ღირსი ნიფონტე ათონელი (+1411) - 14 (27) ივნისი
ღირსი ნიფონტე ათონელი (+1411) - 14 (27) ივნისი
ღირსი მამა ნიფონტე დაიბადა 1315 წელს არგიროკასტრონის ოლქში, დაბა ლუკოვში მღვდლის ოჯახში. როცა ათი წლის გახდა, მისმა ძმამ, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეკლესიარქმა, ყმაწვილი თავისთან წაიყვანა და ღვთის შიშით აღზარდა, იზრუნა მის განათლებაზე, წერა-კითხვა ასწავლა და შემდეგ ანგელოზის სქემა შემოსა. ყმაწვილი ისე წარემატა სწავლაში, რომ მალე წიგნის მკითხველად დაადგინეს, ხოლო როცა სრულყოფილ ასაკს მიაღწია, მღვდლად დაასხეს ხელი. წმინდა წერილის და ღირს მამათა ცხოვრებათა კითხვამ მას განმარტოებით მოსაგრეობის სურვილი გაუჩინა. მან დატოვა წმინდა ნიკოლოზის მონასტერი და ჰერომერიონის მთაზე დასახლდა. აქ მოსაგრეობდა სინას მთიდან ჩამოსული ვინმე ღირსი მამა. ახალგაზრდა ნიფონტე მის ხელში სულიერად უფრო განმტკიცდა და ბოლოს მიხვდა, რომ ჰერომერიონის მთაც ვერ აკმაყოფილებდა მისი სულის სწრაფვას. მას მეუდაბნოე ცხოვრება და სრული განმარტოება ეწადა. ამიტომაც მიატოვა მშობლები, ახლობლები, მეგობრები, სამშობლო და ათონის მთისკენ გაემართა. ღვთის განგებულებით მან წმინდა პეტრეს მღვიმეს მიაღწია, სადაც სახლობდა საკვირველი მეუდაბნოე მამა თეოგნოსტე, რომელსაც ნიფონტემ საკუთარი თავი ჩააბარა, ვითარცა შვილმა მამას და ვითარცა მონამ ბატონს, ამასთან ის თავის მღვდლობას მალავდა. ნიფონტე ახალბედასავით სამი წელი უსიტყვოდ ემსახურებოდა მოძღვარს. სამი წლის შემდეგ თეოგნოსტემ შეიტყო, რომ მის მორ-ჩილს სამღვდელო ხარისხი ჰქონდა და აღარ მოისურვა მისი მოძღვრობა, მით უმეტეს, რომ აოცებდა მისი მარხვა და მოსაგრეობა. დიდხანს ევედრა მოძღვარს წმინდა ნიფონტე - განდეგილის ცხოვრებაში გამოუცდელი ვარ და დამიტოვეო, მაგრამ თეოგნოსტე ვერ დაითანხმა. მაშინ წმინდანი ბასილი დიდის სკიტში გადავიდა და იქ თოთხმეტი წელი დაყო უკიდურეს დაყუდებაში, კვირიდან კვირამდე მარხულობდა და მცირეოდენ ხმელ პურს იღებდა.

ამასობაში დიდ ლავრაში გაჩენილმა შავმა ჭირმა ძმების დიდი ნაწილი შეიწირა და იღუმენი იძულებული გახდა სამღვდელო მსახურების ჩასატარებლად მამა ნიფონტე მოეწვია. წმინდა ნიფონტე ლავრაში სამი წელი მსახურებდა. თუმცა ეს საპასუხისმგებლო საქმე იყო, წმინდანს თვალი უდაბნოსკენ ჰქონდა, ბოლოს ვეღარ დაითმინა, ვულევტირიესში, სადაც ახლა წმინდა ანას სკიტია, გადავიდა და იქ მყუდრო უდაბნოში მოსაგრეობდა თავშესაფრისა და საზრდელის გარეშე, მხოლოდ ბალახით იკვებებოდა.

მიუხედავად მისი ამაღლებული ცხოვრებისა, მოშურნეები მასაც გამოუჩნდნენ, იღუმენთან ცილი დასწამეს, ხიბლშია, პური ეზიზღება, მის ჭამას ცოდვად თვლის და მხოლოდ ბალახით იკვებებაო. იღუმენმა დაიბარა ნიფონტე და დაარიგა:

- წმინდა მამები უდაბნოში ბალახით იმიტომ იკვებებოდნენ, რომ იქ პური არ იშოვებოდა. აქ პურიც გვაქვს და სხვა საზრდელიც, ამიტომაც ღვთის სადიდებლად უნდა ჭამო, ამით თავს დაიცავ ეშმაკის ხიბლებისგან, რომელიც შესაძლოა, უზომო მარხვისგან შეგემთხვიოსო.

წმინდა ნიფონტე დამორჩილდა იღუმენს, თუმცა ახალი უსიამოვნებისგან თავდასაღწევად წმინდა ანას სკიტი დატოვა და მაქსიმე კავსოკალიველთან მივიდა, რომელთან დიდი ხანია, მეგობრობდა. წმინდა მაქსიმემ საკუთარი ქოხი დაუთმო ნიფონტეს, ხოლო თავისთვის ახალი აიშენა. მაგრამ, რადგანაც სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების გამო მაქსიმესთან უამრავი მოდიოდა, ნიფონტემ ვეღარ დაითმინა ხმაური და ერთ მღვიმეში დასახლდა. გამოხდა ხანი. წმინდა ნიფონტესთან სამშობლოდან ბერი მარკოზი ჩამოვიდა, რომელსაც ძმა დარჩა სოფელში. წმინდა ნიფონტემ მარკოზი სიყვარულით მიიღო და უბრძანა, ორი კალივა აეშენებია, ერთში თვითონ მარკოზი იცხორებდა მეორეში - მისი ძმა..

- რას ამბობ, მამაო, - გაუკვირდა მარკოზს, - ჩემი ძმა ერისკაცია და ნათესავების გვერდითაა.

- მაპატიე, - უპასუხა მოძღვარმა, - მე, გადარეულმა, არ ვიცი, რას ვამბობ.

ამასობაში დადგა წმინდა ათანასეს ხსენების დღე. ღირსმა მამამ მარკოზი ლავრაში გააგზავნა დღესასწაულზე, წასვლისას კი უთხრა:

- უკან მობრუნებისას შენი ძმაც წამოიყვანეო.

მარკოზი წმინდანის ნათქვამს ახლაც ძველებურად შეეწინააღმდეგა. მაგრამ როცა ლავრას მიუახლოვდა, უეცრად მონასტრის კარიბჭესთან თავისი ძმა დაინახა. გააოცაა მოძღვრის წინასწარმცოდნელობის მადლმა, მოეხვია ძმას და დღესასწაულის შემდეგ მოძღვართან წამოიყვანა. მარკოზი ჩაუვარდა სულიერ მამას მუხლებში და მცირედმორწმუნეობისთვის შენდობა ითხოვა. ამის შემდეგ მარკოზი ავად გახდა და სიკვდილის პირას მისულს მოძღვარმა მცირე რწმენისთვის უსაყვედურა, მერე კი ჩაუქრობელი ლამპარიდან ზეთი სცხო და მარკოზი ფეხზე წამოდგა. მოძღვარმა გააფრთხილა მეტად აღარ მეურჩო თორემ უარესი შეგემთხვევაო. შემდეგ მარკოზმა მოძღვარს სთხოვა, თევზაობის ნება მიეცა.

მოძღვარმა უთხრა:

- პირველ რიგში, ისწავლე საკუთარი ბილწი გულისთქმების შემჩნევა და დაჭერა ისწავლე, ხოლო ზღვაში თევზაობაზე უარი თქვი, რათა განსაცდელების ზღვაში არ შესცურო.

მარკოზმა ყური არ ათხოვა მოძღვრის ნათქვამს, ჭუჭყიანი ტანსაცმლის გარეცხვის საბაბით ზღვაზე ჩავიდა და თან ფარულად ბადე ჩაიტანა. მაგრამ ურჩობის გამო დაისაჯა. თევზაობისას უცებ ზღვიდან მხეცი გამოვარდა და მარკოზმა ძლივს დააღწია თავი, შეშინებული მივიდა მოძღვართან და დანაშაული აღიარა. მოძღვარმა დატუქსა, ხოლო მისი მოტანილი თევზი, როგორც ურჩობისას მონარეწი, გადააყრევინა. ამ შემთხვევამ შეცვალა მარკოზი, ამის მერე იგი სრულად დაემორჩილა სულიერ მამას.

მარკოზის სიკვდილის შემდეგ მისი ძმისშვილი გაბრიელი ემსახურებოდა ღირს ნიფონტეს.

წმინდა ნიფონტემ ექვსი თვით ადრე განჭვრიტა, რომ წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი გარდაიცვლებოდა და თავის მოწაფეებს უთხრა:

- წავიდეთ წმინდა მაქსიმესთან და მისგან უკანასკნელი კურთხევა მივიღოთ, რადგან მეტად ვეღარ ვიხილავთ ამქვეყნიურ ცხოვრებაშიო.

მივიდნენ, ურთიერთმისალმების შემდეგ წმინდა მაქსიმემ თქვა:

- საყვარელო ძმანო! ეს მისალმება დამშვიდებობისაა, რადგან ამიერიდან ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს.

ასეც მოხდა.

მრავალი წლის შემდეგ მთაწმინდაზე ისევ გაჩნდა ჭირი და ნიფონტეს მორჩილი გაბრიელი სიკვდილის პირას მიიყვანა. მაშინ გაბრიელის მამა დოსითე ცოცხალი იყო და უნუგეშოდ ტიროდა. წმინდა ნიფონტემ ის დაამშვიდა და უთხრა:

- შენი შვილი ახლა არ მოკვდება.

შემდეგ აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა და ჩუმად შესთხოვა მოწყალე ღმერთს მისი განკურნება და ავადმყოფიც სრულიად ჯანმრთელი ფეხზე წამოდგა და ადიდებდა ღმერთს. შემდგომში ღირსმა მამამ თქვა:

- აი ძმა ღვთის შეწევნით გამოჯანმრთელდა, მე კი პეტრეს მარხვის დროს მოვკვდები.

დადგა პეტრე-პავლობის მარხვა. პირველი კვირის შაბათს, ღირსი მამა დილით წამოდგა, ილოცა, ეზიარა ღვთაებრივ საიდუმლოს და მოწაფეებს უთხრა.

- შვილნო ჩემნო, უფლის მიერ საყვარელნო! დადგა ჟამი ჩემი უფალთან წასვლისა, რომლისაკენაც სიყმაწვილი¬დან ვისწრაფოდი მთელი ჩემი არსებით.

მოწაფეები შეშფოთდნენ.

- არ უნდა შფოთავდეთ და ტიროდეთ, არამედ უნდა გიხაროდეთ, რომ ღვთის წინაშე მლოცველი გეყოლებათ, ოღონდ კი აღასრულებდეთ უფლის მცნებებს.

მეორე დღეს, ანუ კვირას მოძღვარმა სულიერ შვილებს უბრძანა საჭმელით მოძლიერებულიყვნენ, რადგან საფლავის გათხრა და დაკრძალვისთვის მზადება მოუწევდათ, შემდეგ კი საფლავი გაეთხარათ და ყველაფერი მოემზადებინათ, რაც დასაკრძალად იყო საჭირო.

- დრო დადგა, - თქვა მან, - მიწისგან შექმნილი, მიწადვე მივიქცევი.

როცა ყველაფერი გაამზადეს, წმინდა ნიფონტე საწოლიდან წამოდგა, თვალები და ხელები ზეცად აღაპყრო; ლოცვის დასრულების შემდეგ, ყველა აკურთხა, ყველას შენდობა სთხოვა, დაწვა, ხელები გულზე დაიკრიბა და მშვიდად განუტევა სული. ამ დროს მას სახე მზესავით გაუბრწყინდა. ღირსი ნიფონტე 1411 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა. ის 96 წლის იყო.

სიცოცხლეში მან მრავალი სასწაული მოახდინა, მრავალი ადამიანი განკურნა სულიერი და ხორციელი სნეულებისგან. და ახლაც მრავალ ადამიანს შეეწევა ვინც მას სარწმუნოებით მიმართავს.
...................

ღირსი ივლიტა, მშვიდობით აღსრულებული - 14 (27) ივნისი

ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი წმინდა პახომი დიდის დროს ეგვიპტეში, ტაბენისის მონასტერში ცხოვრობდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat