casino siteleri 2023
ღირსი ორსისი (ორტისი) ტაბენისელი (+380) - 15 (28) ივნისი - კარიბჭე
ღირსი ორსისი (ორტისი) ტაბენისელი (+380) - 15 (28) ივნისი
ღირსი ორსისი (ორტისი) ტაბენისელი (+380) - 15 (28) ივნისი
წმინდა ორსისი მოწაფე გახლდათ კინოვიური მონაზვნობის დამფუძნებლის წმინდა პახომი დიდისა. მან ახალგაზრდობაშივე ისეთი დიდი სულიერი გამოცდილების დაგროვება მოასწრო, რომ მოძღვარმა ხენობოს კინოვიის იღუმენობა მიანდო. სწორედ ამ დროს უთხრა წმინდა პახომიმ ბერებს ღირსი ორსისის შესახებ, რომ იგი ოქროს სასანთლესავით ბრწყინავს უფლის სახლშიო.

წმინდა პახომიმ სიკვდილის წინ ტაბენისის სავანის ხელმძღვანელად წმინდა პეტრონია დანიშნა (ხს. 23 ოქტომბერს). ამ მომენტში ღირსი პახომის მემკვიდრეს ჭირი შეეყარა, ამიტომაც სავანეს მხოლოდ რამდენიმე დღე ხელმძღვანელობდა და წარვიდა უფალთან. მან სიკვდილის წინ თავის ნაცვლად ორსისი აირჩია. ამასთან, წმინდა პეტრონიამ მას უთხრა: "მე კი არ გაძლევ ამ მორჩილებას, ანდა კაცთაგან სხვა ვინმე, არამედ ღმერთი და მამაჲ ჩვენი პახომი".

წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა და წმინდა ანტონი დიდმა წერილი მისწერეს პახომის მონასტრის მონაზვნებს და მათ არჩევანი მოუწონეს. წმინდა ანტონის ხილვა ჰქონდა ღირს ორსისზე და წერილს დაუმატა: "მას ორსისს ნუღარ დაუძახებთ, არამედ ისრაიტელიანი უწოდეთ, რაც "ღვთის მხილველს" ნიშნავს". წმინდა ორსისი საკუთარი ნების წინააღმდეგ დათანხმდა, რომ ტაბენისელი ძმების წინამძღვარი ყოფილიყო, რათა გაეძლიერებინა ძმები და მოეწოდებინა მათთვის წმინდა პახომის დადგენილების ერთგულნი ყოფილიყვნენ.

მაგრამ გავიდა ხუთი წელი და მონხოსის მონასტრის იღუმენის აპოლონიოსის გავლენით რამდენიმე მონასტერმა დამოუკიდებლობა გადაწყვიტა და ორსისი აღარ ცნეს თავიანთ ხელმძღვანელად. წმინდა ორსისი შეწუხდა, რადგან ამ არეულობის მიზეზი გახდა. წმინდა მამა ლოცვაზე დადგა, ამ დროს მას ღირსი პახომი გამოეცხადა და წმინდა ორსისმა თავისი თანამდებობა წმინდა თეოდორე განწმენდილს (ხს. 16 მაისს) გადასცა, თვითონ კი ხენობოს მონასტერში განმარტოვდა.

წმინდა თეოდორე დიდად აფასებდა ღირს მამას, მასზე ამბობდა, რომ ისინი ყველა საღმრთო საქმეში ერთსულ და ერთხორცნი არიან. როცა კინოვია წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა მოინახულა, მან წერილი მისწერა ღირს ორსისს და უკან დაბრუნება სთხოვა. ამ წერილის შემდეგ თეოდორემ შეძლო ღირსი ორსისის დარწმუნება პებოუში (ფებოუ) გადასულიყო და განემტკიცებინა ძმები, რომ წმინდა პახომის მცნებებით ეცხოვრათ. ამასთან გრძნობდა, რომ მალე აღესრულებოდა და მოისურვა, წმინდა მამა ამ დროს მის გვერდით ყოფილიყო. თუმცა ღირსი ორსისი ევედრებოდა უფალს პირველი ის გაეყვანა ამქვეყნიდან, მაგრამ 365 წელს თეოდორე განწმენდილის სიკვდილის შემდეგ კვლავ მოუწია კინოვიის ხელმძღვანელობა.

ღირსი თეოდორეს სიკვდილის შემდეგ, წმინდა ათანასე დიდმა ღირსი ორსისის ძმებს მისწერა: "ნუ სტირით, საყვარელო ძმებო, თეოდორეს გამო: იგი კი არ მომკვდარა, სძინავს. ნურავინ იცრემლება. ყველამ მიჰბაძოს მას. არ ეგების ტირილი მის გამო, ვინც იქ დაემკვიდრა, სადა არა არს ჭირი, მწუხარება. შენ კი, საყვარელო და ძვირფასო ორსის, გწერ: "რადგან მან მიიძინა, სავანეზე ზრუნვა შენ იტვირთე, მისი მაგივრობა გაუწიე ძმებს. სანამ თეოდორე ცოცხალი იყო, თქვენ ხომ ერთსულ და ერთხორც იყავით". ღირსმა ორსისმა წმინდა ათანასეს თხოვნა შეასრულა, ანუგეშა ძმები და ცხონების გზისკენ გაუძღვა მათ. წმინდა ორსისი 380 წელს გარდაიცვალა. მან დაგვიტოვა შესანიშნავი "ანდერძი", წიგნი, სადაც თითქმის მთელი ძველი და ახალი აღთქმა იყო განმარტებული მონაზვნური საჭიროებებისათვის დართული მოკლე შენიშვნებით. "ანდერძი" ლათინურ ენაზე გადათარგმნა ნეტარმა იერონიმემ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri