს შეეხო, წმინდანის სხეული სრულიად უხრწნელი, რბილიც კი იყო. როგორც კი დანით მანტიის მოჭრა დაიწყო, კუბოს სახურავი გადმოვარდა და მარკოზს ხელზე დაეცა. "მაპატიე, წმინდა მამაო, კადნიერება სიყვარულისაგან ჩემისა, ხელი გამითავისუფლე", - შესთხოვა იღუმენმა. დიდი ხნის ვედრების მერე კუბოს თავსახური თავისით აიწია და ხელი გაუთავისუფლა. გულისხმა ჰყო მამა მოსემ, რომ ეკლესიის კურთხევის გარეშე არ შეიძლება შეეხო წმინდანის სხეულს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat