წმინდა მეთოდე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+847) - 14 (27) ივნისი
წმინდა მეთოდე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+847) - 14 (27) ივნისი
წმინდა მეთოდე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა სიცილიაში, ქალაქ სირაკუზაში, მდიდარი სიცილიელების ოჯახში, VIII საუკუნის ბოლოს. მიაღწია რა სრულყოფილ ასაკს, კონსტანტინოპოლში ჩავიდა, განზრახული ჰქონდა საერო კარიერა შეექმნა. იქ მეთოდე შეხვდა მოხუც მოსაგრეს, რომელმაც ურჩია, წარუვალი დიდება მოეძია, აეღო თავისი ჯვარი და ქრისტეს გაჰყოლოდა. კეთილშობილი ყმაწვილი სულიერი მოშურნეობით აენთო. ბითინიაში ხენოლაკის მონასტერში შედგა ბერად, ის ძალზე შეიყვარეს უსიტყვო მორჩილებისა და კალიგრაფის ნიჭის გამო, ამასთან მან დიდი თანხა გაიღო ამ სავანის განახლებისთვის. იმპერატორ მიქაელ I-ის მმართველობისას (811-813) ის კონსტანტინოპოლის წმინდა პატრიარქ ნიკიფორეს დასში ჩაირიცხა და არქიდიაკვანი გახდა, შემდეგ კი თავისი მონასტრის იღუმენად დაადგინეს. წმინდა მეთოდე მშვიდად მართავდა მონასტერს, ვიდრე იმპერატორმა ლეონ სომეხმა ქრისტიანების ახალი დევნა არ დაიწყო წმინდა ხატთა თაყვანისცემის გამო (815). როცა პატრიარქი ნიკიფორე ტახტიდან ჩამოაგდეს, მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებელნი ზოგი გაასახლეს და ზოგმაც უდაბნო-მღვიმეებს შეაფარა თავი, წმინდა მეთოდე რომში წავიდა არა თავის გადასარჩენად, რათა როგორმე დახმარებოდა მართალი სარწმუნოების დამცველებს. მან ენერგიულად იმოქმედა და შეძლო პაპის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა ერეტიკოსი პატრიარქის სინოდური წერილისთვის, რომელშიც მას თავისი ინტრონიზაციის აღიარება სურდა.

ლეონ სომეხის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლება მიქაელ II-მ (820) ჩაიგდო. იმპერატორი მიქაელ ენაბრგვილი თავიდან მოჩვენებითი კეთილგანწყობით ეპყრობოდა ქრისტიანებს, ლეონ სომეხის მიერ დატუსაღებული მრავალი ხატთაყვანისმცემელიც გაათავისუფლა, მაგრამ მალე თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა და განაახლა მართლმადიდებელთა დევნა. სწორედ ამ დროს მეთოდე დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, მას თან ჰქონდა პაპ პასქალი I-ის წერილი, რომელიც ხატთა თაყვანისცემის საფუძვლიანობას დაამტკიცებდა. პაპი იმპერატორს წმინდა ნიკიფორეს გათავისუფლებასაც სთხოვდა. მაგრამ, იმპერატორმა ყური არ ათხოვა ამ წერილს, ხოლო წმინდა მეთოდეს აჯანყებისთვის წაქეზებაში დასდო ბრალი. მიქაელ II-ს ბრძანებით წმინდა მეთოდეს 700 წკეპლა დაჰკრეს და აკრიტის საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. წმინდანმა საპყრობილეში ცხრა წელი გაატარა.

მიქაელ ენაბრგვილის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, თეოფილე (829-842) ავიდა, რომელიც მამასთან შედარებით განათლებული იყო. ერთხელ იმპერატორი თეოფილე წმინდა წერილში რთულ ადგილს შეხვდა და ვერავინ შეძლო მისი განმარტება. ერთმა დიდებულმა უთხრა, მას მეთოდე განგიმარტავდა, მაგრამ ის აკრიტის ციხეში არის ჩამწყვდეულიო. მეფემ მოაყვანინა წმინდანი, მოეწონა მისი განმარტება და კონსტანტინოპოლში ჩაიყვანა, თავის კარზე, ერთ გაუქმებულ ეკლესიაში დაასახლა და გარეთ არ უნდა გამოსულიყო, მხოლოდ მეფის სარწმუნო კაცს ჰქონდა მისი ნახვის უფლება, რომელსაც მასთან მეფის შეკითხვები მიჰქონდა, ხოლო წმინდა მეთოდე პასუხს უგზავნიდა. მეფეს წმინდანი ლაშქრობისასაც თან დაჰყავდა და მას რჩევას ეკითხებოდა.
თუმცა საგულდაგულოდ მალავდა წმინდანის არსებობას, მაგრამ მის შესახებ ხალხმაც შეიტყო. ის უფრო დიდ გავლენას ახდენდა როგორც ხალხზე, ისე სამეფო კარზე.

სამშვიდობოს გამოსულმა მამამ კვლავ დაიწყო ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც იმპერატორი გარკვეული ხნის მანძილზე ითმენდა. ბოლოს, არაბებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, თეოფილემ წმინდა მეთოდეს რისხვა დაატეხა თავს, რადგან თვლიდა, რომ "კერპთაყვანისმცემლის" (ასე უწოდებდნენ მწვალებლები ხატთაყვანისმცემლებს) დაახლოებისთვის დასაჯა ღმერთმა. წმინდა მეთოდემ კი უპასუხა, რომ ღმერთმა ის წმინდა ხატების შეურაცხყოფისათვის დასაჯა. წმინდანი საშინლად აწამეს, ცემეს, ყბის ძვალი ჩაუმსხვრიეს. სახეზე კი საშინელი ჭრილობა დაუტოვეს. შემდეგ წმინდა მეთოდე კუნძულ ანტიგონეზე გადაასახლეს და ორ ყაჩაღთან ერთად ვიწრო მღვიმეში გამოამწყვდიეს. ერთი წლის შემდეგ ერთი ავაზაკი მოკვდა და წმინდანს მოუწია გახრწნილი გვამის სიმყრალის დათმენა.

პატარა სარკმლიდან იმდენ პურსა და წყალს აწვდიდნენ, რომ არ მომკვდარიყო. ამ ბნელ მღვიმეში, 7 წელი იტანჯებოდა, ვიდრე იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალებამდე. იმ დროს გადასახლებულმა და საპყრობილეში ჩაყრილმა აღმსარებელმა მამებმა - თეოდორემ და თეოფანემ (ხს. 27 დეკემბერი) წმინდა მეთოდეს ლექსის სახით მისასალმებელი წერილი გაუგზავნეს. წმინდა მეთოდემაც ლექსად მისწერა პასუხი.

თეოფილეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა მიქაელ III-მ დაიკავა (842-867), მაგრამ რადგან მცირეწლოვანი იყო, იმპერიას მისი რეგენტი, დედამისი - დედოფალი თეოდორა მართავდა. წმინდა თეოდორამ გაათავისუფლა მართლმადიდებლობის დაცვისთვის დატყვევებული ქრისტიანები, მათ შორის წმინდა მეთოდეც.

წმინდა მეთოდე ბითინიაში ხენოლაკის მონასტერში (მას ელეობომის მონასტერსაც ეძახდნენ) წავიდა, სადაც მოსაგრე ცხოვრებას დაუბრუნდა. იმ წლის დიდმარხვაში მთელი დღეები დავითნის გადაწერას მოანდომა. მარხვის განმავლობაში, შვიდჯერ გადაწერა, ანუ კვირაში ერთი წიგნი. საკვებს მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა. ციხის საშინელი პირობების გამო თმა მთლიანად გასცვივდა, სხეულით კი მკვდარს უფრო წააგავდა, ვიდრე ცოცხალ ადამიანს. წამებისგან ყბები ისე ჰქონდა დამსხვრეული, თავზე შემოხვეული ორი თეთრი ლენტით აკავებდა. მიუხედავად დასახიჩრებული ტუჩებისა, დაუცხრომლად ქადაგებდა ჭეშმარიტ რწმენას.

843 წელს დედოფალ თეოდორას მოწვევით გაიმართა კრება, რომელმაც დაამხო ერეტიკოსი პატრიარქი იოანე გრამატიკოსი და მის ნაცვლად ტახტზე წმინდა მეთოდე აიყვანეს. ეს ღვთის განგებულებით მოხდა, რაც მანამდე იწინასწარმეტყველა წმინდა იოანიკე დიდმა. წმინდა იოანიკეს ცხოვრებაში ვკითხულობთ: აგავრონის მონასტრის იღუმენმა ევსტრატიმ ერთხელ ღირს იოანიკეს ჰკითხა:

- მამაო, ვიდრემდე გაგრძელდება წმინდა ხატების შეურაცხყოფა და მართალი რწმენის დევნა?

წმინდანმა უპასუხა:

- ცოტა მოიცადე, ძმაო და ნახავ ღვთის ძალის გამოვლენას: საეკლესიო მმართველობას მიიღებს ვინმე მეთოდე, ღვთის სულით გაბრწყინვებული ჭეშმარიტებით გაუძღვება ეკლესიას, აღმოფხვრის ერესებს, ეკლესიაში დაამტკიცებს მართლმადიდებელ დოგმატებს მშვიდობასა და ერთსულოვნებას დაასადგურებს მის მოწინააღმდეგეებს კი დაამდაბლებს ღვთის ძალით.

პატრიარქის ტახტზე ასულმა წმინდა მეთოდემ წმინდა ხატების აღმსარებელი მამები მღვდელმთავრად დაადგინა. ამ დროს წმინდა იოანიკე და სხვა წმინდა მოსაგრენი, საღმრთო გამოცხადებით ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში და დაარწმუნეს პატრიარქი და დედოფალი, ოფიციალურად აღედგინათ ხატთა თაყვანისცემა. მართლაც, 843 წელს, კონსტანტინოპოლში წმინდა მეთოდეს თავმჯდომარეობით მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა და დაადგინა, ყოველწლიურად აღენიშნათ მართლმადიდებლობის ზეიმი. ეს დღესასწაული ნეტარი მამის მიერ შედგენილი წეს-განგებით აღესრულება დიდმარხვის პირველ კვირიაკეს.

თუმცა ეკლესიაში მშვიდობა მცირე ხანს ჩამოვარდა. მეთოდემ პირობა დადო, მანამდე არ დაისვენებდა, ვიდრე ირგვლივ მართლმადიდებელი სარწმუნოება არ გავრცელდებოდა, ამასთან, მას ბრძოლა მოუხდა ხატმებრძოლობის გამო გაჩენილ მრავალ ერესეთან. განსაკუთრებით დიდი ძალიხმევის გამოჩენა მოუხდა მართლმადიდებლებს შორის არსებული განხეთქილების დასაძლევად. ამ ბრძოლაში მას წმინდა იოანიკე დიდი ეხმარებოდა, რომელმაც დატოვა ოლიმპოს მთა და კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა.

დამხობილმა პატრიარქმა ერთი ქალი მოისყიდა, რომელმაც პატრიარქს ძალადობა დააბრალა. საქმე სასამართლოს გადაეცა. წმინდანმა ბრალმდებლებს ბაგე დაუხშო, როცა მათ წინ სხეული გაიშიშვლა და თავისი დამჭკნარი ხორცი აჩვენა, რომელსაც ვერანაირი ვნებიანი ძალა ვერ აღძრავდა. ამასთან წმინდა მეთოდემ გაამხილა, რომ რომში მას საშინელი სიძვის ბრძოლა ჰქონდა, მაგრამ წმინდა პეტრე მოციქულისგან მადლი მიიღო და ვნებები მას მერე აღარ აღძვრია.

სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, წმინდა პატრიარქმა გადააყენა ეპისკოპოსები და იღუმენები, რომლებიც ხატ-მებრძოლებთან იყვნენ დაკავშირებულნი. მაგრამ, შემწყნარებლობა გამოიჩინა ეკლესიის უფრო დაბალი ხარისხის მსახურთა მიმართ, აკრძალა მათი ხორციელი დასჯა. ახლა კი სწრაფად უნდა ეზრუნა, რომ გადაყენებული ეპისკოპოსების ნაცვლად სხვა გაეგზავნა. ამისთვის რამდენიმეს ხელი დაასხა. ამან კი მართლმადიდებელ სამღვდელოებას შორის დაპირისპირების პროვოცირება გამოიწვია. პატრიარქს განსაკუთრებით სტუდიელი მონაზვნები შეეწინააღმდეგენ. ისინი არ იზიარებდნენ პატრიარქის დიდსულოვნებას და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. მათი აზრით, ისინი ქრისტეს რწმენისთვის ეწამნენ და თითქმის მარტო იცავდნენ მართლმადიდებლობას, რაც მათ სულიერ უფლებას აძლევდა, თავიანთი მოსაზრება გამოეთქვათ და ის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი სათავეში ჩაუდგა წმინდა თეოდორე სტუდიელის წმინდა ნაწილთა გადასვენებას 844 წლის 26 იანვარს, მათ შორის ურთიერთობა არ გამოსწორდა. ოპოზიცია აშკარა ჯანყში გადავიდა, როცა წმინდა მეთოდემ სტუდიელებს თეოდორე სტუდიელის იმ წერილის დაწვა მოსთხოვა, რომელიც მისი წინამორბედი პატრიარქების - ტარასის და ნიკიფორეს წინააღმდეგ იყო დაწერილი. საქმე იმით დამთავრდა, რომ წმინდა მეთოდემ ყველა სტუდიელი მონაზონი ანათემას გადასცა. ერთხანს ეკლესიაში ისევ განხეთქილება იყო. წმინდა იოანიკეს გამოცხადება ჰქონდა, რომ მალე გარდაიცვლებოდა. მის სანახავად პატრიარქი მივიდა. წმინდა იოანიკემ მას აუწყა, რომ რვა თვის მერე ისიც გარდაიცვლებოდა. წმინდა იოანიკემ იქ მყოფთ სთხოვა, ყველას მშვიდობა ჰქონოდა პატრიარქთან. წმინდა იოანიკეს გარდაცვალებიდან მალევე პატრიარქი მძიმედ გახდა ავად წყალმანკით. მან ეს ავადმყოფობა ღვთის სასჯელად მიიღო სტუდიელების მიმართ გამოჩენილი ზედმეტი სიმკაცრისათვის. გადახედა თავის გადაწყვეტილებას და ეპიტიმია მხოლოდ ძალზე შეურიგებელ მონაზონს დაადო. 847 წლის 14 ივნისს ის მშვიდობით აღესრულა და მთელმა ერმა დიდი პატივით დაკრძალა წმინდა ნიკიფორეს გვერდით მოციქულთა ტაძარში.

წმინდა მღვდელმთავრის კალამს ეკუთვნის მრავალი საეკლესიო საგალობელი, წესი ჯვრისწერისა და სხვა. ქართულ ენაზე არსებობს მისი რამდენიმე კანონიკური სტატია (იხილეთ კრებული "მარგარტი"). ქართულად უთარგმნიათ მისი "ცხოვრებაც".

კონდაკი

ქუეყანასა ზედა იღუაწე, ვითარცა უხორცომან, და დაიმკვიდრე ზეცისა იგი დიდებაჲ, მეთოდე, რამეთუ დაამკვიდრე კიდეთა შორის ქუეყნისათა თაყუანისცემა ხატითა, ხოლო შრომათა და სალმობათა შინა შენთა ეგენ და არა დააცხრვე კადნიერებით მხილებაი ხატისა ქრისტესისა უარისმყოფელთა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat