casino siteleri 2023
წმინდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველმოქმედი (+1461) - 15 (28) ივნისი - კარიბჭე
წმინდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველმოქმედი (+1461) - 15 (28) ივნისი
წმინდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველმოქმედი (+1461) - 15 (28) ივნისი
წმინდა იონა დაიბადა ქალაქ გალიჩში, ღვთისმოსავ ქრისტიანების ოჯახში. მომავალი მღვდელმთავრის მამას თეოდორე ერქვა. იგი 12 წლისა გალიჩის ერთ-ერთ მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად, იქიდან მოსკოვის სვიმეონის სავანეში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებდა.

ერთხელ მოსკოველმა მიტროპოლიტმა, წმინდა ფოტიოსმა სვიმეონის მონასტერი მოინახულა. პარაკლისის შემდეგ არქიმანდრიტისა და ტაძარში მყოფი ბერების დალოცვის შემდეგ იმ მონაზვნების კურთხევაც მოისურვა, რომლებიც ამ დროს სხვადასხვა მორჩილების საქმეს აღასრულებდნენ. როცა ის პურის საცხობში შევიდა, მღვდელმთავარმა იონა დაინახა, რომელსაც, მძიმე სამუშაოებისაგან დაქანცულს, ჩასძინებოდა, მარჯვენა ხელის თითები კი მაკურთხეველი სახით იყო მოღუნული. მღვდელმთავარმა მამებს სთხოვა, ბერი არ გაეღვიძებინათ, აკურთხა მძინარე იონა და იწინასწარმეტყველა, რომ იგი რუსეთის ეკლესიის დიდი მნათობი გახდებოდა და მრავალს დააყენებდა ცხონების გზაზე. მღვდელმთავრის წინასწარმეტყველება ასრულდა: რამდენიმე წლის შემდეგ წმინდა იონას რიაზანისა და მურომის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

1431 წელს გარდაიცვალა მღვდელმთავარი ფოტიოსი. მისი სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ, კეთილმსახურებისა და წმინდა ცხოვრებისათვის, იონა სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად აირჩიეს. როცა ახალარჩეული მიტროპოლიტი კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოსებ II-სთან (1416-1439) ჩავიდა ხარისხის დასამტკიცებლად, გაირკვა, რომ რუსეთის ეკლესიის წინამძღვრად უკვე დაენიშნათ ბრძენი და ცბიერი ისიდორე, წარმოშობით ბულგარელი.

ისიდორემ მცირეოდენი ხანი დაყო კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი ფლორენციის კრებაზე (1438 წ.) გაემგზავრა, სადაც მხარი დაუჭირა უნიას. რუსი მწყემსმთავრებისა და სამღვდელოების კრებამ დაამხო მიტროპოლიტი ისიდორე და იგი იძულებული გახდა, საიდუმლოდ რომში გაქცეულიყო (სადაც მოკვდა 1462 წელს).

წმინდა იონა ერთსულოვნად იქნა დადგენილი სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად. კონსტანტინოპოლელი პატრიარქის გრიგოლ II-ის (1445-1450) კურთხევით რუსმა მღვდელმთავრებმა მას ხელი დაასხეს მოსკოვში. წმინდა მამა 1448 წლის 15 დეკემბრიდან შეუდგა სამწყსოს გამგებლობას. ეკლესიის წინამძღვრის მძიმე ჯვრის ზიდვის მიუხედავად, წმინდანს ოდნავადაც არ შეუნელებია პირადი ასკეტური ღვაწლი. ყოველივე ამისთვის უფალმა სასწაულქმედების და განჭვრეტის ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს.

1451 წელს თათრები მოულოდნელად მოადგნენ მოსკოვს, მისი შემოგარენი გადაწვეს და ქალაქზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ. მიტროპოლიტი იონა ღვთისმსახურთა დასთან ერთად ლიტანიობას აღასრულებდა მოსკოვის გალავნის ირგვლივ და ცრემლებით შესთხოვდა უფალს ქალაქისა და მისი მცხოვრებლების შეწყალებას. უეცრად მან ჩუდოვოს მონასტრის მხცოვანი და კეთილმსახურებით გამორჩეული ბერი, ანტონი შენიშნა და მიმართა:

- შვილო და ძმაო ჩემო ანტონი! ევედრე მოწყალე ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა დაიხსნან ქალაქი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი!

თავმდაბალმა ბერმა მიუგო:

- დიდო მეუფეო! მადლობას ვწირავთ უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას, რომელმაც შეისმინა შენი ვედრება და თავის ძეს შეგვავედრა; შენი ლოცვებით ქალაქი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გადარჩება, მე, ერთადერთს, მიწერია მტრის ხელით სიკვდილი.
ამ სიტყვების თქმა იყო და მტრისგან ნასროლმა ისარმა განგმირა იგი. მამა ანტონის წინასწარმეტყველება კი ასე ასრულდა: 2 ივლისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის დადების დღესასწაულზე, თათართა რიგებში შფოთი ატყდა: ისინი გაურკვეველმა შიშმა შეიპყრო და ზარდაცემულები თავქუდმოგლეჯით უკუიქცნენ. მღვდელმთავარმა იონამ მოსკოვის თათართაგან დახსნის სამადლობელოდ თავის კარზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის დადების სახელობის ტაძარი ააგო.

წმინდა იონა 1461 წელს გარდაიცვალა. მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1472 წელს გაიხსნა წმინდა იონას საფლავი და მისი სხეული უხრწნელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, წმინდა მღვდელმთავარ იონას წმინდა ნაწილები კრემლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri