წმინდა და საკვირველმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425) - 16 (29) ივნისი
წმინდა და საკვირველმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425) - 16 (29) ივნისი
წმინდა ტიხონი კუნძულ კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მშობლებმა შვილი ღვთისმოშიშებით გაზარდეს და წმინდა წერილი შეასწავლეს.

ტიხონის მამა ხაბაზი იყო და შვილი პურის გასაყიდად ქალაქში გააგზავნა, მან კი გლახაკებს უფასოდ დაურიგა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო, - ნუთუ არ წაგიკითხავს წმინდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ასესხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პური ღმერთს ვასესხეო. მართლაც, როცა შინ დაბრუნდნენ და ბეღელში შევიდნენ, მამა გაოცდა - ცარიელი სათავსო ხორბლით პირთამდე ავსებული დახვდათ. ამის შემდეგ შვილს მოწყალების გაცემას აღარ უშლიდა.

მშობლების სიკვდილის შემდეგ ტიხონმა დაარიგა თავისი ქონება, დაუტევა ამსოფლიური ზრუნვა და ქრისტეს ტკბილი უღელი აიღო. კეთილმსახური ჭაბუკი ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი ამათუნტელმა მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკვნად ხელი დაასხა, საეკლესიო ქონების მართვა და ხალხისთვის ქადაგება დაავალა. საღმრთო სიყვარულით ავსებული სიტყვებით ტიხონი ადვილად ამხილებდა იუდეველებს და წარმართებს, და მრავალი მათგანი მოსანათლად მიჰყავდა ეპისკოპოსთან.

წმინდა მემნონის სიკვდილის შემდეგ მის ნაცვლად კათედრაზე წმინდა ტიხონი აიყვანეს. ეპისკოპოსად ხელი მას წმინდა ეპიფანე კვიპრელმა მთავარეპისკოპოსმა დაასხა. იმ დროს კვიპროსზე ბევრი წარმართი ცხოვრობდა და წმინდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. ის საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარი მუდამ ღია იყო მნახველებისთვის. ზოგს სახარების ქადაგებით მოაქცევდა და ზოგსაც სასწაულქმედების მადლით. განდევნიდა ეშმაკებს, განკურნებდა ადამიანებს, როგორც ხორცით, ისე სულით და ღვთის მადლით შეუძლებელს შესაძლებელს გახდიდა.

მათრახმომარჯვებული შევიდა წარმართების ტაძარში და მათი კერპები დაამხო, ხოლო იქიდან გამოაგდო არტემიდას მისანი ქალი ანთუსა, რომელიც მას წყევლას უთვლიდა. თუმცა მან ბოლოს ქრისტე აღიარა და მოინათლა ევანთიას სახელით.

ერთხელ, დიდი შეჯიბრებისას, რომელსაც თან ახლდა უწესო როკვები, წარმართებმა პროცესია მოაწყვეს და წინ მიჰქონდათ კვიპროსის ქალღმერთის ქანდაკება. როცა მათ ტაძარს ჩაუარეს, იქიდან წმინდა ტიხონი გამოვიდა და ისეთი მადლით უქადაგა წარმართებს, რომ ბოლოს ყველამ მონათვლის სურვილი გამოთქვა.

ერთხელ მას ორმა წარმართმა უჩივლა და კუნძულის მმართველის წინაშე წარადგინეს. მან სახელმწიფო მოხელეს განუცხადა, რომ კაცთმოყვარე ღმერთის მსახურია და არ შეუძლია არ მიემსგავსოს თავის უფალს და არ თანაუგრძობდეს ყველას ვინც შეცთომილების ბნელში იმყოფება, ამიტომაც უნდა უქადაგოს მათ, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს. წმინდანმა დაუმატა, რომ წარმართებს, როგორც სნეულებს, ისე უცქერის, რომლებიც მას უფალმა გასაკურნად ჩააბარა. და რომ ის მზად იყო დაეთმინა ყველა შეურაცხყოფა და ცუდი დამოკიდებულება, რამეთუ ეს ყოველივე მკრთალი აჩრდილია იმ ვნებისა, რომელიც უფალმა კაცთა ხსნისათვის დაითმინა. მსაჯულზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა მშვიდმა საუბარმა, რომ ეპისკოპოსი გააშვებინა. ხოლო მსაჯულის თანაშემწეები, რომლებიც ამ საუბარს შეესწრნენ, ქრისტეს რწმენაზე მოიქცნენ.

წმინდა ტიხონს ვენახი ჰქონდა. ერთხელაც, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვენახის და დადგინებული მევენახის სანახავად მივიდა. წმინდანმა დაინახა, რომ მევენახემ ვენახიდან ვაზის გამხმარი კალამი გადმოყარა დასაწველად.

წმინდა ტიხონმა ისინი შეაგროვა, დარგო და უფალს შეევედრა, გამხმარ კალმებს გაეხარა და ადრეული ნაყოფი გამოეღო. შემდეგ კი მრევლს უთხრა, რომ ეს სასწაული ყოველწლიურად მოხდებოდა - ამ ვაზების ნაყოფი ძალზე ადრე დამწიფდებოდა, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მათი მოძღვარი მათთან იყო და მათთვის დაუღალავად ლოცულობდა. მართლაც, ვაზის ლერწები განედლდა, გაიზარდა და განსაკუთრებული გემოს, საოცრად ტკბილი მტევნები გამოისხა. ამ ვაზს სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდა, ჯერ ერთი, კარგად ისხამდა და მეორეც - ყოველ წელს, 16 ივნისს, წმინდა ტიხონის ხსენების დღეს, აქამდე მწვანე და მკვახე ყურძენი, ღამისთევის ლოცვის დროს უცებ მოიწეოდა, მწიფდებოდა, წვნით ივსებოდა და საღმრთო ლიტურგიისას მისგან დაწურულ წვენს საბარძიმე ღვინოს ურევდნენ ხოლმე. ხოლო ქრისტიანებს ამ ვენახის მტევნები შინ მიჰქონდათ კურთხევის ნიშნად და ავადმყოფების განსაკურნებლად.

წმინდანს უფალმა განუცხადა გარდაცვალების დღე. წმინდანი ერთხელ მინდორში გავიდა მუშებთან, რომლებიც ქერს თესავდნენ. მღვდელმთავარი, რომ დაინახეს, კურთხევისთვის ეახლნენ. ამ დროს ყველამ გაიგონა ზეციური ხმა, რომელიც წმინდანს ცათა სასუფეველში მოუწოდებდა. სამი დღის შემდეგ წმინდანი ავად გახდა. ყველას ენიშნა ეს ამბავი. წმინდანის საწოლის თავთან დედამისი ჩამომჯდარიყო და მწარედ ტიროდა. ტიხონმა ანუგეშა დედა, შეახსენა - მიწაზე მცხოვრებთ მხოლოდ აღდგომის სასოება უნდა გვქონდესო. შემდეგ კი სულიერ შვილებს, მღვდლებს და ერისკაცებს მოუხმო, კიდევ ერთხელ ანუგეშა და დამოძღვრა ისინი, მოუწოდა, მის მაგალითს გაჰყოლოდნენ და არ მოხიბლულიყვნენ ამა სოფლის საცთურებით. წმინდა ტიხონი სამი დღე იყო საწოლს მიჯაჭვული, შემდეგ კი ის სიხარულით მიიღეს ზეცის მოქალაქეებმა. იდგა 425 წელი.

მთელმა კვიპროსმა იგლოვა მისი გარდაცვალება. დაკრძალვაზე კუნძულის ყველა ეპისკოპოსმა და მღვდელმა მოიყარა თავი. უბრალო ხალხი ურიცხვი იყო. გარდაცვლილის ცხედარი ბრწყინავდა და საკვირველ კეთილსურნელებას აფრქვევდა.

წმინდა ტიხონმა დაპირებისამებრ სიკვდილის შემდგომაც არ დატოვა თავისი სამწყსო და მათ სათხოვარს აღასრულებდა. მან განკურნა ერთი კეთროვანი ქალი, ასევე ეშმაკის მიერ შეპყრობილი ყრუ-მუნჯი ბავშვი გადაარჩინა, ეს კი ასე მოხდა: წმინდა ტიხონის ეკლესიაში ბავშვის მშობლები დიდხანს ევედრებოდნენ წმინდანს და ყრმა არ განიკურნა. მშობლებმა ჩათვალეს, რომ ამის მიზეზი მათი ცოდვები იყო და დამწუხრებულნი წამოვიდნენ. მაშინ წმინდა ტიხონი მათ მღვდლის სახით გამოეცხადა და სთხოვა, ლოცვა არ მიეტოვებინათ. ამ დროს ეშმაკმა სასტიკად შეარყია ყმაწვილი და მისგან ყვირილით გამოვიდა, - ჰოი ტიხონ! და ბავშვი მშვიდად და სუფთად ალაპარაკდა.

კონდაკი

ღმრთივსულიერად ეგენ შენ უდაბნოსა შინა, წმინდაო, და ძალი ნუგეშინისმცემლისა მიერ მაღლით მოიღე დამამხობელად კერპთა საცდურთა, ხოლო ერთა ცხორებად და ეშმაკთა განმდევნელად, და სენთა და სალმობათა კურნებად; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა მეგობარსა ღმრთისასა, ტიხონ, ნეტარო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat