ცრემლებს კურნების სასწაულებრივი ძალა გააჩნია
ცრემლებს კურნების სასწაულებრივი ძალა გააჩნია
13 ასურელი მამა წმინდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით შუამდინარეთიდან შემოვიდა საქართველოში VI საუკუნის შუა ხანებში.

ასურელმა მამებმა კიდევ უფრო ააღორძინეს და განამტკიცეს მართლმადიდებლური სარწმუნოება, საფუძველი ჩაუყარეს ბერ-მონაზვნობას ჩვენს ქვეყანაში.

მემატიანეთა ცნობით, წმინდა იოანეს ბავშვობიდანვე იზიდავდა განმარტოებული ცხოვრება, სწავლაშიც დიდი ნიჭი გამოავლინა, ზედმიწევნით შეიყვარა სახარება და წმინდა წერილი. ჭაბუკობიდანვე დაადგა ბერობის გზას და უდაბნოში გადავიდა საცხოვრებლად. ღვთივსულიერი სათნო ცხოვრებით სულიწმიდის მადლი მოიხვეჭა და არაერთი სასწაულით გაითქვა სახელი, ამიტომ მონასტერში მრავალი ხალხი მიაწყდა, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა უდაბნო და თავის რამდენიმე მოწაფესთან ერთად, უფრო მივარდნილი ადგილი აერჩია სამოღვაწეოდ. სწორედ აქ, თავის აგებულ სენაკში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მოუწოდა, 12 რჩეულ მოწაფესთან ერთად ივერიაში გამგზავრებულიყო ქრისტეს სჯულის განსავრცობად.

ლევან სანიკიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: იოანე შუამდინარეთიდან იყო. ტომით ქართველი, მშობლები არც თვითონ ახსოვდა და არც სხვაგან იცოდა. იყო დიდად განათლებული და ღრმა სათნოებით შემკული. იყო ბრძენი აქიმ-მკურნალი და "ეშმაკეულთა მჩხიბავი".

ყმაწვილობიდანვე მშობლიური სოფელი მიატოვა და შორს უკაცრიელ უდაბნოში ბერული ცხოვრება დაიწყო. ცხოვრობდა დიდი მარხულობითა და თვითგვემით.

აქვე იოანემ დაიმოწაფა თორმეტი მოწაფე-მოციქული, ყველა მისებრ ქართველნი. და მიიღო ბრძანება "ანგელოზისა მიერ, რათა ათორმეტით მოწაფითურთ თავისთ წავიდეს ქართულად". ასედაც მოიქცა. მოვიდა და მოიყვანა ქართლში, მცხეთაში, თორმეტი მოწაფე. სულ "ცამეტი მამა".

თვითონ იოანე ავიდა და სამოღვაწეოდ დადგა არაგვის მარცხნივ, მცხეთის პირისპირ, ზედაზენის მთაზე (სადაც ერთ დროს იდგა კერპი ზადენი). აქედანვე წარმოსდგა მისი მეტსახელი - ზედაზნელი.

იოანემ თავისთან დაიტოვა ელია დიაკონი, ხოლო დანარჩენი სამოღვაწეოდ გაგზავნა ქართლ-კახეთის სხვადასხვა კუთხეში.

იოანემ ზედაზნის მთაზე მრავალი სასწაული ისასწაულა.

წყალი არ იყო და წყარო განაჩინა (დღესაც არსებობს ეს მშვენიერი წყარო).

ჯერ კიდევ ყოფილა კერპნი და "ეშმაკთა სიმრავლე" ზედაზენზე და იოანემ ის უკანასკნელი კერპებიც დაამსხვრია და ჯვარის ამაღლება-გამძლავრებით, "ეშმაკთა სიმრავლეც" სავსებით აღკვეთა.

დათვი მოდიოდა, ადამიანებს აშინებდა, იოანე ამ დათვს ტკბილად "გაესაუბრა" და ის დათვიც და მისი თანატყიურნი, ცხვრებივით მოთვინიერდნენ.

მოჰყავდათ ავადმყოფნი, ტანგარღვეულნი და სულგანრღვეულნი და იოანე სასწაულებრივი მკურნალობით კურნავდა მათ.

იცოცხლა ღრმა მოხუცებამდე. სიკვდილის წინ მოწაფეები შემოიკრიბა, დაარიგა და დამოძღვრა.

დაკრძალეს იქვე, ზედაზენზე (ციტატის დასასრული).

წმინდა იოანე ზედაზნელმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე ახლო ურთიერთობა დაამყარა საქართველოს ეკლესიის იმდროინდელ წინამძღოლთან ევლავიოს კათოლიკოსთან და მისი კურთხევით გაანაწილა თავისი თორმეტი მოწაფე ქართლისა და კახეთის სხვადასხვა ადგილას სამოღვაწეოდ, ხოლო მათგან ორი - მამა აბიბოსი და ისე, კათალიკოსთან შეთანხმებით, ნეკრესისა და წილკნის ეპისკოპოსებად გამოარჩია.

წმინდა იოანე ხშირად მოინახულებდა უდაბნოში თავის მოწაფეებს და სულიერად ამხნევებდა მათ. სულიერი წინამძღვრის გარდაცვალების შემდგომაც ისინი კიდევ დიდხანს მოღვაწეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათ მიერ დაარსებულ მონასტერში.

იოანე ზედაზნელს ყოველ 20 მაისს მოიხსენიებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ამ დღეს ერთ-ერთი კლდიდან ყოველთვის გადმოედინება წმინდა იოანე ზედაზნელის ცრემლები, რომლებსაც მორწმუნეები სასოებით აგროვებენ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ, რადგან ამ წყალს კურნების სასწაულებრივი ძალა გააჩნია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat